მარსის ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ თვისებას მასზე დედამიწის მსგავსი მიწისძვრების არსებობა წარმოადგენს. 2019 წლიდან მოყოლებული მეცნიერები ამ მიწისძვრებს InSight-ის მეშვეობით აკვირდებიან. ახლახან სწორედ ამ ხელსაწყოს მიერ შეგროვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა რეკორდულად მძლავრი სეისმური აქტიურობა.
მეცნიერებმა ჯამში 2 ასეთი მოვლენა დააფიქსირეს. პირველი მიწისძვრა S0976a-ს სახელითაა ცნობილი და ის 4.2 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ხოლო მეორე, S1000a — 4.1 მაგნიტუდის. მათ შორის ინტერვალი 24 დღეს შეადგენდა და ორივე მათგანი სიმძლავრით ადრინდელ მიწისძვრებს 5-ჯერ აღემატებოდა.
საინტერესოა ამ მიწისძვრების ეპიცენტრიც: ისინი ე. წ. ბნელ ზონაში წარმოიშვა — InSight-ის ბაზის მოპირდაპირე მხარეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა დესანტი და მისი სენსორები ამხელა მანძილზე აფიქსირებს მიწისძვრას. ამასთან, S1000a აღწერა, როგორც „ნათელი გამონაკლისი“, მის მიერ წარმოებული ენერგიის ფართო სიხშირის სპექტრის გამო. ის 94 წუთს გაგრძელდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
ამ ორ მოვლენამდე მარსზე დაფიქსირებული მიწისძვრების უმეტესობა InSight-დან, დაახლოებით, 40 გრადუსის მანძილზე ფიქსირდებოდა. ახლა კი უახლესი მონაცემები მეცნიერებს საშუალებას აძლევს, სეისმოლოგიურად შეარჩიონ წითელი პლანეტის ახალი ნაწილები.