სპორტკომპლექსი “არენა” -ს კამპანიის ფარგლებში, ინტერნეტისა და სოციალური მედიისთვის შეიქმნა 5 მცირე საიმიჯო ვიდეორგოლი. მარკეტერი გთაზავობთ 5 ვიდეო რგოლს და ინტერვიუს სპორტკომპლექს “არენა”-ს პიარისა და მარკეტინგის დირექტორთან სოფო ხაჭაპურიძესთან.
M: რატომ გადაწყვიტეთ ასეთი კამპანიის ჩატარება ?
ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების სტილი უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში. ალბათ ამ საკითხშიც ოდნავ ჩამოვრჩით მსოფლიოს, მაგრამ ტენდენცია აშკარაა. მეტიც, ვარჯიში მოდური გახდა. “არენა” სპორტული და გამაჯანსაღებელი კომპლექსების ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანია. კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდეგ ორივე ძველმა შენობამ (ყოფილი სკა – “არენა” და ყოფილი “ქარიშხალა” – “არენა 2”), რომელიც ადრე სპორტულ დატვირთვას ატარებდა მფლობელის გადაწყვეტილებით პროფილი შეინარჩუნა. დამეთანხმებით, რომ თავისუფლად შეეძლო მეპატრონეს რესტორანი, სავაჭრო ცენტრი ან სულაც კაზინო გაეხსნა, მაგრამ მან ბიზნესის განვითარების რთული და შედარებით გრძელი გზა არიჩია.
M: რა არის კამპანიის მიზანი ?
კამპანიის მიზანია, როგორც „არენას“ მიმართ ლოიალობის გაზრდა, ასევე ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაზაცია.
M: ვინ არიან და რის მიხედვით აარჩიეთ ეს ადამიანები ?
სხვადასხვა ტიპის, სტილის და ასაკის ადამიანები და ასევე ადამიანები, ვინც ნამდვილად “არენაში” ვარჯიშობენ – ეს იყო პერსონაჟების არჩევის კრიტერიუმი. თან კარგია, როდესაც მათ შორის ე.წ. “ცნობადი სახეებიც” არიან.
M: ვინ მუშაობდა რგოლზე ?
იდეის და კონცეფციის ავტორი – „არენა“, პროდიუსერი – დავით გაჩეჩილაძე, რეჟისორი – ხათუნა კეთილაძე, ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი, მონტაჟის რეჟისორი – ალექს ჩადუნელი. მუსიკა ეკუთვნის DJ Ujin Ray-ს.
ვიდეო რგოლები გადაღებულია „“არენას“ ინტერიერში– აუზზე, სავარჯიშო დარბაზში და დიდ სპორტულ დარბაზში. სამი ძირითადი ლოკაციაა ნაჩვენები, რომელიც ყველაზე პოპულარულია სპორტკომპლექსში.