ექიმები ხალათების გარეშე – თოდუას კლინიკის კამპანია #მეექიმივარ
„ქირურგია რელიგიასთან უფრო ახლოს არის ვიდრე პროფესიასთან – ემსახურები ადამიანს, კონცენტრირებული ხარ მხოლოდ და მხოლოდ პაციენტზე,“ – ეს ექიმ გიორგი ქრისტესაშვილის სიტყვებია. ის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრში თავისა და კისრის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. გიორგი ქრისტესაშვილი კამპანიის პირველი გმირია.
#მეექიმივარ – ასე ჰქვია თოდუას კლინიკის ახალ კამპანიას, რომელიც მიზანიცაა უფრო ახლოდან გააცნოს პაციენტებს ექიმები და მათი პიროვნული მხარე დაანახოს.
კამპანიის ფარგლებში თავიანთ ამბებს თოდუას კლინიკის სხვა ექიმებიც გიამბობენ. გაიგებთ მათ დამოკიდებულებას საკუთარი პროფესიის მიმართ, ღირებულებებს, რითაც ხელმძღვანელობენ, რა აინტერესებთ, რა ამოძრავებთ და სრულიად სხვა მხრიდან დაგანახებთ მათ სახეს.
გიორგი დიასამიძე
“გვინდასაზოგადოებასვაჩვენოთექიმებიხალათებისგარეშე. როგორცხოვრობენ, რითი სუნთქავენ,როგორიპიროვნებებიარიან, ექიმის პიროვნულიღირსებები მის პროფესიონალიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტისთვის. რადგანყველანი ადამინები ვართ და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის, ზოგჯერ ექიმსა და პაციენტს შორის პირადი ნდობა და ურთიერთობა ბევრად მეტი სიკეთის მომტანია, ვიდრე მედიცინის ყველა მიღწევა ერთად აღებული.
სიტყვა კურნავს – ეს ჯერ კიდევ ანტიკური ხანის მედიცინიდან მოდის…
მე ექიმების გარემოცვაში გავიზარდე და შეიძლება ითქვას ეს სამზარეულო შიგნიდან ვიცი… ბავშვობიდან ვიყავი მოწმე იმისა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ სიტუაცუაში არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. პრაქტიკულად მთელ შენს ენერგიას, დროს და ინტერესებს სხვაზე ზრუნვას და დახმარებას უთმობ.
ბაბუა ამბობდა: ექიმობა არ არის პროფესია, ეს არის მოწოდება, ცხოვრების წესი, სამედიცინო განათლება და ცოდნა უკვე გაკისრებს პასუხისმგებლობას, გცვლის პიროვნულად… ამას ვეღარ გაექცევიო.
… #მეექიმივარ – ამ კამპანიითგვინდახალხს დავანახოთ, რომდაძაბულისამუშაოსდაუდიდესი პასუხისმგებლობის მიუხედავად,ექიმისამსახურისგარეთისევეცხოვრობს, როგორცყველა სხვა, არავისგან არაფრით გამორჩეული ყოფითი პრობლემებით, თავისი ყოველდღიურობით. გვინდა, ყოველმა პაციენტმაიცოდეს, ჩვენიექიმები,გარდაძალიანკარგიპროფესიონალებისა, კარგიადამიანებიც არიან“, –გვიყვებათოდუასკლინიკისგენერალური მენეჯერიგიორგიდიასამიძე.
M: როგორ წარმოაჩენს კამპანია კლინიკის ღირებულებებს?
ჩვენს კლინიკაში მუშაობენ ისინი, ვინც იზიარებს საერთო შეხედულებებს და ღირებულებებს – როგორც ექიმები, როგორც ადამიანები… ჩვენ ვართ გუნდი, და ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის პაციენტი, აქმოსული,არავინუკმაყოფილოარ უნდაწავიდეს.
M: რატომ გაგიჩნდათ ასეთი კამპანიის ჩატარების სურვილი?
ჩვენი სამედიცინო ცენტრი, არსებობის უკვე თითქმის 30 წლის მანძილზე, ორიენტირებულია ჩვენს ქვეყანაში მედიცინის განვითარებაზე. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ პაციენტს არ მოუწიოს სადიაგნოსტიკო თუ სამკურნალო პროცედურებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრება. ჩვენ გვაქვს სწორება ევროპულ მედიცინაზე. ყველაფერი, რაც კი დანერგილა და შემოგვიტანია კლინიკაში, იყო ბოლო სიტყვა სამედიცინო პრაქტიკაში, სრულიად ახალი და უნიკალური რეგიონისთვის და ზოგჯერ ბევრი ევროპული თუ ამერიკის კლინიკისთვისაც. სპეციალისტები, როგორც წესი, საუკეთესონი თავის დარგში, სწავლობდნენ და გადიოდნენ ტრენინგებს საზღვარგარეთ, მონაწილეობდნენ საერთაშორისო ფორუმებში და ვორქშოფებში.
…და ამ ყველაფრის ფონზე,რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენს საზოგადოებაში ქართველი ექიმების მიმართ არსებობს გარკვეული უნდობლობის მომენტი:რომისინიარუთმობენსაკმარისდროსპაციენტს, თითქოს შეიძლება რამე გამორჩეთ და ან სწორად არ შეაფასონ მათი მდგომარეობა. სხვასამედიცინოდაწესებულებებისსახელითვერვისაუბრებ, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, სრულიად მცდარია შეხედულება, თითქოს რომელიმე ჩვენსექიმსპაციენტისმდგომარეობაგულთანახლოსარმიჰქონდეს.
რეალურად, ჩვენი ექიმები პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე მეტად, სწორედ პაციენტების მდგომარეობას უზიარებენ ერთმანეთს და არ ვიცი, თუ რამე უფრო მეტად ახარებთ, ვიდრე მათ მკურნალობაში მიღწეული წარმატება.
ექიმითვის მისი საქმეფაქტობრივად მისი ცხოვრებაა და სხვაგვარად წარმოუდგენელია. სწორედ ამის ჩვენება გვინდა საზოგადოებისთვის – ჩვენი ექიმების პიროვნული ღირსებების და ამაზე დაფუძნებული საქმის სიყვარულის, თავდადების, პროფესიონალიზმის. გვესმის, რომ დიდ საქმეს ვეჭიდებით, გვინდა დავამსხვრიოთ სტერეოტიპები, რაც ნამდვილად არ არის იოლი, ავამაღლოთ ცნობადობა, გავზარდოთ ნდობა ქართველი ექიმების მიმართ.
ძალიან დიდ შრომას და რესურსს ვდებთპაციენტებთან ურთიერთობაში. დღეს ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში, ძნელია ადამიანს დაუშალო საკუთარ დაავადებაზე მეტი გაიგოს, თუნდაც ინტერნეტის საშუალებით, მაგრამ კარგი იქნება, თუ ამ ინფორმაციას პროფესიონალისგან მიიღებს, რადგან არასწორმა იტერპრეტაციამ შესაძლოა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები წარმოშვას და უარყოფითად იმოქმედოს თავად პაციენტების მდგომარეობაზე. განსაკუთრებით ეს ეხებაონკოპაციენტებს.ინფორმაციისინტერნეტითმოძიებას, სჯობსექიმსუამბოთთქვენიეჭვებისშესახებ. ისკვალიფიციურად აგიხსნითდაგირჩევთ, როგორმოიქცეთ. ასე მარტო არ იქნებით თქვენს დაავადებასთან, რაც უთუოდ ძალიან მძიმეა.
ჩვენიკლინიკამრავალპროფილურია, მაგრამ პაციენტებისდიდინაწილისწორედ ონკოლოგიური პროფილისაა. საქართველოშიონკოლოგიურიპრობლემებისმქონეადამიანებისრაოდენობაჩვენიდონისსხვაქვეყნებსარაღემატება, მაგრამსამწუხაროდ აქ ძალიანგვიანიმომართვიანობაა, ხშირად მესამეანმეოთხესტადიაზეც. ჩვენს უცხოელ კოლეგებს უკვირთ კიდეც ამდენი დაგვიანებული შემთხვევის არსებობა. ამის მიზეზი, გარდა კიბოზე, როგორც სტიგმაზე დამკვიდრებული შეხედულებისა, სოციალურ პრობლემებშიც უნდა ვეძიოთ. პაციენტების დიდ ნაწილს დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში, ფინანსური პრობლემების გაჩენის შიში უფრო აქვს ვიდრე საკუთრივ დიაგნოზის.
არადა, დაავადების ადრეულსტაციაზეგანკურნების შანსიც უფრო მაღალია და ფინანსური დანახარჯიც ბევრად ნაკლები! მითუმეტეს, რომ საქართველოში საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ონკოლოგია პრაქტიკულად მთლიანად იფარება.
მე პირადად მიმაჩნია, რომ სტერეოტიპებისდამსხვრევისყველაზეკარგიმაგალითი არისკიბოსთანგამკლავების ყოველი ისტორიის საჯაროდ ჩვენება. ჩვენსერთ–ერთკამპანიაშივყვებითადამიანებზე, რომლებმაცკიბოსაქართველოში, ქართველექიმებთანერთადდაამარცხეს. გვყავს უცხოელი პაციენტებიც, რომლებიც მკურნალობას ჩვენს ექიმებთან ამჯობინებენ.
ვინც შიშობს, რომ შესაძლებელიარაღაცსჭირდეს, რეკომენდაცია უნდა მიეცეს, პრევენციისმიზნითჩაიტაროთგამოკვლევები. პროფილაქტიკური შემოწმება დაავადებებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ საწყის სატადიაზე თითქმის ყველა პათოლოგიური პროცესი შექცევადია.
ჩემი ოცნებაა საქართველოში შევქმნათ ისეთი მედიცინა, სადაც ძირითადი მიმართულება იქნება სწორედ დაავადებათა პროფილაქტიკა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მედიცინის მომავალი. ამას ჩვენი პოტენციური პაციენტების ჩართულობის და მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებთ. აი, ამისთვის გვჭირდება ურთიერთნდობის გაღრმავების კამპანიები.