ბევრისთვის წარმოუდგენელია, რომ Spoleto-ს რესტორნების ქსელში თუ ლამაზი ხარ უფასოდ მოგემსახურებიან.
ექსპერიმენტის სახით Spoleto-ს რესტორნების ქსელში შესულ ქალებს მოლარეები ეკითხებოდნენ, თვლიდნენ თუ არა თავს ლამაზად. დადებითი პასუხის შემთხვევაში მოლარე ფულს არ იღებდა.
სარეკლამო აქცია-ექსპერიმეტი “Real Beauty” ბოლოდროინდელი ტენდენციაა, რომელშიც არაერთი კომპანია ჩაერთო. “Real Beauty” -ი ქალებს მოუწოდებს ყოველგვარი კომპლექსების გარეშე აღიარონ, რომ ისინი ლამაზები არიან. ერთ-ერთი პირველი Dove იყო, რომლის შესახებ მარკეტერზე უკვე მოგიყევით, ნახეთ ბმული Dove-ის გენიალური ექსპერიმენტი
8 მარტს ჩატარებული ექსპერიმენტის დროს 500 მეტმა ქალმა თქვა, რომ ლამაზია.
http://youtu.be/GZZZoGw2OGE