10
Feb
2020

“ზრუნვა”: სოციალური დახმარება ონლაინ – WINDFOR’S-ის ბრენდინგი

10 Feb 2020

მათთვის, ვინც ყოველდღიურ რუტინაში ჩაბმულები სხვების დახმარებას ისე ხშირად ვერ ვახერხებთ, როგორც გვინდა, ონლაინ პლატფორმა Shen შეიქმნა. სოციალური პროექტი “ზრუნვა” კი მისი ერთ-ერთი ნაწილია. ამ სოციალური პროექტის დახმარებით, პირველადი მოხმარების პროდუქტის ონლაინ შეძენა და გაცემა შეგიძლიათ. შეძენილი პროდუქტები ადრესატებამდე “ზრუნვის” მაცივრის საშუალებით მიდის. ბრენდინგის ფარგლებში, შეიქმნა ხელნაწერი ლოგო, რომელიც თავის კონცეფციაში ჩაკიდებულ ხელებსაც მოიცავს და დანიშნულებაზე მიუთითებს. გრაფიკული ნაწილი კი ხელით ნახატი სკეტჩებია, რომლებიც უბრალო და უშუალო გზავნილს ტოვებს. კონცეფციის მთავარი გზავნილია #მევფიქრობშენზე. “ზრუნვას” ბრენდინგზე სააგენტო WINDFOR’S-მა იმუშავა.

“ზრუნვას” გარდა, “შენ” ინიციატივა მოიცავს სხვა სოციალურ პროექტებსაც, როგორიცაა dze-project, “ჩართე”, სარეაბილიტაციო სახლი, ინკლუზიური თეატრი და სხვა.

Credits
Executive Creative Director: Nino Gordeladze, Beqa Meparishvili
Creative Director: Bibi Asatiani
Senior Art Director: Mari Sukhishvili
Head of Design Department: Natia Kvaratskhelia
Graphic Designer: Masho Nartkoshvili
Copywriter: Sophie Ivanishvili
Senior Account Manager: Inga Svanidze

განხილვა