in

#მევქმნიალიანსს – სალომე სიხარულიძის წარმატების ფორმულა და გზა „ალიანს ჯგუფამდე“

ჩემი კარიერული გზა მთლიანად გაყიდვებთანაა დაკავშირებული. პროფესიულად კი დროის უმეტესი და მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ „ალიანს ჯგუფში “მაქვს გატარებული. 

ახლა უფროსი გაყიდვების მენეჯერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროსთან უკვე 10 წელია მაქვს შეხება, პროფესიისადმი ჟინი და ინტერესი არ მიქრება, რადგანაც ყოველი დღე გამოწვევისა და სიახლის მომტანია. 

ყველაფერი კი სტუდენტობის ასაკიდან დაიწყო, როდესაც TBC ბანკის გარე გაყიდვების დეპარტამენტში დავიწყე მუშაობა. სულ მალე შევუერთდი საკრედიტო განყოფილებას, სადაც დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, კრედიტ ექსპერტი ვიყავი.  შემდეგი განვითარებისთვის მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რაღაც ახალი მეცადა და ჩემთვის სრულიად უცნობ, სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში გადავინაცვლე გაყიდვების მენეჯერად ინტერიერისა და დიზაინის მიმართულებით. 2015 წლიდან კი „ალიანს ჯგუფში “ გადმოვედი და მას შემდეგ აქ როგორც პიროვნულად, ასევე პროფესიულად მუდმივად ვვითარდები. 

ამ მიმართულებასთან პირველივე შეხებისთანავე მივხვდი, რომ გაყიდვები ჩემი საქმეა. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონს ადამიანებთან კომუნიკაცია და ეს არა რუტინული საქმე, არამედ პროფესიაა, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას იყო მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა, სიამოვნებას მანიჭებს, როდესაც მომხმარებელი კმაყოფილია გარემოთი, კომუნიკაციით, შეთავაზებული პროდუქტითა და მთლიანი მოლაპარაკების პროცესით, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაყიდვების ნამდვილი ხელოვნება მომხმარებლის მხრიდან გამოხატული ნდობა და გულწრფელი ურთიერთობაა.

გაყიდვებს ერთი მახასიათებელი აქვს –  თუ არ გიყვარს და თუ განვითარების უწყვეტი ტემპი დისკომფორტს გიქმნის, თავს ვერ გაართმევ. გარდა ამისა, ეს საქმე მოითხოვს ყოველთვის მაქსიმალურად დახარჯვას, რადგან შეიძლება მომხმარებელმა კონკრეტულ მომენტში დადებითი გადაწყვეტილება არ მიიღოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, აუცილებლად გაუწევს რეკომენდაციას სხვას, თუ საჭირო ძალისხმევას ჩადებ მასთან ურთიერთობაში. ამგვარად, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ გაყიდვები ერთგვარი Brand Voice-ია. 

თავის მხრივ, სასიამოვნოა მუშაობა კომპანიაში, სადაც შენი საქმიანობა სათანადოდ შეფასებული და დაფასებულია, რის შესაბამისადაც საქმეს ყოველდღიურად დიდი სიყვარულითა და მოტივაციით აკეთებ. „ალიანს ჯგუფი “მაქსიმალურად ცდილობს, თანამშრომლებს მისცეს განვითარების, წინსვლის საშუალება და ფეხი აუწყოს სიახლეებს. გულწრფელად რომ ვთქვა, „ალიანსს “ ჩემს ოჯახთან ვაიგივებ და გაყიდვებისთვის დამახასიათებელი ინტენსიური ტემპის გათვალისწინებით, წარმოუდგენლად მიმაჩნია მუშაობა ისეთ კომპანიაში, რომელთანაც ემოციურ კავშირში არ ხარ. ჩვენი გუნდი საკმაოდ დიდია და ალბათ გამართლებაც არის, რომ ასეთი ტიპის ადამიანებმა ერთად მოვიყარეთ თავი.

როცა პროფესიასთან ამდენი წელია გაქვს შეხება და ჯერ კიდევ დინამიურად, მყარად აგრძელებ წინსვლას, ვფიქრობ, რომ წარმატების ფორმულა – საქმისა და კომპანიის სიყვარულის სინთეზით, ნაპოვნი გაქვს.

სალომე სიხარულიძე – „ალიანს ჯგუფის“ უფროსი გაყიდვების მენეჯერი.

New Balance-ის რიგით მე-3 ფილიალი City Mall Saburtalo-ში ოფიციალურად გაიხსნა

4 გზა ემოციურ სირთულეებთან გასამკლავებლად