in

მანქანები, რომლებმაც მე-20 საუკუნის აშშ-ის ავტოისტორია დაწერეს

ამერიკის საავტომობილო ისტორია შთამბეჭდავი და მოქნილი მანქანებით იწონებს თავს. შეიძლება ევროპული ავტოინდუსტრია უფრო დიდია, მაგრამ აშშ-ს თავის მხრივ უამრავი საინტერესო მოდელი ჰყავს შექმნილი, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. 

მე-20 საუკუნე, ისევე როგორც მთლიანი ინდუსტრიისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც ბობოქარი და დატვირთული იყო. ავტომწარმოებლებს ბევრ წარმატებასთან ერთად ბევრი წარუმატებლობაც განუცდიათ, თუმცა ისინი ხშირად უზრუნველყოფდა შემდგომ, სამომავლო წინსვლას. 

როცა ამ დროს თვალს ვავლებთ, ვხედავთ ინჟინრებს შორსმჭვრეტი სამომავლო ხედვით, ბრენდის ოსტატებს, რომლებიც ღრმად იხედებიან ეროვნულ ფსიქიკაში, აღვიძებენ ამერიკულ ძირითად ღირებულებებს თავისუფლების, თვითდაჯერებულობისა და პრაქტიკულობის შესახებ. ამერიკული მანქანების მოდელები მერყეობს კლასიკურობიდან სპორტულობამდე და მდიდრულ ავტომობილამდე. 

BUICK MODEL 10

ეს ერთ-ერთი პირველი ავტომობილია მე-20 საუკუნის ამერიკის ისტორიაში. როდესაც General Motors 1908 წლის შემოდგომაზე დაარსდა, მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა, უილიამ “ბილი” დურანტმა აშენა თავისი იმპერია. Buick 10 მისი პირველი მანქანა გახდა, სრულიად თეთრად შეღებილი სპილენძითა და ლამაზი მორთულობით, ის საკმაოდ დახვეწილ და პოპულარულ მოდელად იქცა. 

ოთხცილინდრიანი მოდელი 10-ის და მას შემდეგ გამოსული ყველა Buick-ის განმსაზღვრელი მახასიათებელი იყო მისი ზედა სარქვლის ცილინდრის თავი, რომელშიც ძრავა იყო განთავსებული და ეს საუკეთესო შესრულებას აძლევდა.

FORD MODEL T

სიმარტივე, შესრულება, სანდოობა – ეს იყო ჯადოსნური ინგრედიენტები, რომლებმაც ჰენრი ფორდის წარმატებული Model T დაამზადეს. ტექნიკური და კომერციული ტრიუმფი, რომელმაც არა მხოლოდ დემოკრატიზაცია მოახდინა მასების მართვისთვის, არამედ ამით დაეხმარა ამერიკის ლანდშაფტისა და კულტურის გარდაქმნას. ფერმები აღარ იყო დრამატულად იზოლირებული ერთმანეთისგან. ქუჩების დაგება დაჩქარდა და ქვეყნის საავტომობილო გზების ფართო ქსელის მშენებლობა სერიოზულად დაიწყო. ქუჩის განათება, საგზაო ნიშნები და გზისპირა ბიზნესების სრულიად ახალი ასორტიმენტი გაჩნდა, მათ შორის ახლა ყველგან გავრცელებული ბენზინგასამართი სადგური.

ფორდმა ასევე რევოლუცია მოახდინა ფართო ინდუსტრიაში ასამბლეის ხაზის წარმოებით, რამაც ხელი შეუწყო წარმოების დაჩქარებასა და ფასების დაწევას. გაყიდვების მატებასთან ერთად, ფორდი აწარმოებდა უფრო მეტ Model T-ს, ვიდრე 10 ავტომწარმოებლის პროდუქცია ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ GM-ის აღმასრულებელი დირექტორი ბილი დურანტი ცნობილი იყო, როგორც სრულყოფილი გამყიდველი, ჰენრი ფორდმა გაითქვა სახელი, როგორც ინჟინერმა შორი ხედვით. 

DODGE BROTHERS MODEL 30

ჯონ და ჰორას დოჯები იყვნენ საავტომობილო ნაწილების ძირითადი მიმწოდებლები ინდუსტრიული გიგანტი Ford-ისთვის. როდესაც ფორდს ფული გაუჭირდა და ვერ გადაიხადა, დოჯებმა კომპანიის აქციები მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ Dodges იყო Ford-ის წარმატების გადამწყვეტი ელემენტი, ისინი არც თუ ისე აღფრთოვანებულნი იყვნენ მოდელით T. მეტიც, ჯონ დოჯმა თქვა: „ოდესღაც ადამიანები, ვინც Ford-ს ფლობენ, მოისურვებენ ნამდვილ ავტომობილს“.

Model 30 იყო Dodge Brothers-ის იდეა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ეკონომიური ავტომობილი: კარგად აგებული, გამძლე მანქანა მეტი სიმძლავრითა და მეტი სტანდარტული მახასიათებლებით, ვიდრე Model T. მას 35 ცხენის ძალა ჰქონდა და 3-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი. იგი სრულად იყო აღჭურვილი ელექტრო განათებით, ტყავის გადასაკრავებით, ელექტრო სტარტერით, საქარე მინითა და სპიდომეტრით. მოდელი 30 1923 წელს გახდა პირველი, რომელმაც შესთავაზა საზოგადოებას მთლიანად ფოლადის საავტომობილო კორპუსი.

FORD MODEL A

1920-იანი წლების შუა პერიოდისთვის, ჰენრი ფორდისთვისაც კი ცხადი გახდა, რომ მის საყვარელ Model T-ს კონკურენტები აჭარბებდნენ თავისებურებებით ბაზარზე. ასე რომ, 1926 წელს კომპანიამ გადაწყვიტა მისი მემკვიდრის შექმნა.

1927 წელს 3800-ზე მეტი Model A გამოვიდა. ეკონომიური მანქანისთვის მოდელი A გამოირჩეოდა რამდენიმე იშვიათად ნანახი ინოვაციით, მათ შორის ოთხბორბლიანი ჰიდრავლიკური ბერკეტიანი ამორტიზატორებით, თვითრეგულირებადი ოთხბორბლიანი მექანიკური მუხრუჭებთა და ლამინირებული უსაფრთხოების შუშით. 1929 წლის 4 თებერვალს ფორდმა ააწყო თავისი მემილიონე მოდელი A.

CHRYSLER AIRFLOW

ამერიკული ავტოინდუსტრიის კიდევ ერთი საუკეთესო წარმომადგენელია 1934 წელს გამოსული Chrysler Airflow. მისი ძრავა მოთავსებული იყო წინა ღერძის ცენტრალურ ხაზზე და არა უკან. მას ჰქონდა საკმაოდ ძლიერი საყრდენი, დახრილი კორპუსი და ელეგანტური შესახედაობა მთლიანობაში.

CHEVROLET CORVETTE

როდესაც გასული საუკუნის ამერიკულ ავტომანქანებს ვიხსენებთ, CHEVROLET CORVETTE-ისთვის გვერდის ავლა დანაშაულის ტოლფასია. ის 1949 წელს გამოვიდა და ხშირად Jaguar XK-120-საც ადარებდნენ. მანქანას თავდაპირველად 150 ცხენის ძალა ჰქონდა, თუმცა 1955 წელს, როცა კონკურენტმა „ფორდმა” გამოაცხადა ორადგილიანი. Thunderbird-ის გამოშვება, სრულიად ახალი 195 ცხენის ძალის მქონე კორვეტი გამოვიდა. ეს იყო ამერიკელების ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი ავტომობილი, რომლის გაყიდვებიც მუდამ ზენიტს აღწევდა.

FORD MUSTANG

და დღეისთვის ბოლო მანქანა, რომლის გარეშეც ეს სტატია უბრალოდ დასრულების საშუალებას თავად არ მოგვცემს, რაღა თქმა უნდა, FORD MUSTANG-ია. მეორე მსოფლიო ომის მოიერიშე თვითმფრინავის სახელის პატივსაცემად დარქმეული Mustang ჰენრი ფორდ II-მ წარადგინა 1964 წლის მსოფლიო გამოფენაზე. ამერიკამ ის მიიღო, როგორც სრულიად ახალი კონცეფციის საშუალოფასიანი, 4-ადგილიანი ავტომობილი სპორტული პროფილით. 

Mustang-ის მნიშვნელობა ამერიკის საავტომობილო ისტორიაში შეუფასებელია. მან მოიგო უთვალავი რბოლა, დაამყარა რეკორდები დრაგ-რბოლაში და თითქმის 10-მილიონიანი გაყიდვების შემდეგ დღესაც ბევრის გულს იგებს.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

რეალურ მაგალითებზე დაყრდნობილი 5 გაკვეთილი კონტენტ მარკეტინგის შესახებ

5 საუკეთესო ნოუთბუქი ნებისმიერი საქმიანობისთვის