in

ჩაის ახალი რიტუალი მეამასგან

ჩაის მდიდარი ისტორია და კულტურა აქვს, სწორედ ამიტომ ეს სასმელი ყოველი ადამიანისთვის გარკვეულ რიტუალთან ასოცირდება.

ჩვენ ჩაის უამრავ სახეობას ვიცნობთ, როგორც კლასიკური, ასევე არომატული გემოების შემთხვევაშიც.

მრავალფეროვანია ჩაის მომზადების მეთოდებიც, თუმცა დღეს, როცა ასე მნიშვნელოვანია დრო და პრაქტიკულობა, მეამა გთავაზობთ არომატული ჩაის მომზადების მარტივ, ინოვაციურ და უფრო მოსახერხებელ მეთოდს.


და რაც მთავარია – გემოებს, რომელიც შენს ყოველდღიურობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის.

მეამას ახალი პროდუქტი, ჩაის კაფსულა, უკვე კომპანიის გაყიდვის არხებში ხელმისაწვდომია – საწყის ეტაპზე 7 უნიკალური არომატის დაგემოვნება შეგიძლია – მათ შორის: შავი და მწვანე კლასიკური ჩაი,  შავი და მწვანე ერლ გრეი და შავი ჩაის 3 არომატი – მანგო კარაბაო, კრემ ბრულე და შოკოლადის ფილა. თითოეული ნაზავი მეამას ტექნოლოგების მიერ უნიკალური რეცეპტურით  შეიქმნა. ამასთან, მეამა პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ჩაი კაფსულაში მოათავსა.

რატომ კაფსულა?

პასუხი ჩაის შემთხვევაშიც იგივეა – კაფსულა შეფუთვის ინოვაციური მეთოდია, რომელიც ჰერმეტულად იცავს ჩაის გემოსა და ხარისხს, შენ კი იღებ განმეორებად არომატულ გემოს მხოლოდ ერთ წუთში, მარტივად – ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.

მეამას ჩაის კაფსულები თავსებადია ამერიკული ფორმატის აპარატზე (51მმ), რომლითაც ასევე შეგიძლია მეამას ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებით არომატული ყავა მოიმზადო.

“მეამას ჩაის თითოეული გემო დღის ნებისმიერ მონაკვეთს უფრო არომატულს და გამორჩეულს ხდის, მრავალფეროვანი არჩევანი კი გიმარტივებს შენი ფავორიტის აღმოჩენას.

მეამას სივრცეებში კი მსურველები ჩაის დაგემოვნებას და მისთვის საყვარელი სახეობის აღმოჩენას შეძლებენ.

ჩაის მომზადების ახალი გამოცდილება არის სიახლე, რომელსაც მეამა ამკვიდრებს საქართველოში”.

შეუკვეთე და დააგემოვნე ჩაის უნიკალური არომატები.

 

[პარტნიორის კონტენტი]

OpenAI-ის უახლესი მოწყობილობის მოტყუება ძალიან ადვილია

ანუკ ბელუგა – მხატვარი, რომელიც შემოქმედებას გააზრებულ პროცესს უწოდებს