in

2025 წელი MEAMA Collect-ისთვის ინოვაციების, გაფართოებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების წელი აღმოჩნდა

2025 წელი MEAMA Collect-ისთვის ინოვაციების, გაფართოებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების წელი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ბრენდი აქტიურად მუშაობდა, რომ მომხმარებლებისთვის არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სასმელები შეეთავაზებინა, არამედ ინსპირაციული გარემო შეექმნა, სადაც ყოველდღიური რუტინა სასიამოვნო გამოცდილებად იქცეოდა.

წლის განმავლობაში მეამა ქოლექთის არაერთი კონცეფციის სივრცე თბილისისა და რეგიონის მასშტაბით კიდევ 30-მდე ახალ ლოკაციაზე მასპინძლობს მომხმარებელს.

MEAMA Collect-ის იდეა – იყოს ყველგან და ყველასთვის, წელსაც იგივეა, რაც მეამას ფილოსოფიას ეფუძნება. კაფსულაზე აგებული ეს კონცეფცია, აერთიანებს საუკეთესო სასარგებლო თვისებებსა და გამორჩეულ გემოვნურ მახასიათებლებს — მაქსიმალურად უსაფრთხო, პრაქტიკულ და ხელმისაწვდომ ფორმაში.

ასორტიმენტი ყოველდღიურად იზრდება არამხოლოდ ყავისა და ჩაის მიმართულებით, არამედ სხვადასხვა შინაარსის პროდუქტით – იქნება ეს საბავშვო სასმელის,  ელექტროლიტების,  ვიტამინისა თუ ენერგეტიკული სასმელის ჯანსაღი ვერსიის ფორმით.

მეამას იდეის მომხმარებელთან მიტანას კი კომპანია კიდევ უფრო მეტი არხით აგრძელებს. ბიზნესის დინამიური სტრუქტურა მოიცავს, როგორც ტექნიკურ სიახლესა და ინოვაციას დანადგარებისა და სასმლის აპარატების სახით, ასევე მუდმივად განახლებად სასმელის ასორტიმენტს ყველა ამინდის, განწყობის თუ გემოვნების შესაბამისად.

ახალი პროდუქტის რაც შეიძლება ხშირად შექმნა და უკუკავშირის მიღება, გვაძლევს საშუალებას ეს პროცესი ორმხრივი და ღია გავხადოთ ჩვენსა და მომხმარებელს შორის და შესაბამისად, ბრენდის ცნობადობაც მზარდი და მოთხოვნადი ხდება.

2025 წლის დასაწყისში  ფრენჩაიზის პროექტი ჩაეშვა, რამაც MEAMA Collect-ის რეგიონებსა და თბილისის მასშტაბით ახალ ლოკაციებზე ექსპანსიას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ფრენჩაიზის პროექტი განსაკუთრებულად ეფექტური აღმოჩნდა რეგიონებში, სადაც მზარდი, სწრაფად განვითარებადი ბრენდებისა და პროდუქტის ხელმისაწვდომობა მომხმარებლისთვის შედარებით დაბალია, მაგალითად- მცხეთაში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში.

პარტნიორული ბიზნეს მოდელი დაინტერესებულ ბიზნესებსა თუ კერძო პირებს  ნებისმიერ  სივრცესა და საჭიროებაზე მორგებულ კონცეფციას სთავაზობს.

კუნძული – მცირე ინვესტიცია, უნიკალური დიზაინი და სწრაფი ინსტალაცია – იდეალურია მოლებისთვის, ოფისებისთვის და უნივერსიტეტებისთვის.
ჩაშენებული –  სრულყოფილად ერწყმის ქალაქის ინფრასტრუქტურას და მომხმარებელს აწვდის სწრაფ და ხარისხიან სერვისს.
კონტეინერი – იდეალურია გარე სივრცეებისთვის, რადგან საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი გადაადგილება, რაც მას განსაკუთრებით გამოსადეგს ხდის სეზონურ ან დროებით ლოკაციებზე.
სანაპირო – ეს უნიკალური კონცეფცია გათვლილია ზაფხულის სეზონზე. ზღვისპირა, რეკრეაციული, მრავალფეროვანი სასმელით.
მეამა სფეისი – ჰიბრიდული ფორმატი აერთიანებს მეამა სფეისსა და მეამა ქოლექთს ერთ კონცეფციაში. მომხმარებელს სთავაზობს სრულ ასორტიმენტს და მოსასვენებელ სივრცეს.

ფრენჩაიზის პროექტმა MEAMA Collect აქცია მარტივად მასშტაბირებად და ინვესტიციისთვის მიმზიდველ ბიზნეს მოდელად. ბიზნესის სამართავად კომპანიისგან სრული მხარდაჭერა აქვთ შერჩეულ პარტნიორებს – ოპერაციული მართვის სისტემა, პროგრამული და მარკეტინგული მხარდაჭერა, ტრენინგები, ხარისხის კონტროლი და მუდმივ დამუშავების პროცესში მყოფი სტრატეგია, მაქსიმალური ეფექტისთვის.

ეს არ არის მხოლოდ კომერციული მიზანი, არამედ ბიზნესის ფილოსოფია, რომელიც ასახავს ბრენდის სურვილს, იყოს ყველგან, სადაც ადამიანები არიან.

2026 წელს MEAMA Collect კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ხარისხს, ინოვაციასა და ადამიანებს – რადგან საუკეთესო სასმელი ყოველთვის ემოციით იწყება.

ვგეგმავთ გაფართოებას ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბით, ძვირფასი მომხმარებლის შენარჩუნებას და ახლის დამეგობრებას, არსებული და ახალი პროდუქტის საუკეთესო ვერსიების შექმნას.

MEAMA Collect გილოცავთ ახალ წელს!

[პარტნიორის კონტენტი]

ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს კახეთში სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს

როგორ იქცა ქართველი მეწარმის, ჯორჯ კობის იდეა დღესასწაულად – „შენ ამას შეძლებ. შესაძლებლობები უსაზღვროა”