ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როცა ჩვენს ყოველდღიურობაში პატარ-პატარა ძვირფას მომენტებს ან საინტერესო და ლამაზ ადგილებს ვეღარც კი ვამჩნევთ. ან არც არასოდეს შეგვინიშნავს, იმიტომ რომ ყურადღება არ მიგვიქცევია. არა და, თუნდაც, ერთმა ასეთმა ლოკაციამ ან საინტერესო ადგილმა, რამდენი დადებითი ემოცია შეიძლება გამოიწვიოს?! – მაგალითად, ქალაქის ძველმა ქუჩებმა, შენობებმა, სანაპიროზე სეირნობამ მოგვიტანოს ბედნიერება, სიხარული, სიმშვიდე და კიდევ ძალიან ბევრი ემოცია. დიდ და მძაფრ ემოციებს ჩვენს ცხოვრებაში ხომ სწორედ პატარა მომენტები ქმნის. ზუსტად ამ „ინსაითებზეა“ აგებული „მეამა ქოლექთის“ ახალი კამპანია. ბრენდის მარკეტინგული პროექტების ხელმძღვანელი თამარ დემეტრაშვილი გვიყვება, რომ მათი მთავარი მიზანი იყო, ბათუმსა და ქუთაისში, მომხმარებლებისთვის დადებითი ემოციები მიენიჭებინათ და თან ახალი, საინტერესო ადგილების აღმოჩენაში დახმარებოდნენ. ეს კი იმიტომ, რომ „მეამა ქოლექთის” ახალი ობიექტები უკვე ქუთაისსა და ბათუმშიც გაიხსნა და მომხმარებელს ყავისა და ჩაის არომატულ კოქტეილებთან ერთად, განსაკუთრებული ემოციების შეგროვებასაც ჰპირდება.
„მართალია, ტექნოლოგიები ვითარდება და „მეამაც“ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიაა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ადამიანია. ამიტომ, მნიშვნელოვანია თითოეული მათგანის განცდები. ხშირად, ეს ემოციები ჩვენს ირგვლივ გამორჩეულ ადგილებს, ან თუნდაც პატარა მომენტებს მოაქვთ, რომლებსაც, შეიძლება, ვეღარც კი ვამჩნევთ. ამის გამო გადავწყვიტეთ, ემოციები და ლოკაციები გაგვეერთიანებინა და მათი დახმარებით, ბათუმსა და ქუთაისში შესვლისთანავე, მომხმარებლებისთვის დადებითი ემოციები გაგვეზიარებინა. კამპანიის მთავარი გზავნილიც ეს არის – „შეაგროვე ემოციების ნაკრები შენს საყვარელ ქალაქში“.
ამ ქალაქებში „მეამა ქოლექთი“ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. უნიკალური კონცეფციის Takeaway ობიექტი თავის მომხმარებლებს ყავისა და ჩაის არომატულ კოქტეილებს სთავაზობს. დღეს კი, ბათუმში 2 „მეამა ქოლექთი“, ქუთაისში 1 ბრენდული სივრცე და „მეამა ქოლექთის“ 2 ობიექტია. ბათუმში ასევე ემატება „მეამა ქოლექთის“ ორი ახალი ობიექტი და 1 ბრენდული სივრცე. მათი რიცხვი სხვადასხვა ქალაქში კიდევ გაიზრდება.
კამპანია სხვადასხვა მიმართულებით გაიშალა – შეიქმნა ვიდეო რგოლები ბათუმსა და ქუთაისზე, სპეციალური ვებპლატფორმა, უნიკალური ტიპოგრაფია და სიმღერები ამ ორი ქალაქის შესახებ. მოკლედ, ქუთაისსა და ბათუმში დადებითი ემოციების შესაგროვებლად ყველაფერი მზადაა – არომატული თავგადასავალის საწყისი წერტილი კი ბათუმისა და ქუთაისის „მეამა ქოლექთის“ ობიექტებია.
უფრო მეტს, ამ კამპანიაზე, თამარ დემეტრაშვილისგან გავიგებთ:
„გადავწყვიტეთ, გაგვეხსენებინა 10 ყველაზე დადებითი ემოცია, რომლებიც ზაფხულთან და იმ ქალაქებთან ასოცირდება, სადაც „მეამა ქოლექთი” გამოჩნდა. რა ემოციები გვანიჭებენ იმის განცდას, რომ ჩვენი საზაფხულო თავგადასავალი მართლაც უნიკალურია და არასდროს დაგვავიწყდება? დავსხედით მთელი გუნდი, დავიწყეთ ჩვენს გამოცდილებებზე საუბარი და ასე, ნელ-ნელა, მივედით იმ 10 ემოციამდე, რომლებზეც ჩვენი კამპანია აეწყო. მას შემდეგ, რაც დადებითი ემოციების ნაკრებზე შევჯერდით, ბათუმსა და ქუთაისში შევარჩიეთ 10-10 უნიკალური ლოკაცია და მათ ემოციები მივუსადაგეთ. მაგალითად, ბედნიერებას შევუსაბამეთ ზღვის სანაპირო და იქ საღამოს, მზის ჩასვლისას სეირნობა. ასევე, ცოტა ბავშვური, ლაღი ემოციებიც გამოვიტანეთ, რომლებიც ზრდასრულობის ასაკში, სამწუხაროდ, გვავიწყდება ხოლმე. მაგალითად, იმაზე ვფიქრობდით, ბოლოს როდის ვირბინეთ მეგობრებთან ერთად, როდის ვითამაშეთ „დახუჭობანა” და ა.შ. ასე გაჩნდა იდეა, რომ გვქონოდა ემოცია „მხიარულება” და კლიპშიც ბავშვური ხალისით აღსავსე მომენტები ავსახეთ. ორივე ქალაქში ერთი და იგივე ემოციები გვაქვს, ბუნებრივია, განსხვავებული ლოკაციებით. კამპანიის მთავარი „ინსაითია“, ადამიანებს დადებითი ემოციები გავუზიაროთ და დავეხმაროთ ამ შეგრძნებების პოვნაში. ბათუმსა და ქუთაისში რომ შევდიოდით, ბუნებრივია, წინასწარ შევისწავლეთ სიტუაცია, ის, თუ რა სურთ, რა უხარიათ, რა სჭირდებათ ადგილობრივ მომხმარებლებს. აღმოჩნდა, რომ ამ ქალაქებში ძალიან უყვართ ფეხით სეირნობა და არის უამრავი ადგილი, ნამდვილად დადებითი ემოციებით რომ ავსებს ადამიანს. „მეამა ქოლექთის“ (რაც ამ დროისთვის არის ორივე ქალაქში) კონცეფციაც ხომ ეს არის – გაიყოლო არომატული ყავა ყველგან, სადაც არ უნდა მიდიოდე. ანუ ჩვენი მომხმარებელია ადამიანი, ვინც ქალაქში ხშირად გადაადგილდება, უყვარს გემრიელი ყავა და ცდილობს მიიღოს მეტი დადებითი მომენტი თავისი დღისგან. სწორედ ეს კომპონენტებია შერწყმული „მეამა ქოლექთის” ახალ საზაფხულო კამპანიაში.
როგორ უნდა ჩაერთონ, მსურველები, კამპანიაში, როგორ უნდა მოაგროვონ ემოციები?
თამარ დემეტრაშვილი: საწყისი არის „მეამა ქოლექთის“ ობიექტები. როგორც კი ყავას ან ყავის კოქტეილს შეიძენთ, შეგიძლიათ აირჩიოთ „მეამა ქოლექთის“ ახალი სტიკერები, რომლებზეც 10 სხვადასხვა ემოციაა დატანილი. ჭიქაზე აღმოაჩენთ QR კოდს, რომლის საშუალებითაც გადადიხართ კამპანიის ვებგვერდზე, სადაც თითოეულ ემოციას კონკრეტული ლოკაცია შეესაბამება. აქვე, რუკაზე ნაჩვენებია ეს ადგილი და იქამდე მისასვლელი გზა. ემოციებს მხოლოდ „მეამა ქოლექთის“ ობიექტზე არ დავარიგებთ, გვაქვს ციფრული ვერსიებიც, რომ სხვადასხვა სოციალურ ქსელში ვიდეოების გადაღებისას, მომხმარებლებმა ამ ემოციების გაზიარება შეძლონ. ამ ყველაფერს ემატება, კამპანიისთვის შექმნილი სიმღერებიც. ახლა ხომ ყველას ძალიან გვიყვარს ემოციების გაზიარება ე.წ Reels-ის ან Stories მეშვეობით. გვინდა, ამ კამპანიას მაქსიმალური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ დადებითი ემოციები.
emotions.meamacollect.ge-ზე, ჩვენი შერჩეული ემოციებისა და ლოკაციების გარდა, არის მომხმარებელთა გვერდიც, ანუ შეგიძლიათ, თქვენთვის გამორჩეული ადგილი და შესაბამისი ემოცია დაამატოთ და გაუზიაროთ სხვებს. ასე რომ, იქნება ორი კრებული – „მეამა ქოლექთისგან“ გაზიარებული და თქვენი შერჩეული ემოციები და ლოკაციები.
ამ კამპანიის ფარგლებში, ბათუმში ყველასთვის ნაცნობ ადგილებში შეგხვდებათ ლაითბოქსები, რომლებიც მიგინაშნებენ თუ რამდენ ყლუპშია შენგან „მეამა ქოლექთის“ ობიექტები. ყლუპმა თუ გაგაკვირვათ – ეს „მეამა ქოლექთის“ საზომი ერთეულია. „მეამა ქოლექთის“ სიყვარული ხომ სწორედ ერთი ყლუპიდან იწყება. ამ კამპანიის მთავარი აზრი, როგორც უკვე აღვნიშნე, მუდმივად ახალი ემოციებისა და ადგილების ძიებაში მდგომარეობს. გვინდა, ქუთაისსა და ბათუმში მომხმარებლებმა იცოდნენ, რომ თითოეული მათგანის სურვილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ვიდეოებსა და შექმნილ სიმღერებზეც გვიამბეთ . . .
ქუთაისსა და ბათუმში გადავიღეთ 2 ვიდეორგოლი. ორივე არის ვერტიკალური ფორმატის. დღეს მობილურ ტელეფონებს რადგან ყველაზე აქტიურად ვიყენებთ, გადავწყვიტეთ ემოციების გასაზიარებლად და მაქსიმალურად კომფორტული გამოცდილების შესაქმნელად ვერტიკალური ფორმატი აგვერჩია. ახლა რაც შეეხება თავად ვიდეოებს – აქაც მთავარი ემოციების შეგროვებაა.
ქუთაისში გადაღებული რგოლის მთავარი პერსონაჟები მეგობრები არიან, რომლებიც მთელი დღე ქალაქის სხვადასხვა წერტილში სეირნობენ, აგროვებენ „მეამა ქოლექთის“ ემოციებს, ამ ყოველივეს ვიდეოებსა და ფოტოებში ასახავენ, დღის ბოლოს კი, სასიამოვნოდ დაღლილები, ბედნიერად იხსენებენ მათ. ბათუმში გადაღებული ვიდეოს მთავარი პერსონაჟი კი დადის ქალაქის ქუჩებში, კამპანიისთვის სპეციალურ შერჩეულ ლოკაციებზე. თითოეული ადგილიდან ინახავს სამახსოვრო ნივთს, ბოლოს კი 10 ნივთი და ამ ნივთებიდან მიღებული 10 სხვადასხვა ემოცია უგროვდება.
კამპანიისთვის შექმნილ ვიდეო რგოლებს განსაკუთრებულს ხდის სპეციალურად მათთვის დაწერილი სიმღერები. მუსიკასა და ტექსტზე არაჩვეულებრივმა მუსიკოსებმა ნინი ნუცუბიძემ, Janngo-მ (მარიამ ჯანჯღავა) და გიორგი გიგაშვილმა იმუშავეს. ერთი სიმღერა ეძღვნება ბათუმს, მეორე – ქუთაისს. ქუთაისის სიმღერის ტექსტში, რომელიც ინგლისურ და ქართულ ენებზეა, ცნობილი ქართული სიმღერიდან და ფრაზებიდან ჩანართებიც არის. ჯერ ვიდეორგოლები გამოვა, შემდეგ, ცალკე, სინგლის სახით. სიმღერები ყველასთვის ნაცნობ პლატფორმებზე განთავსებდა, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც დადებითი ემოციების შეგროვების დრო მოვა ეს მელოდიები შენთვის კომფორტულ და საყვარელ პლატფორმაზე გეგულებოდეს. იმედი გვაქვს, ორივე ქალაქი შეიყვარებს ამ სიმღერებს და მათი საზაფხულო ისტორიის თანამგზავრი გახდება.
ვინ იმუშავა კამპანიაზე?
„მეამას“ მარკეტინგის გუნდში ძალიან გვიყვარს კამპანიებზე ერთობლივი ფიქრი და მუშაობა. ასე მოხდა „მეამა ქოლექთის“ საზაფხულო კამპანიის დაგეგმვისა და აღსრულების შემთხვევაშიც. კრეატიული კონცეფციიდან დაწყებული, ვიზუალური სტილის შემუშავებით დამთავრებული – ყველაფერი ჩვენს შიდა „თიმში“ „მოიხარშა“. მოკლედ, გუნდის თითოეულმა წევრმა, როგორც ყოველთვის, დიდი შრომა ჩადო ამ კამპანიაში. თუმცა, შედეგით ალბათ ასეთი კმაყოფილი არ ვიქნებოდით, რომ არა ჩვენი მეგობარი კომპანიები და ადამიანები, რომლებმაც ჩვენს იდეებს ფრთები შეასხეს.
შემუშავებაც დავიწყეთ. მოკლედ, ვიდეო ფროდაქშენის მიმართულებით ქართულ სარეკლამო სააგენტოსთან ADvan ვითანამშრომლეთ. ADvan-ის გუნდმა სრულფასოვნად გაიზიარა „მეამა ქოლექთი“ საზაფხულო კამპანიის კონცეფცია და შედეგად, შეიქმნა ისეთი ვიდეოები, რომლებიც ქუთაისისა და ბათუმის ხასიათს იდეალურად ასახავს.
სპეციალურად ამ პროექტისთვის, შევქმენით ახალი ტიპოგრაფიაც, რომ კარგად გადმოგვეცა ის ხასიათი თუ ემოცია, რომელსაც „მეამა ქოლექთის“ ახალი კამპანია ატარებს. ტიპოგრაფიაზე იმუშავა გრაფიკოსმა და ტიპოგრაფმა ფაქიზი-მ.
რას მისცემს ეს კამპანია „მეამა ქოლექთს“ როგორც ბრენდს?
„მეამა ქოლექთი“ კიდევ სხვა ქალაქებშიც გაიხსნება და ყველგან სადაც შევდივართ გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებელს უნიკალურ ყავისა და ჩაის კოქტეილებთან ერთად, ბევრი სამახსოვრო მომენტი შევუქმნათ. არომატული ყავა ყველა სიტუაციას უხდება და ყოველდღიურობას უფრო სასიამოვნოს ხდის. „მეამა ქოლექთი” კი ყავასთან და ყავის კოქტეილებთან ერთად, ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებასაც აძლევს. ბრენდის სლოგანია „სიყვარული ერთი ყლუპით” და სწორედ ამისკენ მივდივართ ჩვენც – გვინდა ყველამ გამოცადოს სიყვარული ერთი ყლუპით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ადამიანებმა უფრო მარტივად მიიღონ დადებითი ემოციები.
[