მეამა ქოლექთი მთაში — ახალი კონცეფციის პირველი ობიექტი ბაკურიანში ე. წ. 25-იანების მიმდებარედ გაიხსნა. ტურისტებს და ადგილობრივ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის შემდეგ, უკვე მთის კურორტზეც დააგემოვნონ მეამა ქოლექთის ყავისა და ჩაის უნიკალური სასმელები.
მეამა ქოლექთის ობიექტი ბაკურიანში კონტეინერის კონცეფციისაა და არსებულებისგან განსხვავებული ვიზუალით გამოირჩევა. მისი საინტერესო დიზაინი, ისევე, როგორც მეამას სათავო ოფისი, ბრენდული სივრცეები და ქოლექთის სხვა ობიექტები, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.
ბაკურიანის ქოლექთში ყავის და ჩაის სასმელებთან ერთად, უკვე 5 სხვადასხვა სახეობის სენდვიჩის დაგემოვნებაა შესაძლებელი. განახლდა ასევე სასმელების მენიუ და მას ახალი, სეზონური, ცხელი კოქტეილებიც დაემატა.
გარდა ამისა, ბაკურიანის მეამა ქოლექთში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მეამას ყავისა და ჩაის კაფსულები.
მეამა ქოლექთი ბაკურიანში სეზონურად, ყოველდღე დილის 10:00-დან საღამოს 22:00 საათამდე უმასპინძლებს მომხმარებლებს.
[პარტნიორის კონტენტი]