in

გუნდი, რომელიც განსხვავებული ხედვებით და ინოვაციური იდეებით ქმნის „მეამას“

ქართული კომპანია „მეამა“, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას, ინოვაციური სიახლეებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას სთავაზობს აქტიურად ფართოვდება და შესაბამისად დასაქმების სექტორში კონკურენტულ გარემოს ქმნის. პანდემიის პირობებში კი ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კომპანიის HR-ს მარიამ მებურიშვილს დავუსვით ჩვენთვის და ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის საინტერესო კითხვები.

„მეამა“, დაახლოებით, წელიწადნახევარია ბაზარზეა. ამ პერიოდის განმავლობაში,კომპანიამ 300-მდე სამუშაო ადგილი შექმნა. რას სთავაზობთ თანამშრომლებს, რა პირობები, რა უპირატესობები აქვთ მათ თქვენს კომპანიაში? 

მარიამ მებურიშვილი: კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეში, სწრაფად განვითარებად გარემოში და  მეგობრულ გუნდში მუშაობა, ეს არის ის რასაც „მეამაში“ დასაქმებულ ადამიანებს ვთავაზობთ. კომპანია სწრაფად იზრდება და ვითარდება, რაც ჩვენს თანამშრომლებს ახალი უნარების შეძენის და განვითარების  შესაძლებლობას აძლევს. „მეამაში“ მუდმივად მზად ვართ სიახლეებისა და  გამოწვევებისთვის. ჩვენი კომფორტული და თანამედროვე ღია სამუშაო სივრცე გვეხმარება კრეატიული იდეების სწრაფად გაცვლაში, მარტივ კომუნიკაციაში და ამ ყველაფრის შედეგად ვიღებთ იმ ინოვაციებს, რომელსაც უკვე მომხმარებელი ხედავს.

როგორ არჩევს „მეამა“ მომავალ თანამშრომლებს? როგორ კადრებს ანიჭებთ უპირატესობას და რის მიხედვით ირჩევთ თანამშრომლებს? 

თანამშრომლის შერჩევისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი პროფესიონალიზმი და ენთუზიაზმი. კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანები, განსხვავებული ხედვით და იდეებით ქმნიან „მეამას“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლები იზიარებდნენ ჩვენი კომპანიის კორპორაციულ კულტურას და სწორედ ასეთი ადამიანების დასაქმება, როგორც თბილისში, ასევე იმ რეგიონებში, სადაც „მეამა“ სივრცეებს და ქოლექთებს ხსნის, უმნიშვნელოვანესია. ამჟამად აქტიურად ვაწარმოებთ თანამშრომლების შერჩევას ქუთაისსა და ბათუმში, რადგან სწორედ ამ ორ ქალაქში გამოჩნდება „მეამა“ უახლოეს მომავალში.

ზოგადად კი ვეძებთ და ვარჩევთ ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, ფასეულობებს, მუდმივად ეძებენ სიახლეებს და ახალ გამოცდილებას, აქვთ საინტერესო პროექტების შექმნის სურვილი, მოტივაცია და ენთუზიაზმი.

Photo Credit: გიორგი მამასახლისი

როგორც ახსენეთ, მალე ბათუმსა და ქუთაისში იხსნება „მეამას“ ობიექტები. რატომ შეარჩიეთ ეს ქალაქები კომპანიის განვითარებისთვის?

როგორც უკვე აღვნიშნე . უახლოეს ერთ თვეში „მეამას“ ვიხილავთ უკვე ქუთაისსა და ბათუმში, იქ სადაც ჩვენს პროდუქტზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა და დაინტერესებაა. Ამ ორ ქალაქში გაიხსნება, როგორც „მეამას“ სივრცეები, ასევე ჩვენი განსხვავებული კონცეფციის ე.წ. Take away ობიექტები – „მეამა“ ქოლექთი.

ამ ეტაპზე, სწორედ ამ ქალაქებში მიმდინარეობს კადრების შერჩევა, ყველა იმ პოზიციაზე, რაც „მეამას“ სრულფასოვანი სამუშაო პროცესის შექმნისთვის არის საჭირო. ძალიან სასიამოვნო და მოტივირებულ ახალგაზრდებთან გვქონდა გასაუბრება და ვაგრძელებთ შერჩევის ეტაპებს, დარწმუნებული ვარ მათი ჩვენს გუნდში შემოერთება, ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ერთწლიანი არსებობის მანძილზე, ძირითადად, რა პროფესიის ადამიანებზე გაქვთ მოთხოვნა?

„მეამამ“, ადგილობრივ ბაზარზე წინ წამოწია და ახალგაზრდებში პოპულარული გახადა ისეთი პროფესიები, როგორებიცაა: ყავის ტექნოლოგია, ჩაშენებული სისტემების ინჟინერია, მექანიკისა და ელექტრო ინჟინერია. სხვადასხვა ქვეყნებში გადავამზადეთ ყავის ტექნოლოგები და დღეს უკვე „მეამაში“ გყავს მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგები, რომლებიც ქმნიან „მეამას“ პროდუქტებს, ამით კი შრომით ბაზარზე  ახალი პროფესიების დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს.

„მეამა“ არის კომპანია, სადაც მაღალტექნოლოგიურად  იქმნება, როგორც ყავისა და ჩაის კაფსულების მრავალფეროვანი პროდუქცია, ასევე გაყიდვის თანამედროვე არხები. ჩვენმა ახალგაზრდა ინჟინრებმა შექმნეს „მეამას“ გაყიდვის ისეთი ინოვაციური არხები, როგორიცაა თანამედროვე ვენდინგ მანქანა: დროფერი და აუთდროფერი, ყოველივე ეს კი „მეამას“ ინტელექტუალური საკუთრებაა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

„მეამა“ საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო სამსახურია სტუდენტებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი ბრენდული სივრცე და „მეამა“ ქოლექთი, სადაც მოქნილი გრაფიკი მათ სწავლისა და განვითარების უამრავ შესაძლებლობას აძლევთ. შიდა როტაციები და სწავლასთან სამსახურის შეთავსება  ის პირობებია, რაც სტუდენტებისთვის ძალიან მომხიბვლელია.  ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თანამშრომლებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი სწავლასა და განვითარებაში.

Photo Credit: გიორგი მამასახლისი

რა უპირატესობა აქვს „მეამაში“ მუშაობას?

„მეამას“ თითოეული თანამშრომელი, ჩვენთან ერთად გადის წარმატების გზას და ქმნის მაღალი სტანდარტის კომპანიას, რომელიც ყავის ინდუსტრიაში, როგორც საქართველოში ასევე მის საზღვრებს გარეთ აუცილებლად დაიმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს, ყოველივე ეს კი ჩვენთვის ძალიან საინტერესო და ემოციებით სავსე პროცესია.

„მეამა“ არის საერთო ღირებულებებით, ხედვებით და ფასეულობებით გაერთიანებული ადამიანების გუნდი, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან სიახლეს საქართველოში. უშუალო, თავისუფალი და კომფორტული გარემო თითოეული ჩვენგანისთვის კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობაა, ეს ყველაფერი კი „მეამაში“ ყოველ დღეს განსხვავებულს და საინტერესოს ხდის.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ანიმესა და მულტფილმის პერსონაჟებისთვის უფრო რეალური ვიზუალის მისაცემად ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს

როგორ მოქმედებს ტექნოლოგიები ჩვენს “ბიოლოგიურ საათზე”?