რატომ #მეამაყება და რატომ ახლა? – „მეამაში“ ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გააჟღერონ და დააფასონ ის ძირითადი ფასეულობები, რაზეც საქართველოს იდენტობა დგას – მრავალსაუკუნოვანი ისტორია, კულტურა და დამწერლობა.
„ეს ღირებულებები, თითოეულ ჩვენგანს ეამაყება. ვთვლით, რომ არამარტო 26 მაისს, არამედ ყოველ დღე უნდა გვახსოვდეს, როგორ მოვედით აქამდე, როგორ შევინარჩუნეთ ჩვენი თვითმყოფადობა. უნდა ვისწავლოთ ამის დაფასება და რაც მთავარია, ქართულმა ბიზნესმა ხელი შევუწყოთ ამ ფასეულობების გამყარებას ჩვენი საქმიანობით“.
„მეამასთვის“ მნიშვნელოვანია ეს დღე. თვლიან, რომ თავიანთი წარმოებით მხარს უჭერენ საქართველოს განვითარებას, პროგრესს და წინსვლას საერთაშორისო ასპარეზზე.
„მეამა“ ყავის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც სრულიად ქართულ, მაღალტექნოლოგიურ პროდუქტს – კაფსულის ყავას აწარმოებს. საქართველოში ხდება ყავის წარმოების მთლიანი ციკლი: ნედლი, მწვანე მარცვალი იხალება, იფქვება და ის უნიკალური გემოები იქმნება, რომელიც ქართველი მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებითაა შემუშავებული.
კამპანიის განხორციელების არეალადაც სწორედ ის ტერიტორია აირჩიეს, სადაც განთავსებულია „მეამას“ გაყიდვის ინოვაციური არხი – დროფერი. ამბობენ, რომ მას, მსოფლიო მასშტაბით, ანალოგი არ მოეძებნება და ის საქართველოში „მეამაში“ შეიქმნა.
„მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, საქართველოში წარმოებული, ქართული ყავა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ინტერაქციული, სხვადასხვა თემატური ვიზუალის მქონე ჭიქებით მიირთვას და ჩვენთან ერთად გაიზიაროს 26 მაისის ემოცია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. იამაყე – საკუთარი ქვეყნით!“
[R]