in

„მეამა“ მომხმარებელს განსხვავებული კონცეფციის Pop-up სივრცეებს სთავაზობს

კაფსულის ყავის მწარმოებელი ქართული ბრენდი „მეამა“, ახალი, Pop-up სივრცეებით, „აგროჰაბის“ თბილისის ფილიალებში და გლდანის „სითი მოლში“ გამოჩნდა. ახალი სივრცე, უახლოეს მომავალში, გაიხსნება ბათუმის „აგროჰაბშიც“. კომპანიაში ამბობენ, რომ ეს არ არის გაყიდვის სტანდარტული წერტილები და სურთ, ამ განსხვავებული კონცეფციის სივრცეებში მომხმარებელს გაუზიარონ გამოცდილება და გააცნონ თუ რა არის კაფსულის ყავა და  რა უპირატესობები აქვს მას.

bog
bog-mob

„მეამა“ საქართველოს ბაზარზე ერთი წლის წინ გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს ყავის განსაკუთრებულ გემოებს და ინოვაციურ მომსახურებას სთავაზობს, შესაბამისად  საზოგადოების ინტერესი ძალიან მალე გამოიწვია. „მეამას“ შენობა, სადაც განთავსებულია, როგორც საწარმოო, ასევე საოფისე სივრცე 2019-2020 წლებში სხვადასხვა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. „მეამა“ ერთადერთი კომპანიაა ევროპაში, რომელიც ერთდროულად აწარმოებს ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს. 15 სხვადასხვა სახეობის ყავა, კომპანიის ტექნოლოგებმა ადგილობრივი მოსახლეობის გემოვნების გათვალისწინებთ შექმნეს და ნებისმიერ ყავის მოყვარულს შესაძლებლობა აქვს მარტივად აღმოაჩინოს მისთვის სასურველი გემო.

როგორც კომპანიის საოპერაციო დირექტორი ირაკლი გაგუა გვიამბობს, „მეამას“ გაყიდვების განსხვავებული სტრატეგია და მომხმარებლამდე პროდუქციის მიწოდების უნიკალური არხები აქვს.

„ჩვენ შევქმენით გაყიდვის ისეთი არხები, როგორიცაა „მეამას“ ელექტრონული კომერციის პლატფორმა, მობილური აპლიკაცია, დროფერი. ასევე გავხსენით  განსხვავებული სივრცე საბურთალოს „სითი მოლში“. ამ ყველაფერთან ერთად, ახლა დავამატეთ გაყიდვის ახალი არხი  Pop-up სივრცეების სახით, რომ „მეამა“ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც უკვე არსებული, ისე ახალი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია, ყავის მოყვარულებმა მიიღონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია „მეამას“ შესახებ და მათთვის ჩვენი პროდუქტის შეძენა მარტივი, ხელმისაწვდომი და ამავდროულად განსხვავებული გამოცდილება იყოს.

რას სთავაზობთ მომხმარებელს ამ ახალ სივრცეებში?

ირაკლი გაგუა: „მეამა“ ყავის კულტურის მომავალს წარმოადგენს. უნიკალური არომატებით, მიწოდების ინოვაციური სისტემითა და მოხმარების სიმარტივით, „მეამა“ მთელი დღის განმავლობაში ყავის მოყვარულების ცხოვრების სასიამოვნო და აუცილებელი ნაწილი ხდება.

ბევრი ფიქრობს, რომ კაფსულა მხოლოდ ყავის შეფუთვის ერთ-ერთი ფორმაა. არა და კაფსულას სულ სხვა დატვირთვა აქვს – ის მსოფლიოში შეფუთვის ერთადერთი მეთოდია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს, მინიმუმ ხუთი სხვადასხვა ქვეყნისა და სახეობის ყავა მოვათავსოთ ჰერმეტულად დაცულ კაფსულაში და მუდმივად განმეორებადი უნიკალური გემოს ყავა მივირთვათ ყოველ ჯერზე. ამისთვის კი საჭიროა სხვადასხვა ტიპის დაფქვა, მოხალვა და სწორი პროპორციის შედგენა, რასაც ჩვენი ტექნოლოგები აკეთებენ. სწორედ ამის შედეგია, რომ ყავა თავის გემოვნურ და არომატულ თვისებებს ინარჩუნებს. ეს ყველაფერი გვინდა გადავცეთ მომხმარებელს. ამიტომ, ჩვენი ახალი სივრცეები არ არის მხოლოდ გაყიდვის წერტილი. ეს არის საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალება, მათთვის რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა, „მეამასა“ და ზოგადად, კაფსულის ყავის უპირატესობაზე. ამ ყველაფერს კი „მეამას“ ელჩები აკეთებენ. ვთვლით, რომ ზუსტად ასეთი კომუნიკაციის შედეგად ყავის მოყვარულები მოინდომებენ გახდნენ ჩვენი მომხმარებლები, ის ვინც „მეამას“ პროდუქციას შეიძენს, ზუსტად ეცოდინება, თუ რატომ ყიდულობს მას.

რატომ ელჩი და არა კონსულტანტი?

პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ მართლაც საამაყო ელჩები გვყავს. რატომ ელჩი და არა კონსულტანტი? კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ ჩვენი მიდგომა და ელჩის ამოცანა არ არის მხოლოდ გაყიდვები, მათი ფუნქცია და როლი იმ ინფორმაციისა და ცოდნის მომხმარებლისთვის გაზიარება და გადაცემაა, რაც თვითონ აქვთ მიღებული. მაგალითად, რა არის „მეამა“, რას ნიშნავს კაფსულა, როგორ მზადდება და რა უპირატესობა გააჩნია მას. ჩვენმა ელჩებმა სწავლების ვრცელი პროგრამა გაიარეს. მათ სრული ინფორმაცია და ცოდნა აქვთ „მეამას“ პროდუქტებისა და ტექნოლოგიების შესახებ. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ მათი სახით, გვყავს ყავის ექსპერტები, ისინი ნამდვილად პროფესიონალი ყავის მცოდნეები არიან. ეს კიდევ უფრო ამარტივებს კომუნიკაციას მომხმარებელთან და გვაძლევს საშუალებას, ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწიოთ – მაქსიმალურად ბევრი რამ ვუამბოთ საზოგადოებას კაფსულის ყავისა და ჩვენი პროდუქტების შესახებ.

„მეამას“ Pop-up სივრცეების დიზაინზე, მის კონცეფციაზე რა შეგიძლიათ, გვითხრათ?

მათი ავტორი ყველასათვის ცნობილი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა, მას ეკუთვნის ასევე „მეამას“ შენობის და „სითი მოლში” მდებარე, ჩვენი სივრცის პროექტი. Pop-up სივრცეებისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალები: ნატურალური ხე და უჟანგავი ლითონი. ანალოგიური იყო ჩვენი მიდგომა სათავო ოფისისა და საწარმოს შემთხვევაშიც – მხოლოდ და მხოლოდ ნატურალური და ბუნებრივი მასალები გვაქვს გამოყენებული – ხე, ლითონი და მინა.

„მეამას“ Pop-up სივრცეებში უსაფრთხოების ზომები რამდენად დაცულია? ახლა ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ჩვენს ღია, Pop-up სივრცეებში ყველა ელჩი აღჭურვილია წესების სრული დაცვით. დეგუსტაციაც სწორედ ამიტომ შევაჩერეთ, რომ მომხმარებელს არ მოეხსნა პირბადე, არ ყოფილიყო უფრო ახლო კონტაქტი. როგორც Pop-up სივრცეებში, ასევე მთლიანად კომპანიის სამუშაო პროცესში ზედმიწევნით ვიცავთ დაწესებულ რეგულაციებსა და რეკომენდაციებს.

„მეამას“ Pop-up სივრცეები არის ბათუმისა და თბილისის „აგროჰაბებში“, გლდანის „სითი მოლში“. როგორც აღნიშნეთ, ასევე გაქვთ სპეციალური სივრცე საბურთალოს „სითი მოლში“. რა შედეგი აქვს ამ ყველაფერის, დაინტერესება არის? როგორი უკუკავშირი გაქვთ მომხმარებლებისგან?

საქართველოში შექმნილი კაფსულის ყავის მიმართ ინტერესი ძალიან მზარდია, მოსწონთ ჩვენი პროდუქციის მრავალფეროვნება, რომელშიც აუცილებლად პოულობენ საკუთარ, მათთვის სასურველ გემოს. დიდ ინტერესს იწვევს ასევე ჩვენი განსხვავებული კონცეფციის სივრცე საბურთალოს “სითი მოლში”, სადაც არამხოლოდ ყავის შეძენა, არამედ ყავის შესახებ ბევრი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ასევე ხშირად გამოთქვამენ  კმაყოფილებას ჩვენი მომსახურების სერვისზე, რაც ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და საამაყოა.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

ბევრი სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს დაგეგმილი, როგორც კაფსულის ყავის ახალი გემოების, ისე გაყიდვის ინოვაციური არხების შექმნის მიმართულებით. ამ ყველაფერის შესახებ ჩვენი მომხმარებელი ძალიან მალე შეიტყობს.

 

[R]

მალე! Balenciaga-ს ინტერაქტიული ვიდეოთამაში FW21 კოლექციისთვის

როგორ მოახდინა სანტა კლაუსის სამუშაო ჯგუფმა, ჩრდილოეთ პოლუსის ისტორიაში, ყველაზე დიდი სასწაული