in

მეამას ახალი ყავის კაფსულები ქართული გემოებისა და ორნამენტების შთაგონებით

ქართულ ქსოვილსა და მასზე გამოყენებულ ტრადიციულ ორნამენტებს განსაკუთრებულად შეუძლია ისტორიის მოყოლა. ეს ისტორია რომ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდეს, საჭიროა ის ახლებურად დავინახოთ.

მეამა მუდმივად ზრუნავს ტრადიციების გაცოცხლებასა და მათ საინტერესოდ წარმოჩენაზე. სწორედ ამიტომ დიდი ინტერესით ჩაერთო თიბისასა და ხელოვნების სასახლის საერთო პროექტში „ქართული ქსოვილი“ და ტრადიციულ მოტივებზე ყავის ახალი კაფსულები შექმნა.

მთავარი შთაგონება ქართული გემოები, მრავალფეროვანი ტრადიციული ქსოვილები და მისი უნიკალური ორნამენტები იყო. ყავის გემოებს მიესადაგა „ქართული ქსოვილის” გაცოცხლებული პატერნები, რამაც კაფსულების ვიზუალური სტილი საინტერესოდ წარმოაჩინა და ახალი არომატების ხასიათი საუკეთესოდ გადმოსცა.

ყავის კაფსულების სპეციალური კოლექცია  შედგება სამი ახალი არომატისგან: ნუში, თაფლის ნუგბარი და ტყის თხილი შოკოლადით. ყველასთვის საყვარელ ტყის თხილის ყავას, დაემატა შოკოლადის მოტკბო არომატი, რამაც გემოების განსაკუთრებულად სასიამოვნო კომბინაცია შექმნა. ქართული თხილეულისა და ნუგბარის გემოების ყავასთან შეხამებამ, მეამას მომხმარებლების ყოველდღიურობა კიდევ უფრო მეტი საინტერესო და სასიამოვნო არომატით აავსო.

„ქართული ქსოვილისა” და მეამას არომატული ამბავი შემოდგომას დაიწყო. რთველის ტრადიციის ინსპირაციით, მეამა ქოლექთმა ყავისა და ჩაის კაფსულებითა და ქართული ბადაგით ორი ახალი კოქტეილი შექმნა: „ლუნგო თბილი ბადაგით” და „მწვანე ჩაი ყურძნის ტკბილით”.  ახლა კი ტრადიციული ქსოვილის პოპულარიზაცია ქართული გემოების ახალ კაფსულებში გაცოცხლებით გაგრძელდა.


უნიკალური ორნამენტებით გაფორმებული კაფსულები  ყავისა და ქართული სუფრის ტრადიციული გემოების საინტერესო შიგთავსით ახლებურად აცოცხლებს ისტორიას და კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის მას. თიბისისა და ხელოვნების სასახლის წამოწყება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული ქსოვილისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის და მეამასთვის ამ პროექტში წვლილის შეტანა სასიხარულო და საინტერესოა.

ახალი არომატების დაგემოვნება  მსურველებს შეუძლიათ მეამას ბრენდულ სივრცეებში, ხოლო შეძენა  შესაძლებელია, როგორც სივრცეებში, ასევე ონლაინ მაღაზიაში და მეამა ქოლექთში. 

[R]

ზრუნვის კედელი და სანტები „თეგეტადან“

“აჭარაბეთს“ სპორტული მედიცინის მხარდაჭერისთვის ჯილდო გადაეცა