შამპუნი “მეამა” სააქციო საზოგადოება “ივერიას” პროდუქტია, რომელიც რამდენიმე თვეში იხილავს დღის სინათლეს. “ივერია” ქართულ კოსმეტიკურ პროდუქციას აწარმოებს, როგორიცაა: შამპუნები, საპნები, კრემები და სხვა. “მეამას” შამპუნს ოთხი სახეობა ექნება. ბრენდინგზე კრეატიულმა სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა.
დავით სილაგავა, “ივერია”, გენერალური დირექტორი: “ჩვენს ასორტიმენტში 26 სახეობის პროდუქციაა, რომელიც როგორც საცალო, ისე B2B პრინციპით იყიდება. აქამდე რასაც ვაწარმოებთ, ამ პროდუქციას თავის საფასო სეგმენტში, მისი მომხმარებელი ჰყავს და არის საკმაოდ ხელმისაწვდომი. “მეამას” სახით, გვინდა ახალი ქოლგა-ბრენდის შექმნა. რეცეპტურა გვქონდა და გვჭირდებოდა ყველაფერი ბრენდინგის ირგვლივ, ამიტომაც ლივინგსტონს მივმართეთ, რომელმაც შექმნა ბრენდის სახელწოდება “მეამა”, ვიზუალი, შეფუთვა და სახეობებიც კი სააგენტოსთან ერთად გავაკეთეთ. ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე “მეამას” შამპუნი ქართულ ბაზარზე გამოჩნდება.”
კრედიტები:
არტ დირექტორი: ნიკოლოზ კუმბარი
კრეატიული დირექტორი: გიორგი ავალიანი
ლოგოს დიზაინერი: აკაკი რაზმაძე
პროექტ მენეჯერი: ანო მაისურაძე, მარიამ სურმავა
ეტიკეტის დიზაინერი და ილუსტრატორი: ანა მიმინოშვილი
კლიენტი: ივერია
სააგენტო: Leavingstone

















