in

სიყვარულით მას შენგან, შენ – ჩვენგან. „მეამას“ საახალწლო კამპანია, რომელიც უსაჩუქროდ არავის ტოვებს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო ხშირად გავიფიქრებთ – რა ვაჩუქო იმ ადამიანს, ვისი გახარებაც მინდა საახალწლოდ? – მეამა განსაკუთრებული საჩუქრის შერჩევაში დაგეხმარება და თან შენც დაგასაჩუქრებს.

ყავა ძალიან ბევრი ადამიანის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ კითხე მათ, თუ რატომ უყვართ ყავა და საკმაოდ მრავალფეროვან პასუხებს მიიღებ – ზოგისთვის ყავა ახალი ენერგიისა და მოტივაციის შეუცვლელი წყაროა, ზოგიც საყვარელ არომატებს ჩამოგითვლის ან გეტყვის, რომ ყავა და მეგობრებთან საინტერესო საუბრები ყველაფერს ურჩევნია.

ამ ადამიანების პასუხების მსგავსად, მრავალფეროვანია „მეამას“ ასორტიმენტიც – აქ ყველა აღმოაჩენს ფავორიტ გემოს და მარტივად შეუსაბამებს ყავას თავის ცხოვრების სტილს. საახალწლო კამპანიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის – ზუსტად და სწორად შეარჩიო საჩუქარი შენთვის საყვარელი ადამიანისთვის მისი ხასიათის მიხედვით.

სანამ უშუალოდ „მეამას“ შეთავაზებას გაეცნობი, ერთ მთავარ კითხვას უნდა უპასუხო – როგორია ის, ვისი გახარებაც გსურს? „მეამა“ 6 შესაძლო ვერსიას გთავაზობს:

ლაღი, თავისუფალი, მეოცნებე, ინდივიდუალური, გამბედავი და შთამაგონებელი.

ამოირჩიე და გაუკეთე განსაკუთრებული საჩუქარი იმის მიუხედავად, ევროპულ ფორმატს ანიჭებს უპირატესობას თუ ამერიკულს, ან არის თუ არა ის „მეამას“ მომხმარებელი, რადგან ყოველი ხასიათის მიხედვით „მეამა სხვადასხვა მოცულობის ნაკრებს გთავაზობს – S, M, L ან XL.

რას მიიღებ შენ? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცულობის პაკეტს აარჩევ საყვარელი ადამიანისთვის. არჩეული პაკეტის შესაბამისად, „მეამა“ 80-მდე კაფსულით დაგასაჩუქრებს.

S ნაკრები იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც უკვე აქვს „მეამას“ ყავის აპარატი – მასში ყავის 60 კაფსულა და მეტალის 1 ჭიქა შედის, შენ კი დამატებით 20 კაფსულას მიიღებ „მეამასგან“.

M ნაკრები 60 კაფსულას და ყავის აპარატს აერთიანებს, დამატებით კი „მეამა“ 40 კაფსულას გაჩუქებს.

L ნაკრების შემთხვევაში მიიღებ 60 კაფსულას, ყავის აპარატსა და მეტალის ჭიქას, დამატებით მეამა 60 კაფსულას გამოგიგზავნის.

რაც შეეხება XL ნაკრებს, ამ საჩუქრით იმ ადამიანებს გაახარებ, ვინც უპირატესობას ევროპული ფორმატის კაფსულებსა და ვინტაჟურ სტილს ანიჭებს.

XL ნაკრები – ევროპული ფორმატის 60 კაფსულა, ვინტაჟური სტილის აპარატი და ჭიქა, დამატებით კი „მეამასგან“ 80 კაფსულას მიიღებ!

უკვე იცი, ვისი გახარება გინდა?

შეურჩიე განსაკუთრებული საჩუქარი.

მრავალ ახალ არომატს!

 

[R]

მართლა „კაი“ გამოვიდა

რა გვასწავლა 2020-მა წელმა? – ნახეთ, რას გიამბობენ სტარტაპერები