in

მეამას პირველი სივრცე მომხმარებლების მიერ QR კოდის დასკანერებით გაიხსნება

კომპანია “მეამას” პირველი, განსხვავებული კონცეფციის მქონე სივრცე სავაჭრო ცენტრ ,,სითი მოლში’’ 6 ივნისს იხსნება.

სივრცის გახსნის ცერემონია, ისევე როგორც კომპანიის პროდუქტები და სერვისები, სხვა ტრადიციული და მოძველებული მეთოდებისგან განსხვავებულია – ლენტის გაჭრის ცერემონია QR კოდმა ჩაანაცვლა და მაღაზია სიმბოლურად მე-10 000 დასკანერების შემდეგ გაიხსნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მომხმარებლების აზრი და სწორედ ამიტომ, მათი ჩართულობით QR კოდის დასკანერებით იხსნება მეამას პირველი სივრცე.

MEAMA სივრცე არის ადგილი, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ეზიაროს ყავის კულტურას, გაეცნოს პროდუქციას, დააგემოვნოს და გააკეთოს მისთვის სასურველ პროდუქტზე არჩევანი. კომპანიის მიზანია, შეიძინოს “მეამას” ყავის სტაბილური და ერთგული მომხმარებელი.

კომპანიის კომერციული დირექტორის, მამუკა კავთელიშვილის თქმით, “მეამას” სივრცეში მომხმარებლები სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ, ასევე მათ შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ მისთვის სასურველი ფერადი ყავის აპარატები.

“10 000 კომპანიისთვის სიმბოლური რიცხვია. “მეამას” ქართულ ბაზარზე გამოჩენის შემდეგ, მომხმარებლები ხშირად გვეკითხებოდნენ, თუ როდის შეძლებდნენ ფიზიკურად ჩვენი პროდუქციის შეძენას და ადგილზე დეგუსტაციას. ჩვენი გუნდი მუდმივად ინიშნავდა მსგავს შეკითხვებს და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანთა რაოდენობამ 10 000-ს მიაღწია. ჩვენ თითოეული ერთგული მომხმარებლის მოთხოვნას ვითვალისწინებთ და სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ “მეამას” პირველი სივრცის გახსნაში მონაწილეობა ჩვენმა მომხმარებლებმა მიიღონ” – განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

ათვლა უკვე დაწყებულია, QR კოდის დასკანერება შესაძლებელია “მეამას” სოციალური მედიის არხებზე და ასევე, საბურთალოს “სითი მოლში” განთავსებულ ბანერებზე.

“მეამას” სივრცეში მოსულ მომხმარებლებს ადგილზე მაღალკვალიფიციური კონსულტანტები დახვდებათ, რომლებიც დაეხმარებიან მათ სასურველი გემოსა და პროდუქტის შერჩევაში. ადგილზე შესაძლებელი იქნება პროდუქციის დეგუსტაცია და შეძენა.

MEAMA სივრცის, ისევე როგორც კომპანიის სათაო ოფისის დიზაინი, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. ინეტრიერში გამოყენებული ხე, ქვა და მინა საუკეთესოდ ერწყმის ერთმანეთს და იმეორებს სათაო ოფისის ესთეტიკას.

 

[R]

სამომხმარებლო განწყობების კვლევა და პოსტპანდემიური პროგნოზები – „ლაბორატორია Z“

Glovo-სა და RC კოლას უპრეცედენტო დასაქმების პროგრამა დაიწყო