in

მაკაპუნო ქოქოსი და მთის ჟოლო – ყავის ორი ახალი გემო „მეამასგან“

მეამა” მომხმარებელს, ამერიკულ ფორმატში, ყავის ორ ახალ არომატს: მაკაპუნო ქოქოსს და მთის ჟოლოს სთავაზობს.

„მეამა“ უკვე ერთი წელია ყავის უნიკალურ გემოებსა და ინოვაციურ მომსახურებას ქმნის. ამ დროის განმავლობაში გამოიკვეთა, რომ მომხმარებლებში დიდი მოწონებით ამერიკული ფორმატის 3 არომატიზებული გემო – ტყის თხილი, ვანილი და კარამელი სარგებლობს. ამის გათვალისწინებით, „მეამა”-ს ტექნოლოგებმა ყავის ახალი გემოების შექმნაზე დაიწყეს მუშაობა, რაც საკმაოდ შრომატევადი პროცესია – სწორედ უნდა იყოს გათვლილი, თუ როგორ გემოებს ანიჭებს ადგილობრივი მოსახლეობა უპირატესობას და შემდეგ უნდა დაიწყოს ახალი გემოების შექმნა. პირველ ეტაპზე, შეირჩა ჟოლო და ქოქოსი.

ჟოლო განსაკუთრებული გემოს კენკრაა, რომელიც პოპულარულია წლის ყველა სეზონზე. მას ხშრად იყენებენ სხვადასხვა პროდუქტის დანამატად, რადგან თავისი დასამახსოვრებელი თვისებებით ყველანაირ პროდუქტს შესანიშნავი გემოთი ამდიდრებს.

ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც ძალიან პოპულარულია ტროპიკული ხილი ქოქოსი.

სწორედ ამ ყველაფრით შთაგონებულმა, „მეამას” ყავის ტექნოლოგების გუნდმა გადაწყვიტა, კოლუმბიური არაბიკას საუკეთესო ყავის მარცვლებისგან შეექმნათ სრულყოფილი ყავა, ჟოლოს და ქოქოსის დელიკატური არომატებით, რომელშიც ყველა კომპონენტი ერთმანეთთან ჰარმონიულად არის დაბალანსებული.

„მეამაში“ აცხადებენ, რომ ახალ გემოებზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს, რადგან მომხმარებელი სიახლეს ითხოვს და შესაბამისად, „მეამაც” ქმნის იმ პროდუქტს, რაც სასურველი და მოთხოვნადია.

„ჩვენი პროდუქცია, თითქმის, ერთი წელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა, გამოიკვეთა, რომ საქართველოში მოსახლეობას ძალიან მოსწონს არომატიზებული გემოები. მათზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და გამოკითხვები, რომელსაც ჩვენს მომხმარებელთან ეტაპობრივად ვაწარმოებთ, მიუთითებს, რომ ახალი არომატების არსებობის სურვილი საკმაოდ დიდია. შესაბამისად, ჩვენმა ტექნოლოგების გუნდმა შექმნა ყავის უნიკალური ნაზავების ახალი სახეობები: ყავა ჟოლოსა და ქოქოსის არომატებით. ვფიქრობთ, რომ საშუალო მოხალვის მეთოდით დამზადებული მოტკბო, სავსე ტექსტურის მქონე სასმელი, მომხმარებლების ინტერესს, აღფრთოვანებას და სიყვარულს უმოკლეს დროში მოიპოვებს”, – განაცხადა კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა – დავით გოგოხიამ.

ყავის მოყვარულებს მაკაპუნო ქოქოსის და მთის ჟოლოს ყავის კაფსულების შეძენა, „მეამას“ გაყიდვის სხვადასხვა არხის საშუალებით, უკვე დღეიდან შეუძლიათ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

ევერესტის სიმაღლე მოულოდნელად გაიზარდა

დედამიწა 500 მილიონი წლის განმავლობაში აყალიბებდა და შთანთქავდა კონტინენტებს