in

როგორ შეუწყობს „მეამასა“ და UNFPA-ის მემორანდუმი თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო გარემოს შექმნას

დღესდღეობით, საზოგადოებაში აქტიურად მიმდინარეობს დასაქმებულის შრომით უფლებებზე საუბარი. ამ საკითხზე პასუხისმგებლიანმა ქართულმა კომპანიებმაც დაიწყეს ზრუნვა. მაგალითად, „მეამამ“, გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით, კორპორაციულ დონეზე დაიწყო გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის დანერგვა. ოჯახზე ორიენტირებული ეს მიდგომა ემსახურება, როგორც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე მათი შრომითი პოტენციალის რეალიზებას, რაც თითოეულ მათგანს შესაძლებლობას მისცემს ყურადღება თანაბრად გაანაწილონ, როგორც კარიერულ წინსვლაზე, ასევე, მშობლობის პასუხისმგებლობაზე. რას მოიცავს მემორანდუმი და რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი პოლიტიკის დანერგვას კომპანიებში, „მეამას“ ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ მებურიშვილი და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციების და პარტნიორებთან ურთიერთობის ანალიტიკოსი სალომე ბენიძე გვიამბობენ.

M: რატომ არის ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანი როგორც მეამასთვის, ასევე UNFPA-ისთვის?

მარიამ მებურიშვილი – „მეამას“ ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი: „მეამა“ ზრუნავს თანამშრომლებისთვის თანასწორი და კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ კარიერულ ზრდასა და განვითარებასთან ერთად, დრო დაუთმონ პირად ცხოვრებას და შეინარჩუნონ ბალანსი ამ ორს შორის. ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მამაკაცების წახალისება და მათი როლის გაზრდა „ოჯახურ ცხოვრებაში“ ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, UNFPA-სთან თანამშრომლებით, „მეამაში“ დასაქმებულ მშობლებს, როგორც ქალს ასევე მამაკაცს, საშუალებას ვაძლევთ თანაბრად გამოიყენონ ბავშვის დაბადებისთვის განკუთვნილი დეკრეტი. გვსურს წავახალისოთ ჩვენს კომპანიაში დასაქმებული მამაკაცები და ეს იყოს გარკვეული ბიძგი სხვა კომპანიაში დასაქმებული მამებისთვისაც.

სალომე ბენიძეგაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციების და პარტნიორებთან ურთიერთობის ანალიტიკოსი: გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისთვის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პარტნიორებისa და თანამოაზრეების წრის გაფართოება საერთო მიზნების მისაღწევად და ამ მიმართულებით, კერძო სექტორთან მუშაობა. გვჯერა, რომ საზოგადოების წინსვლა მხოლოდ თანამშრომლობით, ნამდვილი საჭიროებების გააზრებით და მრავალსექტორული მუშაობით არის შესაძლებელი და მიგვაჩნია, რომ  ამ პროცესში, მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. „მეამაპირველია კერძო კომპანიებს შორის, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, გაეროს მოსახლეობის ფონდთან თანამშრომლობით, დანერგოს და გაატაროს ოჯახზე მორგებული პოლიტიკა, რაც, სხვა პრაქტიკულ ნაბიჯებთან ერთად, ნიშნავს იმას, რომმეამაშიდასაქმებული მამები, ისევე, როგორც დედები, დეკრეტული/მშობლობის შვებულებით სარგებლობას შეძლებენ. ეს ჩვენთვის ნიშნავს კიდევ ერთი ძლიერი თანამოაზრის შეძენას, გრძელვადიან პერსპექტივაში კიწინ გადადგმულ ნაბიჯს, რომლის შედეგადაც უფრო მეტი ქალი შეძლებს თავისი პოტენციალის რეალიზებას.

M: როგორიამეამას“ ხედვაპრაქტიკულ დონეზე, როგორ შეიძლება შესრულდეს მემორანდუმით გათვალისწინებული შეთანხმება?

მარიამ მებურიშვილი: მემორანდუმის შეთანხმება უკვე ასახულია კომპანიის შინაგანაწესში და შესაბამისად უკვე ორივე მშობელს უფლება აქვს თანაბრად ისარგებლონ მშობლის ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით. „მეამაში“ UNFPA-სთან თანამშრომლობით ვახორციელებთ აქტიურ შიდა კომუნიკაციას  და საინფორმაციო კამპანიას აღნიშნულ საკითხებზე და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ იმ მამაკაცებს, ვისაც სურთ მშობლის დეკრეტის გამოყენება.

M: რა აქტივობებია გათვალისწინებული, შეთანხმების ფარგლებში?

აღნიშული შეთანხმების ფარგლებში, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, „მეამაში“ აქტიურ კამპანიას ვაწარმოებთ გენდერულ თანასწორობასა და ოჯახის ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის როლზე, ასევე მამის როგორც თანასწორუფლებიანი მშობლის დეკრეტზე. ვგეგმავთ, ჩვენი გამოცდილება უკვე პრაქტიკულ დონეზე გავუზიაროთ კერძო სექტორში სხვა დამასაქმებლებსაც.

M: თქვენი ხედვით, როგორია მოსალოდნელი შედეგები, ამ აქტივობებიდან გამომდინარე?

ვფიქრობთ, აქტიური კამპანიის შემდეგად, ეტაპობრივად გაიზრდება იმ მამაკაცების რაოდენობა, რომლებიც გამოიყენებენ მშობლის დეკრეტს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრ მამაკაცს არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ. საინფორმაციო კამპანია და მამაკაცის დეკრეტის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ოჯახში გენდერულ თანასწორობასა და ზოგადად დასაქმებული პირის უფლებებზე. იმ მამაკაცებზე, ვისაც თუნდაც სურვილი ჰქონდა და არ იცოდა ამ შესაძლებლობის შესახებ.

M: UNFPA-ის ხედვით, როგორ არის შესაძლებელი კომპანიებში იმ პირობების შექმნა, რასაც მემორანდუმი ითვალისწინებს?

სალომე ბენიძეგაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის კომუნიკაციების და პარტნიორებთან ურთიერთობის ანალიტიკოსი

პარადოქსია, რომ დღეს, 21- საუკუნეში, როცა ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი მართლაც აღარ აქვს, ჯერ კიდევ ვდგავართ ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა ღირსეული სამუშაო პირობების არსებობა, პირადი და სამსახურებრივი ცხოვრების ბალანსი. ეს ყველაფერი განსაკუთრებული სიმწვავით ქალებისთვის იჩენს თავს. უმნიშვნელოვანესია, რომ ქალებს არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და სამსახურს შორის, და გარემო პირობებიდან გამომდინარე, დედობა მათთვის კარიერული განვითარების დასასრულს არ ნიშნავდეს. არსებობს არაერთი მიდგომა, რომელიც უკვე აპრობირებულია და წარმატებით მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის უნდა აღინიშნოს ღირსეული დეკრეტული/მშობლობის შვებულება, როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის. ხაზგასასმელია, რომ კაცების, როგორც მზრუნველი პარტნიორებისა და მშობლების, ჩართულობის გაზრდა ოჯახურ ცხოვრებასა და შვილების აღზრდაში, დადებით გავლენას ახდენს ქალთა ეკონომიკურ მონაწილეობასა და კარიერულ წინსვლაზე. მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიებმა, რომელთაც აქვთ ამბიცია, რომ პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს და თავიანთ დასაქმებულებს, აიღონ პასუხისმგებლობა და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ის ღონისძიებები, რომელიც ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკის ყოველდღიურ პრაქტიკად გადაქცევას შეუწყობს ხელს.

M: საერთო ჯამში, თქვენი შეფასებით, რას შეცვლის კომპანიებში იმ მიდგომის დანერგვა, რაც მემორანდუმშია აღწერილი?

მარიამ მებურიშვილი: მიმაჩნია, რომ კომპანიებში ოჯახზე ორიენტირებული პოლიტიკის დანერგვა მნიშნვნელოვან გავლენას მოახდენს თანამშრომლების ეფექტურობასა და ზოგადად კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნაზე. მსგავსი მიდგომები, თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს ეფექტურად დაგეგმონ და გაანაწილონ სამუშაო დრო, კომპანიებში გენდერული ბალანსის დაცვის პოლიტიკა კი ყველა დასაქმებულს განვითარების თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს.

 

[R]

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

Dr.Drive — პირველი Drive thru სააფთიაქო ქსელი საქართველოში