MEAMA მუდმივად ცდილობს გაამარტივოს მომხმარებლის ყოველდღიურობა და შესთავაზოს სასმელების მომზადება-დაგემოვნების გაუმჯობესებული და სასიამოვნო გამოცდილება. სწორედ ამ იდეით, მეამამ, ხელოვნურ ინტელექტთან კოლაბორაციით, შექმნა Versatile – მსოფლიოში პირველი აპარატი, რომელიც სასმელებს ამზადებს როგორც მულტი, ასევე ევროპული ფორმატის კაფსულებით. მისი ინოვაციურობა, ხარისხი და ესთეტიკურობა Red Dot Award-ის ჯილდოთია აღიარებული.
Meama Versatile მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად და მარტივად მოამზადონ ყავა, ჩაი, საბავშვო თუ გამაჯანსაღებელი სასმელები ერთი აპარატით. სულ მალე კი მათ Meama კაფსულებში ნატურალურ წვენსაც შესთავაზებს, რომელიც ასევე Versatile-ით მომზადდება. პროდუქტის მრავალფეროვნება ზუსტად გამოხატავს მეამას მისიას, შესთავაზოს სასმელების დიდი არჩევანი განსხვავებული ცხოვრების სტილის, გემოვნებისა და ასაკის ადამიანებს.
აპარატის თანამედროვე და კომპაქტური დიზაინი იდეალურად ერგება ნებისმიერ ინტერიერს და როგორც საოფისე, ისე საოჯახო სივრცის განუყოფელი ნაწილია.
ბაზარზე გამოჩენისთანავე Versatile-მა მომხმარებლების დიდი ყურადღება და ნდობა მოიპოვა, რაც საქართველოს გარდა, საერთაშორისო ბაზრებსაც მოიცავდა, მათ შორის გერმანიასა და ავსტრიას. უნივერსალური აპარატი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა და მაღალი მოთხოვნის გამო, შეზღუდული მარაგი სწრაფად იწურებოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წარმატებასა და მომხმარებელთა დიდ ინტერესს ინოვაციის მიმართ.
ის გაყიდვაში ბრუნდება, მისი შეძენა შესაძლებელია ოთხ ფერში და შეზღუდული დროით, მოქმედებს სხვადასხვა შეთავაზება როგორც ონლაინ, ასევე მეამას ბრენდულ სივრცეებში.
თუ ჯერ არ გამოგიცდია Versatile-ს კომფორტი, დროა, შეიძინო შენზე მორგებული ნაკრები და ისიამოვნო 60-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის სასმლით დღის ნებისმიერ დროს.
[პარტნიორის კონტენტი]