in

აი, როგორია „ჩართვა-გამორთვის“ ღილაკის რეალური სიმბოლიკა

ჩვენი სამყარო სავსეა სიმბოლიკით, ადვილად აღსაქმელი ვიზუალებით, რომელთა მიღმაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა დაშიფრული. მაგალითად, თავისქალა და ჯვარედინად გადადებული ძვლები მომწამვლელი ნივთიერების შესახებ გვაფრთხილებს; წითელი და მწვანე შუქი გაჩერება/წასვლის ნიშანს გვაძლევს და ა. შ.

დღეს კი „ჩართვა-გამორთვის“ სიმბოლოზე ვისაუბრებთ — არასრული წრისა და შუაში ჩასმული ხაზის ლოგოზე. ადამიანების უმეტესობამ იცის, რაზე მიანიშნებს ეს, მაგრამ არ იცის, რა უდევს საფუძვლად. რეალურად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო სტანდარტული ხატულას შემუშავება, რომელიც ჩართვა/გამორთვის ფუნქციაზე მიუთითებდა. უბრალოდ, ლათინური ასოების გამოყენება საკმარისი არ იყო, რადგან ყველა ვერ შეძლებდა მის გარჩევას.

ამგვარად, Itechtics-ის ცნობით, საერთაშორისო ელექტროტექნიკურ კომისიას (IEC) დაევალა, შეექმნა სიმბოლო, რომელსაც ყველა აღიქვამდა. ასე გადაწყდა ორობითი სისტემის ენის გამოყენება — I მიუთითებს, რომ რაღაც ჩართულია, ხოლო O გამორთულ მდგომარეობაზე მიანიშნებს. ამ სემანტიკის ერთ-ერთი უპირატესობა აშკარაა: ღილაკის თავდაყირა მოთავსების შემთხვევაშიც აშკარაა, მოწყობილობა ჩართულია თუ გამორთული.

დენის ღილაკის მნიშვნელობას სულ ცოტა ხნის წინ მიექცა ასეთი აქტიური ყურადღება — მას შემდეგ, რაც კომიკოსმა ბეკ ჰილმა ტვიტერზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. ეს კიდევ ერთი წვრილმანია, რომელიც ყოველდღიური დეტალების დაფასებაში გვეხმარება.

Elago-ს ჭკვიანი საათების დამტენი მაკინტოშის შთაგონებით შეიქმნა

Canva-ს ისტორია, რომელიც სტუდენტური ენთუზიაზმით დაიწყო და ახლა მილიარდ დოლარად ფასდება