1
Nov
2018

6 ნიშანი, რომ ლიდერად ხართ დაბადებული

1 Nov 2018

ორგანიზაცია Randstad US-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც იძიებდა ადამიანების სამსახურიდან წასვლის მიზეზებს. სტატისტიკის თანახმად:

statiebi-bog
statiebi-bog

რესპონდენტების 59% ამბობდა, რომ კომპანიისთვის მოგება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ როგორ ექცევიან თანამშრომლებს.

60%-მა დატოვა სამსახური ან სურდა წასვლა, უშუალო ხელმძღვანელის გამო.

58% წამოვიდა სამსახურიდან არაჯანსაღი საოფისე პოლიტიკის გამო.

58%-მა თქვა, რომ კომპანია არ აძლევდათ ზრდის შესაძლებლობას, რომ ისევ იქ დარჩენილიყვნენ.

69%-ის თქმით, კარგი იქნებოდა, თუ დამსაქმებლები თავიანთ უნარებსა და შესაძლებლობებს უკეთ გამოიყენებდნენ.

57%-მა პროცენტმა განაცხადა, რომ კარიერული წინსვლისთვის სხვა კომპანიაში მოუწიათ გადასვლა.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ 58%-მა თქვა, რომ იმავე პოზიციასა და ნაკლებ ანაზღაურებასაც დათანხმდებოდნენ, კარგი ბოსთან რომ ემუშავათ.

როგორ შეიძლება ამ სტატისტიკის შეცვლა? რას ნიშნავს “კარგ ბოსთან მუშაობა”? ვინ არიან კარგი ბოსები? რას აკეთებენ? ამ კითხვებს Randstad North America-ს ადამიანური რესურსების ოფიცერს, ჯიმ ლინკმა უპასუხა.

კარგი ბოსი თანაუგრძნობს

კარგი მენეჯერი მხოლოდ უკუკავშირს არ გამოთქვამს, ის ყურადღებით უსმენს სხვების პოზიციას და თავშეკავებულია შეფასებისას. შესაბამისად, მაქვს აქვს მაღალი ემპათია და ემოციური ინტელექტი.

კომუნიკაცია და თანამშრომლობა

Randstad-ის კვლევაში, თანამშრომლებმა ინტერაქციულ მენეჯერთან მუშაობის დიდი სურვილი გამოთქვეს. ჯიმ ლინკის თქმით, თანამშრომლებს უნდათ იმუშაონ ასეთ მენეჯერთან ერთად, მათი ხელმძღვანელობით.

კარგი ბოსი მის თანამშრომლებს ანვითარებს

ინოვაციების, სწავლისა და მუდმივი გაუმჯობესების კულტურა კარგი ბოსისთვისაა დამახასიათებელი. ადამიანებს კარიერისა და საკუთარი უნარების გაუმჯობესება სურთ. ეს, ცხადია, კავშირშია იმასთან, რომ ბოსსმა უნდა გაიაზროს გუნდის წევრების ძლიერი მხარეები. ამას კი მხოლოდ აქტიური კომუნიკაციითა და ურთიერთობით შეძლებს. კარგი ბოსი თანამშრომლებს ახალ პროექტებსა და შესაძლებლობებში ჩართავს.

ნამდვილი ლიდერი აფასებს თანამშრომლების ემოციურ და ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს

თუკი ემოციური, ფინანსური და ცხოვრებისეული ფასეულობები ერთ სპექტრში არ შეხვდა ერთმანეთს, თანამშრომელი ამ საშუალებას სხვაგან იპოვნის. ბუნებრივია, ფინანსური გამოწვევა მნიშვნელოვანია, უნდა ვიხადოთ გადასახადები, გამოვკვებოთ ოჯახები, თუმცა, ხელმძღვანელი უნდა დაეხმაროს მუდმივად კომპიუტერულ სამყაროში მცხოვრებ თანამშრომლებს მისგან გამოთიშვაში, ამგვარად ფიქრისა და ემოციური სისავსის მიღწევაში შეუწყოს ხელი. ამის შემდეგ, თანამშრომელი უფრო პროდუქტიული და ენერგიული დაუბრუნდება სამუშაო ადგილს.

მოქნილი სამუშაო გარემოს შექმნა

აუცილებელია თანამშრომლის პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების ბალანსის პატივისცემა და ხელშეწყობა. ამისთვის, ლიდერები მოქნილ სამუშაო გარემოს ქმნიან. მაგალითად, თანხმდებიან გარკვეულ პირობებზე, რაც უფრო ეფექტურად სრულდება ეს შეთანხმება, მით უფრო ნაკლებად ტრადიციულია სამუშაო სტრუქტურა.

კარგი ლიდერები შრომას აფასებენ

კვლევის თანახმად, თანამშრომლების 82% ელის, რომ ანაზღაურება ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს. როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ბოსთან ნაკლებ ანაზღაურებაზე ბევრია თანახმა, ეს არ ნიშნავს რომ მათგან კარიერულ ან ფინანსურ გაყიდვას უნდა ველოდეთ. შრომის ბაზარი იმდენად მგრძნობიარეა, თუ ადამიანს არ უფასდება შრომა, ის სხვაგან წავა სამუშაოდ.

წყარო: inc.com



განხილვა