8
Dec
2017

#მეაქვარ! #შენსადხარ? – 9 დეკემბერს, ძველ იპოდრომზე, “კასკადი 360” მხარდამჭერ ღონისძიებას გამართავს!

8 Dec 2017

9 დეკემბერს, 17:00-დან – 22:00სთ-მდე, ძველ იპოდრომზე, სამშენებლო კომპანია “კასკადი 360”, თბილისის მერიის ხელშეწყობით, საქველმოქმედო ღონისძიებას გამართავს, რომელიც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად ჩატარდება. 

 

ტერიტორიაზე მოეწყობა წინა საახალწლო დეკორაციების გამოფენა გაყიდვა.

სპეციალურად ამ დღისთვის დამონტაჟდება სცენა, სადაც ცნობილი  მომღერლები  შეასრულებენ ყველასათვის საყვარელ სიმღერებს, ხოლო საზოგადოებისთვის ცნობილი მსახიობები და ჟურნალისტები იზრუნებენ სტუმრების განწყობაზე.

ბავშვებისთვის იქნება სპეციალურად მოწყობილი მოედანი, სადაც ანიმატორები სამი საათის განმავლობაში, უზრუნველყოფენ მათ გართობას.

ტერიტორიაზე დაიდგმება GIF-ის აპარატი,სადაც სტუმრებს შეეძლებათ, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ,,აუტიზმის კვლევისა და ხელშემწყობ ფონდში”.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ: გიორგი ბახუტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, სალომე შარვაძე, ნანუკა გულუა, მანიკა ასათიანი, ლიკა ქორქია, გოგა ჩანადირი, სალომე ბაკურაძე, ნოდიკო ტატიშვილი, ოთო ნემსაძე, სოფი ვილი, მაკა ზამბახიძე, მარიკო ლეჟავა, გრიგოლ ყიფშიძე, გიგი ადამაშვილი, ელენე კალანდაძე.

განხილვა