in

ბოდიში ხორცის მოყვარულებს, დაბნეულობისთვის – Burger King-ის კამპანია

ჰამბურგერის მოყვარულებისთვის Burger King-ისა და ხორცის გამოსახულების კომბინაცია, რთულია მადისამღძვრელი არ იყოს. თუმცა კამპანია, რომელზეც სააგენტო David Madrid-მა იმუშავა თქვენს „მოტყუებას“ ცდილობს. Burger King-ისთვის შექმნილ კამპანიაში ხორცის მსგავსი გამოსახულება მცენარეებითა შექმნილი. ის, რაც ერთი შეხედვით, შესაძლოა, ბეკონს ან ლორს გაგონებდეთ, სინამდვილეში წითელი წიწაკა, ჭარხალი და რადიჩიოა. ონლაინ და გარე სივრცისთვის შექმნილი სარეკლამო ფოტოებით კამპანია ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ მცენარეული ჰამბურგერი (Whopper), არა მხოლოდ გარეგნულად ჰგავს ხორცით დამზადებულს, არამედ გემოც მსგავსი აქვს. მთავარი სათქმელის პარალელურად, Burger King ხორცის მოყვარულებს ბოდიშს უხდის.

CERN-ის ფიზიკის ლაბორატორია რუსეთთან სამეცნიერო კავშირს წყვეტს

„ართქმული“ — ანასტასია ახვლედიანის პირველი სოლო გამოფენა საქართველოში