in

MEAZOR 3D თქვენს ნებისმიერ საზომ ინსტრუმენტს ჩაანაცვლებს

ხელის საზომი 6 ფუნქციას აერთიანებს…

MEAZOR 3D, რომელიც გასული წლის Good Design Award-ის გამარჯვებულიც გახლავთ, ახლა თავისი ხელის საზომი მოწყობილობის მნიშვნელოვან განახლებებს გთავაზობთ. როგორც ამბობენ, მას ნებისმიერი საზომი ინსტრუმენტი შეუძლია ჩაანაცვლოს.

მართალია, იგივე ზომა და ფორმა აქვს, მაგრამ ახლა მას ახალი ჩიპი მეტად სწრაფად მუშაობის საშუალებას აძლევს. ამასთან, ნახაზები 3D-შიც გადააქვს, რაც, თავის მხრივ, სივრცის გეგმის შედგენასა და CAD მოდელების დამზადებაში გეხმარებათ. MEAZOR 3D-ის ლაზერული სკანერი დისტანციებს უკვე 40 მეტრამდეც ზომავს — წინა მოდელის შედეგი 60 პროცენტითაა გაუმჯობესებული. 

ახალი აპლიკაცია კი 2D სივრცის გეგმების 3D-ში გადაქცევის საშუალებას მოგცემთ და მათ გამოყენებას 3D CAD პროგრამული უზრუნველყოფის უმეტესობაში მოახერხებთ. მისი დახმარებით სივრცეების გაზომვას ფოტოებშიც კი შეძლებთ. მეტიც, მიღებული მონაცემების გადატანა არქიტექტორებისა და ინტერიერის დიზაინერების საყვარელ Roomle ან Measure Square აპლიკაციებში მარტივად შეიძლება.

MEAZOR 3D მისთვის დამახასიათებელი „აბის ფორმის“ დიზაინით ნებისმიერი ტიპის გაზომვის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. მას ლაზერი, მბრუნავი ბორბალი და ამაჩქარებელიც კი აქვს, რომელიც დახრილობასა და კუთხეებს ითვლის. 

მის გამოყენებას ნებისმიერი ადამიანი მოახერხებს, მიღებულ მონაცემებს მოწყობილობა შეინახავს და მას რეალურ დროში წრიულ ეკრანზეც გაჩვენებთ. რედაქტირებისთვის, შედარებისა თუ გაზიარებისთვის ნახაზის გაგზავნას MEAZOR-ის აპლიკაციაშიც მოახერხებთ. 

Ultra 3D ადაპტერი კი ოთახის წერტილების დასკანერებისა და სივრცის 3D გეგმის შედგენის საშუალებას სულ რაღაც წამებში მოგცემთ. ის ყველა კუთხეს აფიქსირებს და ინტუიციურად კედლებს, იატაკებსა და ჭერებს ავსებს.

მეტი კომფორტისთვის საზომს სივრცითი ცნობიერებაც აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ხვდება, როცა სხვა ოთახში გადადიხართ და ამას დაკალიბრება აღარ სჭირდება. 

4 ინჩით MEAZOR 3D ბაზარზე ყველაზე პატარა საზომი მოწყობილობის ადგილსაც იკავებს, თუმცა ამასთან, 6 საკითხის გადაჭრაშიც დაგეხმარებათ, იქნება ეს წერტილოვანი დასკანერება, ლაზერული გაზომვა, კლაკნილი სივრცეების სკანირება, თარაზოთი გასწორება, მასშტაბებისა თუ დონეების განსაზღვრა. მის ყიდვას კი ამ ეტაპისთვის 249 დოლარად შეძლებთ.

რას ნიშნავს იყო თანამედროვე ფერმერი? — სოსო გიოშვილი

რა გავლენა აქვს Web3-ს ბრენდებზე?