15 ივნისს, Left Bank-ის ღია სივრცეში ქართული ბენდის, Mechanical Rainbow-ს კონცერტი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია Bloom Music, მთავარი მხარდამჭერი თიბისი ახალი თაობისთვის, პარტნიორი კი Jägermeister.
გარდა Mechanical Rainbow-სა, ღონისძიებაზე დაუკრავს ქართული ინდი-პოპ ბენდი „კოლექტივი“, მუსიკალური გაფორმება ZAKARE
Mechanical Rainbow ქართული ინდი/dream pop ბენდია თბილისიდან. ჯგუფი 2021 წელს ჩამოყალიბდა და მალევე მიიპყრო უამრავი ადამიანის ყურადღება. ბენდს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ჰიტებმა “HOPE” და “Sevdanarevi”, Kordz-თან და სტეფანესთან ერთად შექმნილი საერთო კომპოზიცია „სდექ“ კი 2024 წლის ზაფხულის ჰიტი გახდა. სიმღერები „მჯერა“ და „მახსოვს“ საჯაროდ პირველად შესრულდება Left Bank-ის სცენაზე.
*ბილეთის შეძენის შემთხვევაში, შეგიძლია დაიბრუნო 20% ქეშბექი თუ გაქვს თიბისის მოსწავლის ბარათი ან ხარ 18-23 წლის და გაქვს ახალი თიბისი ბარათი
ღონისძიების ბილეთების შეძენა კი შეგიძლიათ TKT.GE-ზე