in ,

როგორი იქნებოდა ვახშმის “სელფი” მე-17 საუკუნეში? – სახალისო ვიდეორგოლი IKEA–სგან

წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მეჩვიდმეტე საუკუნის საზოგადოება საკუთარი ვახშმის დეტალების საზოგადოებისთვის გაზიარებით ისე “შეპყრობილი” რომ ყოფილიყო, როგორც ეს დღეს ხდება?! მაღაზიათა ქსელი IKEA  წარმოგიდგენთ სახალისო ვიდეორგოლს.

 

 

მოქმედება მეჩვიდმეტე საუკუნეში, ერთ–ერთი დიდგვაროვანის სასახლეში ვითარდება: ვახშამი მზადაა, სუფრა გაშლილი, ოჯახიც შეკრებილია, ახლა სასწარაფოდ მხატვარია საჭირო: რამდენიმე საათი და ნატურმორტიც დახატულია. მხოლოდ გავრცელებაღა დარჩა. როგორ გაავრცელებდნენ მაშინ ასეთ ნახატს?! რაღა თქმა უნდა, სათითაოდ ჩამოატარებდნენ ოჯახებში, მოედნებზე, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. დარწმუნდებოდნენ, რომ ვახშმის ნატურმორტი ყველას მოსწონს (Like) და მხოლოდ ამის შემდეგ დააბრუნებდნენ მას სასახლეში. მოახსენებდნენ ბატონს, რომ საქმე გაკეთებულია და ოჯახიც შვებით შეუდგებოდა ვახშამს. 

ფულის დაგროვების ხელოვნება და ორიგამის განსაკუთრებული ფიგურები Raisin-სგან

ბურბონი წარმატების 62 წლიანი გამოცდილებით – Wild Turkey-ის ისტორიას მეთიუ მაკკონაჰი გვიამბობს