ალბათ, მთელ მსოფლიოს სმენია კარდაშიანების შესახებ, თუმცა სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, ვინ არის მილდრედ დრესელჰაუსი. რატომ? მილდრედი პირველი ქალბატონია, რომელმაც მეცნიერების ნაციონალური მედალი მიიღო, უმაღლესი ჯილდო ამ სფეროში. საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები და კომპანიები, რომლებისთვისაც ასეთი მიღწევების მქონე პიროვნებები გაცილებით უფრო პრიორიტეტულები არიან, ვიდრე რეალითი შოუს ვარსკვლავები. General Electric–მა (GE) გადაწყვიტა ქალბატონი მილდრედისთვის დამსახურებული ყურადღება მიექცია და სააგენტო BBDO–ს მიმართა.
https://www.youtube.com/watch?v=sQ6_fOX7ITQ
შეიქმნა ერთობლივი კამპანია, რომლის ფარგლებშიც ამ გენიალურ ქალბატონს ზუსტად ისე ექცევიან, როგორც ცნობილ მომღერლებსა და მოდელებს. პაპარაცები რეგულარულად დაყვებიან და მილდრედის ყველა ვიზიტსა თუ უბრალო გასეირნებას აშუქებენ. მედია და სოციალური ქსელები გამუდმებით მილდრედზე საუბრობენ, იქმნება გადაცემები და დიდი ქუჩის ბილბორდები. ასევე, გაყიდვაში გამოვიდა მილდრედ დრესელჰაუსის თოჯინები თავისი ბიოგრაფიით, იმისთვის, რომ ბავშვებმაც იცოდნენ ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის ისტორია და მიღწევები. კამპანია ამით არ დასრულდება, რადგან კიდევ ათასობით ასეთი განსაკუთრებული ქალბატონია მსოფლიოში, რომელიც არანაკლებ ყურადღებას იმსახურებს.












