in

მეცნიერებმა 99 მილიონი წლის აყვავებული მცენარე აღმოაჩინეს

ეს მცენარეთა განვითარების საიდუმლოს ამოხსნის

ალბათ, გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სამხრეთ აფრიკის ზოგიერთი აყვავებული მცენარე 99 მილიონი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა. თუმცა ისინი ატლანტაში ქარვის ბურთებში, აღმოაჩინეს. ორმა ყვავილმა, რომელიც ოდესღაც დღევანდელ მიანმარიში აყვავდა, შესაძლოა, გვიპასუხოს კითხვაზე — როგორ განვითარდა მცენარეები. მაშინ როცა, ჩარლზ დარვინი ამას “საშინელ საიდუმლოდ” მიიჩნევდა.

M2
M2

ეს ყვავილები მათი თანამედროვე ნათესავების მსგავსია. ქარვაში შენახულ ყვავილებს მკვლევრებმა Eophylica priscatellata და Phylica piloburmensis უწოდეს. იგივე გვარის Phylica-ს ყვავილებს მიაკუთვნეს, რომლებიც დღეს სამხრეთ აფრიკაშია.

საიდუმლო ამოხსნილია?

ცარცული პერიოდის (145-66 მილიონი წლის წინ) წიაღისეულ ჩანაწერებში აყვავებული მცენარეების უეცარი გამოჩენა ჩარლზ დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორიის არსებით ელემენტს ეწინააღმდეგება, რომლის თანახმადაც, ევოლუციური ცვლილებები ნელა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ხდება.

ფიქრობენ, რომ ხანძარი დიდი ხნის განმავლობაში ხშირი მოვლენა იყო, რასაც ბევრი მცენარეც ემსხვერპლა. თუმცა ყვავილებმა ევოლუციით ცეცხლთან გამკლავება და თესლის გაღვივება მაინც შეძლო. ამას კი ნიმუშებში ნაპოვნი ის ნიშან-თვისებებიც მოწმობს, რომლებიც ხანძრისადმი მიდრეკილ ადგილებში მყოფი მცენარეებისთვის დამახასიათებელი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ დინოზავრების დროს ბევრი გვიმრა, აყვავებული და წიწვოვანი მცენარე იზრდებოდა, Phylica Piloburmensis პირველი აყვავებული მცენარეა, რომელსაც დღეს ცოცხალი ნათესავი ჰყავს.

საინტერესოა ისიც, რომ დინოზავრის ეპოქის ქარვის ნამარხები მხოლოდ ჩრდილოეთ მიანმარის კაჩინის შტატის საბადოებშია ნაპოვნი.

მეცნიერებმა ფოლადზე ძლიერი და პლასტმასაზე მსუბუქი მასალა შექმნეს

betlive.club – “5 მიზეზი, რატომ უნდა გადმოწერო betlive.club-ის აპლიკაცია შენს მობილურ ტელეფონში”