in

მეცნიერებმა ბაქტერიებს X-სა და O-ს თამაში ასწავლეს

დიახ, X-სა და O-ს თამაშს უკვე ბაქტერიის წინააღმდეგ შევძლებთ… ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოს მეცნიერები აცხადებენ, რომ მათ E.coli-ს გენეტიკურად ინჟინირებულ ბაქტერიას სწორედ ეს თამაში ასწავლეს. 

M2
M2

„კოლი-ბაქტერიები ელექტრონული კომპონენტის მემრისტორის მსგავსად მოქმედებს, რომელიც კომპიუტერის ჩიპების შესაქმნელად გამოიყენება. ეს კი, თავის მხრივ, ტვინში სინაფსების მოძრაობის იმიტაციას აკეთებს, — განმარტავენ მეცნიერები.

შესაძლოა, ეს მიღწევა გამოსადეგი მრავალი სფეროსთვის იყოს. აქ კი ისეთი ცოცხალი მასალების შექმნაზე საუბრობენ, რომლებსაც მიკრობიომების დამზადება შეეძლება.

მაგრამ როგორ ითამაშებს ბაქტერია X-სა და O-ს?

ექსპერტთა ვარაუდით, ადამიანები თამაშს ფიგურის ცენტრში მოთავსებით იწყებენ, ბაქტერია კი ფიგურას წითელ ზონაში ათავსებს. თამაში გრძელდება და E.coli  გადაადგილების შესახებ ინფორმაციას იღებს. ამას იგი კონკრეტული ქიმიკატის მოძრაობით ხვდება, რადგან ერთ კვადრატს ერთი ქიმიური ნივთიერება შეესაბამება. თანაფარდობა იცვლება, რაც მას შემდეგი ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებს. თუმცა ბაქტერიებს რეაგირებისთვის რამდენიმე დღე სჭირდება…

მეცნიერთა თქმით, E.coli ფიგურებს შემთხვევითი შერჩევის შედეგად ათავსებს. სამომავლოდ კი მათი დახმარებით უფრო რთული ამოცანების შესრულებას გეგმავენ, მაგალითად, როგორიცაა, ხელნაწერის ამოცნობა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება

მხატვარი რობოტი გამოფენას მართავს