in

მეცნიერებმა თვალის მიკრონემსი შექმნეს

იგი თვალში რჩება და ბიოდეგრადირდება კიდეც…

მართალია, ეს ყველაფერი უფრო საშიში ფილმის კადრს ჰგავს, მაგრამ ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ თვალში კონკრეტული წამლების გაკეთებაა საჭირო. თუმცა ეს პროცესი არ არის ერთადერთი რამ, რაც საშინლად გამოიყურება. აქ ენდოფთალმიტის ბაქტერია უნდა ვახსენოთ, რომელიც თვალში ნემსის შესვლამდე შეიძლება მოხვდეს და იგი დააზიანოს. ეს განმეორებითი ინიექციითაც მარტივად ხდება. ამაზე უარესი კი ის არის, რომ ახლად გაკეთებულ ხვრელში სიმსივნური უჯრედებიც შეიძლება წარმოიქმნას და სხვა ადგილებშიც გავრცელდეს…

M2
M2

არსებული რისკების გათვალისწინებით, მკვლევართა ჯგუფმა თვალში წამლების ინიექციისთვის ახალი და პოტენციურად უკეთესი სისტემა განავითარა. ახალი ტექნიკა პრეკლინიკურ ტესტებში საკმაოდ წარმატებულიც იყო, თუმცა, სამწუხაროდ, იგი მაინც მოითხოვს ნემსის თვალში გაკეთებას…

„შესაძლოა, წამლების მიწოდების მკურნალობის ამ ახალმა მეთოდმა თვალის სერიოზული დაავადებების მკურნალობისას ნემსების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები თავიდან აგვაცილოს, — აცხადებს ალი ქადამჰასეინი, მკვლევარი.

თვალის ინიექციის სამეცნიერო ტერმინი ინტრავიტრეალური ინიექციაა, ის წამალს მინისებრ სხეულში ათავსებს და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორისაა ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია (AMD) და დიაბეტური თვალის დაავადება. ახლა კი მეცნიერთა ჯგუფმა ულტრა თხელი ნემსი შექმნა, რომელიც თვალში რჩება და ბიოდეგრადირდება კიდეც. მიკრონემსს ჰიდროგელის შესაერთებელიც” აქვს, რათა ხვრელი დახუროს და წამალი გამოუშვას. 

საინტერესოა ისიც, რომ კონკრეტული სისტემა მეცნიერებმა რამდენიმე გზით გამოცადეს. პირველად მიკრონემსები ღორის ამოკვეთილ თვალებში გააკეთეს, რამაც აჩვენა, რომ ხვრელი დაიხურა და წამალი თვალში გავრცელდა, თანაც, ზუსტად ისე, როგორც ფიქრობდნენ. შემდეგ კი იგი უკვე ცოცხალ ღორებს გაუკეთეს, ერთი კვირის შემდეგ ნახეს, რომ მიკრონემსი კონკრეტულ ადგილზე კვლავ საიმედოდ იყო დამაგრებული და არანაირ გაჟონვას არ ჰქონია ადგილი.

წამლის მოდელის როდამინ B-ის ფლუორესცენტური სიგნალი ბადურას ღრმა ქსოვილებში აშკარა იყო, ბადურას პიგმენტური ეპითელიუმი კი ნემსიდან ყველაზე შორს მდებარეობდა. ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ წამალი მიკრონემსის წვერიდან მინისებრ სხეულსა და ბადურაზე წარმატებით გაიფანტა, — განმარტავენ მკვლევრები.

როგორც წესი, მსგავს ექსპერიმენტებს რეალობაში დანერგვამდე დიდი გზა აქვს გასავლელი… უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცხოველებში ხანგრძლივი კვლევების ჩატარებაც იქნება საჭირო, მაგრამ ამ ეტაპისთვის ეს არსებული პრობლემის უკეთესი გადაწყვეტის გზად ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

დროებითი ტატუ არტერიულ წნევას აკონტროლებს

ექვსი KPI, რომელიც მარკეტინგის გუნდს უნდა დავუსახოთ