in

მეცნიერებმა უძველესი დნმ აღმოაჩინეს!

ამისათვის მამონტის კბილების დეგრადირებული დნმ გამოიყენეს

მილიონი წლის წინ არსებული მამონტის ნარჩენების ანალიზმა უძველესი დნმ და მამონტის პოტენციურად ახალი სახეობა გამოავლინა. ასევე, ახალი კვლევა აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა, დნმ-ის კიდევ უფრო ძველი ნიმუშებიც იყოს შემორჩენილი. ეს მამონტის ევოლუციურ ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპის საწყისს წარმოადგენს.

როგორც იცით, დნმ უმეტეს გარემოში საკმაოდ სწრაფად იშლება. ბაქტერიების, წყლის, ულტრაიისფერი სინათლის ან ფერმენტების ზემოქმედება არღვევს მას. მუდმივ ყინვაშიც კი, სადაც პირობები უფრო ხელსაყრელია, ეს ფაქტორები ნელ-ნელა იწვევს მის დეგრადირებას. საბედნიეროდ, 1970 წელს ციმბირში აღმოჩენილი მამონტების დნმ-ის  გარკვეულმა ნაწილმა ჩვენამდე მაინც მოაღწია.

მამონტების (სახელწოდებით კრესტოვკა, ადიჩა და ჩუკოჩია) ასაკის განსასაზღვრად მკვლევრებმა მამონტის კბილებიდან დეგრადირებული დნმ აიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მამონტის კბილების დნმ საკმაოდ ფრაგმენტული იყო, თანამედროვე ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახადა მისი აღდგენა. შედეგად აღმოჩნდა, რომ კრესტოვკა მამონტების აქამდე უცნობ გენეტიკურ ხაზს ეკუთვნის და დაახლოებით 1.1 ან 1.2 მილიონი წლის წინ არსებობდა.

სპილოების დნმ-ისა და ახალგაზრდა მამონტის ნიმუშების შედარების გზით, მეცნიერებს შეეძლოთ, გამოეყოთ ფრაგმენტები, რომლებიც მხოლოდ ეგზემპლარისთვის იყო დამახასიათებელი.

საინტერესოა, რომ კრესტოვკას დნმ-ის გარკვეული ნაწილი კოლუმბიური მამონტის გენომში არსებობს, რაც ბევრ კითხვას ბადებს. ეს ფაქტი იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, კოლუმბიური მამონტი ბეწვიანი და ჯერჯერობით უცნობი განშტოების ჰიბრიდულ სახეობას წარმოადგენდეს.

“მე მიყვარს ეს კვლევა. 2003 წლიდან ველოდი, როდის გამოავლენდა ჩვენი სამყარო უძველეს გენომს” – ამბობს ლუდოვიკ ორლანდო, მკვლევართა გუნდის ხელმძღვანელი. აქამდე დნმ-ის უძველესი აღდგენილი ნიმუში კანადაში, იუკონის გაყინულ ნიადაგებში აღმოჩენილ ცხენს ეკუთვნოდა, რომელიც 750 000 წლის წინ ცხოვრობდა.

ეკა ყიფიანი: „ჩემთვის ეს პოზიცია მწვრთნელობას ჰგავს… ოღონდ, მოედანზე მეც ვთამაშობ“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „გლობალური პოლიტიკა და უსაფრთხოების კვლევები“