in

მეცნიერებმა გიგანტურ ღრმულში უძველესი ტყე აღმოაჩინეს

ჩინელმა მეცნიერებმა აქამდე უცნობი მცენარეებისა და ცხოველების სახეობები ლეიეს ოლქში არსებულ ღრმულში აღმოაჩინეს. ამ ადგილზე სამი გამოქვაბული და უძველესი ტყეც იპოვეს, რომელიც მის სიღრმეში იმალება. მასში 100 ფუტის სიმაღლის ხეებსაც კი შეხვდებით.

M2
M2

არ გამიკვირდება გამოქვაბულში ისეთი სახეობები რომ აღმოაჩინონ, რომლებიც აქამდე მეცნიერთა მიერ არასდროს აღწერილა, — ამბობს ჩენ ლიქსინი, ექსპედიციის ჯგუფის ხელმძღვანელი. 

რეგიონში გამოქვაბულების შესწავლისას, ზოგიერთმა მოყვარულმა მკვლევარმა 1000 ფუტის სიგრძისა და 629 ფუტის სიღრმის ღრმულიც კი იპოვა. ხოლო ქვეყანაში ასეთი დაახლოებით 30 ადგილია… 

რაც შეეხება ლიქსინის მოსაზრებას, სავარაუდოდ, იგი მართალი უნდა იყოს, რადგან მსგავსი იზოლირებული გარემო საინტერესო, უნიკალურ მცენარეებსა და ცხოველებს წარმოშობს. ამის ცნობილი მაგალითი გალაპარგოსის კუნძულებია, რომელიც რამდენიმე ისეთი სახეობითაა ცნობილი, რაც სხვაგან არ შეგხვდებათ… ახლად აღმოჩენილი უძველესი ტყის შესახებ კი ჯერ მრავალი დეტალია უცნობი, თუმცა მეცნიერებს დიდი აღმოჩენების იმედი აქვთ. 

Cosmo: „თავიდან, მხოლოდ 3 ყელსაბამის მასალა და 2 ადამიანის უდიდესი მონდომება იყო“

Skoda Fabia-ს ახალი ტექნოლოგია – მძღოლების დამხმარე სრულყოფილი ასისტენტი