სამედიცინო მომსახურება ბინაზე, მაღალკვალიფიციური ექიმების მომსახურება სახლიდან გაუსვლელად და მაღალტექნოლოგიური აპარატურა – მედ.კო ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცენტრია, რომელიც ინოვაციურ სერვისებს გთავაზობთ. პანდემიის გამოწვევების ფონზე შექმნილი კომპანიის შესახებ სამედიცინო ცენტრ მედ.კოს დამფუძნებელი – ხატია ფიჩხაია საუბრობს:
რა არის სამედიცინო ცენტრი მედ.კო?
სამედიცინო ცენტრი მედ.კო არის პირველი მულტიპროფილური სამედიცინო მომსახურება სასურველ მისამართზე გამოძახებით. მისი დაარსების იდეას პანდემიის პერიოდის გამოწვევები უდევს საფუძვლად. ჩვენი მიზანია, ამბულატორიული ტიპის სამედიცინო სერვისები უფრო მოქნილი გავხადოთ და მოსახლეობას მივაწოდოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სასურველ მისამართზე. დღეს ქვეყანაში არაერთი მსგავსი ტიპის სამედიცინო სერვისი არსებობს. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, პაციენტებს შევთავაზოთ სხვადასხვა პროფილის ამბულატორიული მომსახურება ერთ სივრცეში და ვუპასუხოთ, არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ვითარების გამოწვევებს, არამედ – ხელი შევუწყოთ სხვადასხვა ნოზოლოგიის მართვასა თუ დიაგნოსტირების.
რა სერვისებს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?
მედ.კო პაციენტებს სთავაზობს სრულყოფილ პედიატრიულ პატრონაჟს სასურველ მისამართზე გამოძახებით – რაც ჯერჯერობით უალტერნატივო მომსახურებაა. აგრეთვე, ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ფართო სპექტრს. მედ.კო აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების 50-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ ექიმს, თანამედროვე ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებს. ცენტრი აღჭურვილია 2021 წლის აპარატურით. ბინაზე მომსახურება მოიცავს ექიმის ვიზიტს სასურველ მისამართზე, პაციენტის ანამნეზის შესწავლას, მისთვის კონსულტაციის გაწევას, მკურნალობის ინდივიდუალური ტაქტიკის შერჩევას და შესაბამის მართვას. პაციენტებს ემსახურება პირადი სამედიცინო ასისტენტი, რომელიც მაქსიმალურად მოკლე დროში აგვარებს მათ საჭიროებას. ჩვენი მომსახურებებით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა მიმართულებით.
- ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა – სხვადასხვა სეგმენტის ექოსკოპიური კვლევა ბავშვებშიც და მოზრდილებშიც. გამოვყოფ რამდენიმე მათგანს: ორსულთა სამეანო ექოსკოპია, ნეიროსონოსკოპია და მენჯ-ბარძაყის კვლევა ჩვილებში; ასევე: მოზრდილთა გინეკოლოგიური ექოსკოპია, სახსრის ექოსკოპია, რბილი ქსოვილების ექოსკოპია, დოპლეროგრაფია და სხვა;
- ციფრული რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა – მედ.კოს რადიოლოგიური მომსახურება მოიცავს როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების სხვადასხვა სეგმენტის კვლევებს. მათ შორის: გულმკერდის, კიდურის, სახსრის, ხერხემლის სვეტის (ბავშვებში) და სხვა რენტგენოლოგიურ დიაგნოსტიკას;
- ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი;
- Covid 19-ის დიაგნოსტიკა: PCR და სწრაფი ტესტირება SARS-CoV Antigen-ი ნაცხით;
- სმენის ხარისხის განსაზღვრა – აუდიომეტრია;
- გარეგანი სასუნთქი სისტემის ფუნქციის კვლევა – სპირომეტრია;
- 24-საათიანი ჰოლტერის მონიტორირება;
- ეკგ – ელექტროკარდიოგრაფია.
რა სამომავლო გეგმები აქვს კომპანიას, განვითარების რა ეტაპებს უნდა ველოდოთ?
სამედიცინო ცენტრს აქვს რამდენიმე ეტაპიანი განვითარების სტრატეგია. უახლოეს პერიოდში გაიმართება პედიატრიული პატრონაჟის პრეზენტაცია, შემდგომი ეტაპი გახლავთ მოხუცებულთა პატრონაჟი, რაც მოიცავს როგორც სამედიცინო კომპონენტს, ასევე ხანდაზმული პაციენტებისთვის სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ სარეაბილიტაციო და გამაჯანსაღებელ სერვისებს. სამედიცინო ცენტრს ჰყავს არაერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი რომელთა მხარდაჭერით, ერთობლივი ინიციატივების ფარგლებში მრავალ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ მოსახლეობას. სამედიცინო ცენტრის სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდზე და ასევე ვებ-პლატფორმაზე www.medco.ge.
[R]