MedCom სამედიცინო მარკეტინგული სააგენტოა, რომელიც ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებს კონსულტაციასა და მომსახურებას უწევს. „ონალინ“ პლატფორმა დაწესებულებებს სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში ეხმარება. როგორც თავად ამბობენ, მოთხოვნიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, გაჩდა აუცილებლობა, სამედიცინო სერვისები და სიახლეები მარკეტინგული გათვლებით განისაზღვროს. სწორედ ამიტომ შეიქმნა „მედკომი“.

სააგენტო, სამედიცინო კომპანიებსა და დაწესებულებებს, შემდეგ მომსახურებებს სთავაზობს: მარკეტინგული კონსულტაცია, ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი, მედია განთავსება, სარეკლამო რგოლების გადაღება, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განთავსება. როგორც ტატიანა გვენეტაძე ამბობს, ეს სერვისები, სამედიცინო დაწესებულებების ეფექტურად მუშაობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია:
„სამედიცინო დაწესებულებებს გაუჩნდათ მოთხოვნა, დაიქირაონ კომპანია, რომელიც კომპეტენტური იქნება როგორც თანამედროვე მარკეტინგული აქტივობების შემუშავების, ისე მედიცინის კუთხით. MedCom დაარსებულია ექიმების, ჯანდაცვის მენეჯერების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებისა და მარკეტერების მიერ. მათ ზუსტად იციან, პაციენტის მოთხოვნილების ფსიქოლოგია, აქვთ გამოცდილება, შექმნან და შეფუთონ პროდუქტი ისე, როგორც ამას მოითხოვს ბაზარი“, – ამბობს MedCom-ის დამფუძნებელი ტატიანა გვენეტაძე.
მისივე თქმით, სამედიცინო ბიზნესი მსოფლიოში და ცხადია, საქართველოშიც მუდმივად და დინამიურად ვითარდება. ციფრული ეპოქაში აუცილებელია მიმდინარე სიახლეებისა და თანამედროვე მარკეტინგული აქტივობების გამოყენება.

„კონკურენტუნარიან ბაზარზე ოპერირებისას, სამედიცინო დაწესებულებებისთვის მნიშვნელოვანია, სამედიცინო ბიზნესის საქმიანობის სფეროში ინტეგრირებული იყოს მარკეტინგული კონცეფციები. მარკეტინგულ აქტივობებზე დაყრდნობით, მარტივად არის შესაძლებელი სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის ოპტიმიზაცია და ზრდა – განვითარება. სწორედ ამ მიზნით შევქმენით MedCom. გზა იდეიდან მის განხორციელებამდე, საინტერესო და ვრცელი იყო – მედიცინა და მარკეტინგი ერთმანეთთან ჰარმონიულად, აკურატულად უნდა გაგვეერთიანებინა, თანაც, საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტილებებით. ასე შეიქმნა პირველი სააგენტო ქართულ ბაზარზე, რომელიც სამედიცინო მარკეტინგის მიმართულებით მუშაობს”.
ტატიანა გვენეტაძის თქმით, სამედიცინო სფეროში სწორი მარკეტინგული კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. MedCom კი ზუსტად ამ მიმართულებით ეხმარება კომპანიებს.

„ყველაზე დიდი განსხვავება ტრადიციულ მარკეტინგს და სამედიცინო მარკეტინგს შორის არის ის, რომ თუ პირველ შემთხვევაში კომუნიკაციას ვამყარებთ კლიენტთან, მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს პაციენტთან. ადამიანები, რომლებიც ინტერნეტით ეძებენ ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულებებსა და მომსახურებებზე, განიცდიან საკუთარი, ან ახლობლების ჯანმრთელობის ამბავს. როდესაც ჩვენ ვერთვებით მათთან კომუნიკაციაში, ძალიან განსხვავებული მიდგომა გვაქვს, აქ მთავარია ნდობა. მოთხოვნა საკმაოდ დიდია, დაინტერესებაც. თუმცა, არის სირთულეებიც, რაც დაკავშირებულია „აუთსორს“ კომპანიის დაქირავებასთან და ნდობის საკითხებთან. სამედიცინო ბიზნესისთვის მაინც რთული გადაწყვეტილებაა მარკეტინგული სერვისებისთვის ცალკე ბიუჯეტის გამოყოფა, თუმცა ამ ბოლო დროს უკეთესობა შეინიშნება“, – ამბობს ტატიანა გვენეტაძე.
მისივე თქმით, MedCom-ს წინ ძალიან ბევრი გეგმა აქვს.
„გვინდა, სამედიცინო კამპანიები დავიწყოთ. აქვე გეტყვით რომ „მედქომი“ იქნება პლატფორმა, საიდანაც ჩვენი გამომწერები შეიტყობენ ბევრ საინტერესო და აუცილებელ ამბებს მედიცინაზე, ჯანმრთელობაზე“.
[R]












