ბათუმში „სილქ ჰოსფითალითის“ ორი ახალი ობიექტი – კაფე „ბოტანიკო“ და რესტორანი „მედეა“ გაიხსნა. „მედეა“ მომხმარებლებს ქართულ სამზარეულოს სთავაზობს, „ბოტანიკოში“ კი, ევროპული კერძების დაგემოვნება შეგიძლიათ. რესტორნისა და კაფეს სამზარეულო ვიზიტორებისთვის საუკეთესო კულინარიული გამოცდილების შექმნაზეა ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ინგრედიენტების ხარისხს, რაც კერძების მომზადებისას გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ მენიუ მოიცავს როგორც შავი ზღვის, ისე ოკეანის პროდუქტებს. კვების ობიექტების კონცეფციასა და მენიუზე შეფმა ირაკლი ასათიანმა შეიმუშავა. მარკეტერთან ინტერვიუში ის „მედეასა“ და „ბოტანიკოს“ შესახებ გვესაუბრა.
ყოველთვის სასიამოვნოა, როცა კერძო დაწესებულება ცდილობს თავის სტუმართან გულწრფელი ურთიერთობა დაამყაროს. საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ინდივიდუალური მიდგომა. ქართული სტუმარ-მასპინძლობის სფერო განვითარების ეტაპზეა. შესაბამისად, მომხმარებლის მოლოდინი უფრო მაღალია.
M: რა სჭირდება მომხმარებელს, რომელიც ქართულ და ევროპულ სამზარეულოს ეძებს რესტორანსა და კაფეში? რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით, ბათუმსა და მთლიანად, ზღვისპირეთში?
დღესდღეობით, მომხმარებელს ესაჭიროება მაღალი ხარისხის პროდუქტებისგან მომზადებული გემრიელი საჭმელი, კარგი მომსახურება და სასიამოვნო გარემო. ეს ერთობლიობა სასიამოვნო გამოცდილებას ქმნის.
სამწუხაროდ, ბათუმში და მთლიანად, ზღვისპირეთში ძალიან მძიმე მოცემულობაა მასპინძლობის სფეროში. ძალიან ცოტა ადგილი მახსენდება, სადაც გემრიელი კერძების მირთმევაა შესაძლებელი, თუმცა ესეც გემოვნებაზეა დამოკიდებული.
M: რა კონცეფციაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა რესტორან „მედეასა“ და კაფე „ბოტანიკოს“ სამზარეულო?
„მედეას“ კონცეფცია მთლიანად ქართულ კულინარიაზეა აგებული. ამ მიმართულებით ყველა კერძი სახეცვლილია, მაგრამ ინარჩუნებს უნიკალურობას. თითოეული კერძის კომპონენტებზე ნაფიქრია და მაღალი ხარისხის პროდუქტითაა შექმნილი. რაც შეეხება, „ბოტანიკოს“ კონცეფციას, ის ყველა ასაკის ადამიანის გემოვნებაზეა მორგებული. აქ არის შედარებით მარტივი, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძები. მისი მნიშვნელობიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, შევეცადეთ უფრო მრავალფეროვანი მიმართულებით წავსულიყავით.
M: როდესაც „მედეასა“ და „ბოტანიკოსთან“ მიმართებაში ვამბობთ „საუკეთესო კულინარიული გამოცდილება ბათუმში“, რას ვგულისხმობთ?
„საუკეთესო კულინარიულ გამოცდილება ბათუმში“ – გულისხმობს ისეთ გემოს თითოეული კერძის გასინჯვისას, როგორიც არ დაგავიწყდებათ.
M: ვინაიდან რესტორნები ზღვისპირეთში მდებარეობს, საინტერესოა ზღვის პროდუქტებით რა კერძები მზადდება თქვენს რესტორნებში?
ამ მხრივ, საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვექნება. მენიუში უკვე გვაქვს შავი ზღვის პროდუქტები. ასევე, როგორც ვახსენეთ, ვამატებთ ოკეანის თევზით მომზადებულ კერძებსაც, რომლისთვისაც პროდუქტებით Rungis Market მოგვამარაგებს.
M: ვიცით რომ საკვების ხარისხზე დიდ გავლენას საკვები ინგრედიენტები ახდენენ. როგორია ორივე რესტორნისთვის მათი მოძიების პროცესი?
კერძებს არ გამოვყოფ ერთმანეთისგან, რადგან ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია. ორივე რესტორანში საკმაოდ მრავალფეროვანი მენიუა. ზოგადად, სარესტორნო ბიზნესში ყოველთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქტის გამოყენება კერძებში. რა თქმა უნდა, სეზონურად უნდა შეიცვალოს ინგრედიენტებიც. ეს საკითხი არა მარტო ჩვენი რესტორნისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ საჭიროა ადგილობრივი ფერმების წახალისება და ხელშეწყობაც, რათა მომავალში უფრო კარგი და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ.
M: როგორია რესტორნისა და კაფეს განვითარების გეგმა?
როგორც იცით, ჩვენი კომპანიის განვითარების რიტმიდან გამომდინარე, „მედეასა“ და „ბოტანიკოს“ შემთხვევაშიც არ ვაპირებთ გაჩერებას, ვგეგმავთ ქართული კულინარიის უფრო მეტად წინ წამოწევასა და განვითარებას, მენიუების სეზონის მიხედვით შეცვლას, რათა მომხმარებელს მრავალფეროვნება შევთავაზოთ. როგორც აღვნიშნე, უახლოს მომავალში ვამატებთ Rungis Market-ის პროდუქტს, რომელიც კიდევ უფრო განსაკუთრებულს გახდის ჩვენს მენიუს.
[R]