რატომ იმატა შემთხვევებმა, როდესაც სამსახურის მაძიებლები გასაუბრების შემდეგ იკარგებიან (Candidate Ghosting-ის ფენომენი), როგორ მოვარგოთ ბიზნესი COVID-19-ის დროს წარმოქმნილ ახალ რეალობას, როგორ მოვემზადოთ პანდემიის შემდეგ ოფისებში დასაბრუნებლად და როგორ ვაქციოთ ჩვენი კომპანია „Z თაობისთვის“ უფრო მიმზიდველ სამუშაო ადგილად? – ამ თემებზე, „მარკეტერის“ პოდკასტის ახალ ეპიზოდში, HR კომპანია „ინსორსის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მედეა ტაბატაძემ ისაუბრა.
„მარკეტერის“ პოდკასტს წარმოგიდგენთ „საქართველოს ბანკი ბიზნესი“.
ყველა ეპიზოდის მოსმენა შეგიძლიათ ვებგვერდზე www.podcast.ge. ასევე, პლატფორმებზე – Apple, Google Podcasts და Spotify.