in

„ვცდილობ, რაიმეს არცოდნამ ხელი არ შემიშალოს და სწავლის ჩვევაც აქედან მოდის“ – მედეა ტაბატაძე

„თვითგანვითარების დღიურების“ ამ სერიით, საგანმანათლებლო მარკეტფლეისი upway ახლის სწავლისა და განვითარების მნიშვნელობას გვახსენებს. თვითგანვითარების სურვილი ის გამწევი ძალაა, რომელიც რაღაც ახლის შეცნობისკენ გვიბიძგებს ხოლმე. უწყვეტი თვითგანვითარება პროფესიონალების ხელწერაა. ასეა მედეა ტაბატაძისთვისაც, რომელიც Insource-ის ორგანიზაციული განვითარებისა და მართვის კონსულტანტობის პარალელურად, სწავლობს პროგრამირებას, მონაცემთა ანალიტიკას, პროდუქტის მენეჯმენტსა და სხვა მიმართულებებს და თვითგანვითარება ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად მიაჩნია.

ყველაფერი მაინტერესებს ხოლმე დედამიწის ზურგზე, ამიტომ ახლის სწავლის სურვილი ხშირად მეუფლება. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც დავალების შესასრულებლად და პრობლემის გადასაჭრელად დამატებითი ცოდნის საჭიროებას ვხედავ. ჩემი დაკვირვებით, ახლის სწავლას ორ შემთხვევაში ვიწყებ – თუკი ჩემთვის საინტერესო სფეროში მნიშვნელოვან საკითხებს აღმოვაჩენ და მეორე – სამუშაოს პერსპექტივიდან გამომდინარე, როცა კონკრეტული იდეის ხორცშესხმა მინდა. ძალიან ვცდილობ, რაიმეს არცოდნამ ხელი არ შემიშალოს და სწავლის ჩვევაც აქედან მოდის. ასე ჩავიხედე მარკეტინგში, PR-ში, ტექნოლოგიებში თუ ფინანსების მართვაში. შინაგანად მაქვს მოთხოვნილება, რომ საბაზისო ცოდნაზე მეტი მქონდეს მომიჯნავე სფეროებში, ვიცოდე, სად და როგორ მოვიძიო დამატებითი ინფორმაცია, კონკრეტული შედეგის მისაღებად. ერთადერთი, რის დანაკლისსაც განვიცდი იმის გარეგანი შეფასებაა, თუ Soft Skills-ის მხრივ, რა მჭირდება და როგორ უნდა განვვითარდე.

ამ დროისათვის, ვაგრძელებ პროგრამირების სწავლას, უცხო ენას, მონაცემთა ანალიტიკას, პროდუქტის მენეჯმენტსა და დიზაინ ფიქრს. შარშან დავასრულე Warton-ის კურსი Executive Education – ლიდერშიფი 21-ე საუკუნეში და ციფრული ტრანსფორმაცია. განსაკუთრებით გამოჩნდა ჩემი გადაწყვეტილების სისწორე Stanford-ის ახლანდელ რთულ სასწავლო პროგრამაში – Lead. ყველაფერი გამომადგა, რაც ვისწავლე, კვლევებს ვაკეთებ ხოლმე და ვამუშავებ შედეგებს, ანალიტიკის ცოდნა მეხმარება ჰიპოთეზის სწორად დასმაში და კიდევ ახლის სწავლაში.

ზოგადად, ძალიან მიყვარს რიცხვებით შეფასება და დასაბუთება. სულ ვინტერესდები კვლევების შედეგებით, შესაბამისი გამოცემების გამომწერიც ვარ. ამ ინტერესმა მიმიყვანა მონაცემთა ანალიტიკის სწავლამდე. ძალიან მომწონს პროდუქტ მენეჯმენტი. ვფიქრობ, ნებისმიერ სფეროში შეგიძლია შექმნა პროდუქტი, რადგან ნებისმიერი გადაწყვეტა არის პროდუქტი მომხმარებლისთვის. მინდა, ამ კუთხით მეტად განვვითარდე. რაც შეეხება Stanford-ისა და Warton-ის სწავლებას, მინდა უფრო დამაჯერებელი ცოდნა მქონდეს. რის სწავლასაც ვირჩევ, ყველაფერი ძალიან მაინტერესებს და მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო. ვფიქრობ, ეს კურსები არის ის, რაც ტექნოლოგიებსა და მართვის სფეროში ძალიან სჭირდება ადამიანს – საჭიროა ანალიტიკაც, დიზაინ ფიქრიც.

ადამიანისთვის მუშაობა, როგორც ქმედება ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია გაწეული შრომის სანაცვლოდ „ჯილდოს“ მიღება და არაა აუცილებელი ეს „ჯილდო“ ფული იყოს. დღევანდელი მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლება. რომ დავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ, რომ 3 წლის წინ ერთსა და იმავე საქმეს სხვანაირად ვაკეთებდით, დღეს – სხვანაირად. ამიტომ, როდესაც ადამიანს არ (აღარ) გააჩნია უნარები, რომლითაც ის თანამედროვე სამყაროში შეძლებს ისეთი სამუშაოების შესრულებას, რის შედეგადაც თუნდაც გარემოცვისგან ან გუნდის წევრებისგან მიიღებს დადებით შეფასებას, აღიარებას, მან აუცილებლად უნდა ისწავლოს ახალი. უნდა ჰქონდეს დიდი ინფორმაცია, ბევრი სასარგებლო უნარი. როდესაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა გარემოში საკუთარ თავს დაეყრდნოს, ადაპტირდეს და გამოამჟღავნოს უნარები, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი შედეგია თანამედროვე სწრაფად ცვალებად სამყაროში. სწავლით იმდენად ვარ დატვირთული, რომ ძალიან მენატრება არაპროფესიული წიგნების კითხვა, თუ შეიძლება ასეც ვთქვათ – „წაკითხვა მშია“.

რასაკვირველია, არის იმის დიდი შანსი, რომ გარკვეულ პროფესიებს მართლაც ჩაანაცვლებს ტექნოლოგია, მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი ჩემზე უკეთ წერს პროგრამულ კოდს. ასეთ დროს, მე ვფიქრობ, რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ეს ტექნოლოგია სწორად და ეფექტურად მივმართო.

ტექნოლოგიების განვითარებასთან და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებთან ერთად, დიდი შანსია, რომ ადამიანის ძველ და ახალ აქტუალურ უნარებს შორის უფსკრული გაჩნდეს. სწორედ ამიტომაა საჭირო მუდმივი განვითარება, რომ მსოფლიოში მიმდინარე დინამიკურ ცვლილებებს ავუწყოთ ფეხი.

არ გადადო თვითგანვითარება, აღმოაჩინე 300-ზე მეტი კურსი საუკეთესო სკოლებისგან upway-ზე. რუბრიკის წარმდგენია upway – კურსების პირველი მარკეტფლეისი, რომელიც აერთიანებს კურსებს ტექნოლოგიების, ბიზნესის, მარკეტინგის, ჰობის და ბავშვების განვითარების მიმართულებით.

CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა – ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს!

დაფარე ტოპ|ქარდის გადასახადი საკომისიოს გარეშე მხოლოდ PayBox-ის ტერმინალებში