in

მედიის და ჟურნალისტების როლი პანდემიების ან საშიში ინფექციების დროს

ახლა, როდესაც სამყარო საკმაოდ დიდ, კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ყველა შემთხვევაში ჩნდება პანიკა, რომელიც ზრდის მოთხოვნას ინფორმაციაზე, რაც ამ დაავადებას ეხება. სოციალური ქსელი გახდა შეუცვლელი წყარო უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის, რაც ყველაზე აქტუალურ საკითხს წარმოადგენს. აღნიშნული თემისადმი საზოგადოების ინტერესი ბუნებრივია, მაღალია, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში.

bog
bog-mob

 

საზოგადოებრივი ინტერესი დიდია და აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა სრულიად მობილიზებულია ამ ინტერესის საპასუხოდ. უკლებლივ ყველა უწყება, რომელიც ვალდებულია, ამ ვირუსის შესახებ ჩვენს ყველა საფუძვლიან თუ უსაფუძვლო შიშებზე რეაგირება მოახდინოს, ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს. ამისთვის დიდი მადლობა მათ.

კორონავირუსი, ასევე, მცდარი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ თემად იქცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველამ ვიცით. ისიც ვიცით, რომ მისი მიზანი მსოფლიო ხალხების ჯანმრთელობის მაღალი დონის მიღწევაა. სწორედ მათ, ამ რთულ პერიოდში, გამოაცხადეს, რომ ებრძვიან არამარტო კორონავირუსის პანდემიას, არამედ – ინფოდემიასაც. ეს ნიშნავს, რომ არასწორი ინფორმაციაც პანდემიური საშიშროებაა საზოგადოებისთვის. კორონავირუსის პანდემია არ არის პირველი შემთხვევა, რომელიც სოციალური ქსელების ეპოქაში დადგა. მაგრამ დღეს საქმე უფრო რთულად გვაქვს – აღნიშნულმა პანდემიამ ყველას და ყველაფრის დღის წესრიგი შეცვალა.

მედიცინის გაშუქება ხომ ცალკე საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმდინარეობაა. ყველაზე სპეციფიკური , რასაც ძალიან აკურატულად უნდა მოვეკიდოთ ნებისმიერ პერიოდში, იქნება ეს პანდემია, თუ – არა. აქ თითოეული სიტყვა ატარებს ძალას, იმიტომ რომ საქმე გვაქვს ყველაზე ძვირფას და თუ მარკეტინგულად ვიტყვით, ძვირადღირებულთან – ჯანმრთელობასთან. ამ თემის მიმართ ყველა ძალიან მგრძნობიარეა.

თუ ზოგად ჭრილში განვიხილავთ პრობლემებს, ეს პირველ რიგში, მედიცინის ენის ანუ ტერმინების გაგების პრობლემაა, რაც აუარესებს ისედაც რთული ინფორმაციის გაგებას. ჩვენ მედიცინის გაშუქებისას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ სამედიცინო ტერმინებს და შეძლებისდაგვარად, პოპულარულ ენაზე ავხსნათ ყველაფერი ის, რაც ახლა ყველაზე ძალიან გვაწუხებს და გვაინტერესებს.

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არასწორი ინფორმაციის პანდემიური გავრცელება, გავითვალისწინოთ:

  • ინფორმაცია მოვიძიოთ და გავავრცელოთ მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებზე დაყრდნობით
  • ნებისმიერი სახის ვირუსის სიმპტომი შესაძლოა არ იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების მანიშნებელი. დავაკვირდეთ, პანიკას ნუ ავყვებით, ვიზოლირდეთ (ყველა სახის გრიპის დროს ასე უნდა ვიქცეოდეთ) და თუ გვაქვს შესაძლო დაინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია, მივმართოთ შესაბამის დაწესებულებას
  • უფრო მეტად ვისაუბროთ გამოჯანმრთელებულ და მალე რომ გამოჯანმრთელდებიან იმ პაციენტებზე
  • ავუკრძალოთ ჩვენ თავებს ე.წ. „ფეიქ“ ნეგატიური ნიუსების გაზიარება ჩვენსავე გვერდებზე, თან რომ შეკითხვას ვამატებთ ხოლმე – „ეს ნამდვილია“? ჩვენი გაზიარებული „ნიუსი“ აზიანებს ძალიან ბევრ ადამიანს და ესეც პასუხისმგებლობაა
  • სულ გვახსოვდეს, რომ მენტალური ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუნდაც, სულ მცირე, გადაიკითხეთ ტერმინ „ფსიქოსომატიკას“ განმარტება/ახნა, ან აქვე გეტყვით : ცნობილია, რომ ფსიქიკური განცდები იწვევს შემდეგ ფიზიკურ სიმპტომებს: აჩქარებული გულისცემა, გულისრევის შეგრძნება, ტემპერატურა, ოფლიანობა, კანკალი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, თავის ტკივილი, აჩქარებული სუნთქვა და ა.შ.
  • შევქმნათ უფრო მეტი „ონლაინ კომუნა“, ჯგუფები მეტი აქცენტებით და სწორებით დადებით ამბებზე, მსოფლიოდან და საქართველოდან

 

ავტორი: ტატიანა გვენეტაძე

პარტნიორის კონტენტი

როგორ შევინარჩუნოთ ფსიქიკური კეთილდღეობა COVID-19-ის გავრცელებისას – რჩევები ხანდაზმულთათვის

COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების გამო, Amazon-ის თანამშრომელთა რიცხვი 100 000-ით გაიზრდება