მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს სარეკლამო ბაზარი კიდევ უფრო დაუახლოვდა გლობალური მედიის (როგორც სატელევიზიო, ისე ციფრული) ტენდენციებს.
ბოლო წლებია ტელევიზია და ციფრული მედია დომინანტ საკომუნიკაციო არხებად რჩება როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ დონეზე. თუმცა, აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი: ტელევიზია ინარჩუნებს სტაბილურობას (უფრო ასაკოვანი აუდიტორიაში), ციფრული მედია კი მკვეთრ ზრდას განიცდის. ამ სტატისტიკის განმაპირობებელი ახალგაზრდა ასაკის აუდიტორიაა, რომელიც ძირითადად ციფრულ მედიუმებს იყენებს მის ყოველდღიურობაში.

ცხადია ეს სტატისტიკა გავლენას ახდენს მარკეტერების მიერ საკომუნიკაციო მედიებში განხორციელებულ ინვესტიციებზეც. ციფრული რეკლამა დომინანტური საკომუნიკაციო არხი ხდება და ის უკვე საერთო სარეკლამო ბაზრის წილის 50%-ზე მეტს იკავებს. ქვემოთ მოცემულ ჩარტზე ვხედავთ, რომ საქართველოც გლობალური ტრენდის ტენდენციებს ფეხდაფეხ მიჰყვება.

ციფრული მედია დანახარჯების გადანაწილება
ონლაინ სარეკლამო სამყაროში სოციალური მედია იყო დომინანტი მედიუმი. თუმცა, ციფრული მედიის ნაწილში შესამჩნევი ცვლილება მოხდა ადგილობრივ პორტალებსა და Programmatic Buying-ის არხებს შორის, რაც გამოიხატა ბიუჯეტების ცვლილებაში. გემბლინგის რეკლამის აკრძალვისა და ე.წ. ფილმების პირატული ვებ გვერდების გათიშვის შედეგად, ბიუჯეტის დიდი წილი (11%) Programmatic მიმართულებით მიიმართა. შედეგად, კომპანიებმა ბიუჯეტის განაწილება შეცვალეს და დაიწყეს ისეთი Programmatic არხების გამოყენება, როგორებიც არის მაგ: Google Ads, DV360, Eskimi და ა.შ.

2024 წლის Q1 ყველაზე აქტიური კატეგორიები და მათი ტოპ რეკლამის განმთავსებლები:
სატელევიზიო რეკლამის განთავსების კატეგორიები საკმაოდ მრავალფეროვანია. 2024 წელს სარეკლამო ბაზრის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა წინა წელთან შედარებით. კატეგორიებიდან აქტიურობის კუთხით გამოირჩეოდნენ დეველოპერული კომპანიები, რომელთაც მთლიან სატელევიზიო რეკლამის ინდუსტრიაში 7% უკავიათ, ხოლო სასმელების კატეგორიას – 15%. დეველოპერული კომპანიების ტოპ განმთავსებლების პირველ და მეორე ადგილს “გურუ ჰოლდინგი” და “არქი ჯგუფი” ინაწილებენ, კატეგორიის 45%-იანი წილით. სასმელების კატეგორიაში წელსაც უპირობო ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს “კოკა-კოლა” 35%-იანი SOV-ით.

უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ „სატელევიზიო ბაზრის რუქა”:
2024 წლის Q1-ის სატელევიზიო ყურებადობა წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2%-ით არის გაზრდილი. ტელევიზიებს ყველაზე დიდი აუდიტორია იანვარსა და თებერვალში, ყველაზე მცირე კი ივლისსა და აგვისტოში ჰყავდათ, რაც გასაკვირი არ არის და ტელეყურებადობის სეზონურობის ტრენდის მახასიათებელია.

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 2024 წლის Q1-ის სარეკლამო ბაზრის სრული რეპორტი. დაბლა ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი მონაცემები და ჩვენ მეილზე გამოგიგზავნით აღნიშნულ რეპორტს.
[პარტნიორის კონტენტი]