in

სარეკლამო მედიაბაზრის შეჯამება (2025)

2025 წელი საქართველოს სარეკლამო მედიაბაზრისთვის გარდამტეხ ეტაპად იქცა. ციფრული ეკოსისტემის გაძლიერებამ, მონაცემებზე დაფუძნებულმა გადაწყვეტილებებმა და ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ფუნდამენტურად შეცვალა ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის კომუნიკაციის ფორმები. 

  1. ციფრული მედიის ეკოსისტემა 

2025 წელს ციფრულმა მედიამ საქართველოში საბოლოოდ გაიმყარა ლიდერის პოზიცია სარეკლამო დანახარჯებში. ინტერნეტზე წვდომამ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის სრული მოცვა უზრუნველყო, ხოლო მობილური მოწყობილობები მომხმარებლებისთვის კონტენტთან ურთიერთობის უალტერნატივო მთავარ არხად დარჩა.

  • ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Facebook, Instagram, TikTok და YouTube, 2025 წლისთვის აღარ აღიქმებოდა მხოლოდ დამხმარე არხებად. ბრენდების უმრავლესობა სრულად გადავიდა Video-First სტრატეგიაზე. ერთი მაღალბიუჯეტიანი ვიდეოს ნაცვლად, ბრენდებმა არჩევანი ბევრი, შედარებით დაბალბიუჯეტიანი, თუმცა აქტუალური ვიდეოკონტენტის წარმოებაზე შეაჩერეს. მოკლედ რომ ვთქვათ, 2025 წელს ეფექტურობა იზომება არა ხარისხით, არამედ ტრენდზე რეაგირების სიჩქარით. მთავარია არა ის, თუ „რა გადავიღეთ“, არამედ ის, თუ „რამდენად დროულად“ მივიტანეთ კონტენტი მომხმარებლამდე.
  • ინფლუენსერმარკეტინგმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფენომენალური ზრდა აჩვენა. თუ 2015 წელს გლობალური ბაზრის მოცულობა სულ რაღაც $1.7 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2024 წლისთვის ამ ციფრმა $24 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2025 წლის პროგნოზით $32.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ბრენდებმა კომუნიკაციის ფილოსოფია შეცვალეს და „მეგაინფლუენსერებიდან“ აქცენტი გადაიტანეს მიკრო და ნანოინფლუენსერებზე, სადაც ჩართულობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია. 
ინფლუენსერ მარკეტინგის მსოფლიო ბაზრის სტატისტიკა
  1. სატელევიზიო მედია: სტაბილურობა ცვალებად გარემოში

მიუხედავად ციფრული მედიის სწრაფი ზრდისა, ტელევიზია საქართველოში მაინც ინარჩუნებს „მასობრივი წვდომის” მთავარი მედიუმის სტატუსს, განსაკუთრებით რეგიონებსა და ასაკობრივ ჯგუფებში.

სატელევიზიო რეკლამის დინამიკა საქართველოში:

აუდიტორიის პროფილი (2025 წლის ტრენდი): ტელემაყურებლის საშუალო ასაკი იმატებს (42% არის 56-74 წლის).  ეს ბრენდებს აიძულებს, სატელევიზიო კომუნიკაცია უფრო მეტად მოარგონ უფროს თაობას, ხოლო ახალგაზრდებთან საკომუნიკაციოდ ციფრული მედია გამოიყენონ. 

მაყურებელი საშუალოდ  04:50 საათს ატარებდა ტელევიზორის ეკრანებთან, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 1 წუთით არის მომატებული.

ტოპკატეგორიებში კვლავ დეველოპერული კომპანიები ლიდერობენ. ამ სექტორში ორბი ჯგუფს ბაზრის 29% SOV უკავია, ხოლო არქი ჯგუფს 10% SOV.

სასმელების კატეგორიაში გლობალური და ლოკალური ბრენდები ინარჩუნებენ აქტიურობას, განსაკუთრებით კი სეზონური კამპანიების პერიოდში. კოკა-კოლა კი რჩება უპირობო ლიდერად (SOV-ით 33%), შემდეგ მოსდევს ბორჯომი (SOV-ით 10%) და პეპსი (SOV-ით 4%). 

ტოპ TV კატეგორიები საქართველოში

2025 წელს სატელევიზიო ყურებადობა წინა წელთან  შედარებით 0.19%-ით არის გაზრდილი. პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე ტელევიზიის ყურებადობა პიკურ პერიოდებში იზრდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ კრიზისულ თუ მნიშვნელოვან მომენტებში საზოგადოება ტელევიზიას კვლავ უთმობს დროს, როგორც ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს.

TV ყურებადობა წლების მიხედვით

ასევე, ანალიზის მიხედვით, მონაცემები აჩვენებს საინტერესო დისბალანსს ეთერის ხანგრძლივობასა და რეალურ ყურებადობას შორის:

  • სერიალებს საეთერო ბადის მხოლოდ 26% უჭირავს, მათზე მოდის ყურებადობის თითქმის ნახევარი — 46%. ეს მიუთითებს იმაზე, რომ სერიალი კვლავ რჩება აუდიტორიის ლოიალობისა და Prime Time-ის მთავარ მამოძრავებლად.
  • საინფორმაციო და Talk-Show: საინფორმაციო გადაცემები ინარჩუნებს სტაბილურობას (24% ხანგრძლივობა, 18% ყურებადობა), რაც ადასტურებს, რომ კრიზისული თუ მნიშვნელოვანი მოვლენების დროს მოსახლეობა ტელევიზიას, როგორც გადამოწმებულ წყაროს, კვლავ ენდობა.
მაყურებლის ყურების წილს გადაცემათა ტიპოლოგიის გათვალისწინებით
  1. გარე რეკლამა (OOH) – სტანდარტულიდან არასტანდარტულ განთავსებამდე

2020 წლიდან გარე რეკლამის ბაზარი მზარდი დინამიკით არის წარმოდგენილი. ამ მედიუმის ზრდა, რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული. მათ შორისაა, ამ მედიუმში სარეკლამო კამპანიის გაზომვის შესაძლებლობა, რომელიც ბაზარზე ერთ-ერთმა აუთდორკომპანია –  Billboards Base-მა დანერგა 2020 წელს. 

  • 2025 წელს გარე რეკლამის როგორც ფორმატებში, ასევე განთავსებებში, მნიშვნელოვანი ცვლილებებია. როგორც დამკვეთები, ასევე მომწოდებლები უპირატესობას ანიჭებდნენ დიდი ფორმატის არასტანდარტულ განთავსებებს. დიდი ფორმატის განთავსებები, რომლებიც ქუჩაში, შენობების კედლებზე და სახურავებზე გვხვდება,  მეტი მომხმარებლის ყურადღებას იპყობს და შესაბამისად OTS (opportunity to see) მეტი აქვს.
  • გასული წლის ტრენდად იქცა გარე რეკლამაში მოცულობითი ასოებისა და ინსტალაციების გამოყენება. განსხვავებული, ჩარჩოდან გასული კრეატივები განსხვავებულ იერს სძენს განთავსებას, რაც საბოლოოდ მეტ ყურადღებას იპყრობს და ზრდის რეკლამის ეფექტურობას.

მედიასტრატეგიის წარმატების ფორმულა მრავალარხიანი (Omnichannel) მიდგომაა. ტელევიზია უზრუნველყოფს მასშტაბს, ციფრული მედია — სიზუსტესა და ინტერაქციას, ხოლო გარე რეკლამა — ფიზიკურ ყოფნას მომხმარებლის ყოველდღიურობაში. 

BetterFly Media მზადაა დაეხმაროს ბრენდებს ამ სწრაფად ცვალებად გარემოში სწორი მედიასტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

სატელევიზიო სტატისტიკიური ინფორმაციის წყარო: TMI ტრი მედია ინტელიჯენსი.

მოითხოვეთ წვდომა 2025 წლის სრულ მედიამიმოხილვაზე.

[პარტნიორის კონტენტი]

„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა

დაზოგეთ 40%-მდე და ისარგებლეთ უფასო მიტანით მთელი წელი – Bolt Plus-ის ახალი პაკეტი