in

რატომ გაურბიან ქართველი პიარ მენეჯერები ჟურნალისტებს?

მარკეტერი თემა

დასავლეთში მოღვაწე თეორეტიკოსები თვლიან, რომ პიარში მედიასთან ურთუიერთობის წილი მხოლოდ 5%-ია.  საქართველოში კი განსხვავებული ვითარებაა. გაცილებით დიდია “მეოთხე ხელისუფლების” როლი ამ პროცესში.

ქართული რეალობა კიდევ უფრო თავისებურია  კომუნიკაციის ნაწილში.  ჟურნალისტებისა და პიარის ხელმძღვანელების ან უშუალოდ პრესსასმსახურების წარმომადგენლების ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვაგვარია და ხშირად, ინფორმაციის მიმღები მხარე უკმაყოფილებას გამოთქვამს.

პრესაში, ტელევიზიასა თუ სოციალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტები ამბობენ, რომ ხშირად  კომუნიკაციის ნაკლებობაა. არის შემთხვეები როდესაც , მათი თქმით, ინფორმაცია ხელმიუწვდომელია. განსხვავებულლია  მედიასთან ურთიერთობა კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების პრესასთან ურთიერთობის სამსახურების  მხრიდან.

ნინო კეკელია ინტერნეტ ტელევიზია  “ itv ”  :   არსებობს ორი კატეგორიის პრესსამსახურის წარმომადგენელი,  ერთი, რომელიც ყოველთვის პასუხობს შენს ზარს ,რადგან პირადი ნაცნობობა აკავშირებს შენთან და იმასაც პირდაპირ გეუბნება, მიიღებ თუ არა სასურველ კომენტარს. მეორე ნაწილი ან არ პასუხობს სატელეფონო ზარს, ან თუ პასუხობს ,აუცილებლად ითხოვს საკითხში გარკვევისთვის გარკვეულ დროს. თუმცა,  ეს დრო ხშირად საათებად იწელება. საბოლოოდ კი,  კომენტარი  არ გაქვს. ძალიან ცოტაა პრესცენტრის ისეთი თანამშრომელი ,რომელიც ყოველთვის პასუხობს ტელეფონს და კომენტარზეც გითანხმებს რესპოდენტს. რაც შეეხება კონკრეტულ სფეროებსა და შემთხვევებს,  კომპანიების პრესცენტრებთან ურთიერთობის პრობლემა არ არის ,თუმცა , მათ ხშირად უჭირთ საკითხში სწრაფად გარკვევა და  თუ საქმე სკანდალს ან კომპანიისთვის მომგებიან კომენტარს არ ეხება, უარის თქმას არჩევენ.  ახსნა როგორც წესი ასეთია : კომპეტენტური პირი ქალაქიდანაა გასული, შეხვედრაზეა  და ა.შ. .  ამიტომ, უკვე გამომუშავებული აქვთ ჟურნალისტებს , რომელი სტრუქტურის ან კომპანიის პრესცენტრს დაურეკონ სიმბოლურად,ანუ ამ ზარს უფრო ფორმალური დატვირთვა აქვს და  იმ ,,სავარაუდო ” კომენტარს , რომელიც თითქმის 99 % -ით ვიცით ხოლმე,  რომ დახმარებით ვერ მივიღებთ.  ხშირად ასეთი დამოკიდებულება აფერხებს მასალის მომზადებას. არსებობს ისეთი “სინქრონები” და შესაბამისად,  რესპონდენტები ,რომელთა კომენტარის გარეშევერ აეწყობა , თუნდაც,  მასალის ჩონჩხი. ამ დროს გიწევს პიარის განყოფილების წარმომადგენლის ლოდინი,  რომელიც ხან პასუხობს ხან სმს-ს გწერს და ბოდიშს გიხდის.  სხვათაშორის , ახალი ტენდენცია მკვიდრდება. ყველა სახელმწიფო სტრუქტურას ჰყავს საკუთარი ოპერატორი.  პრესსამსახური არ რეკავს ჟურნალისტებთან მაშინ როცა ამბავი ხდება , ამას იღებს მათი ოპერატორი და შემდეგ ან სოციალურ ქსელის მათ გვერდზე იტვირთება,  ან რელიზის სახით ვრცელდება”.

თაზო კუპრეიშვილი  ინტერნეტ გამოცემა  “ნეტგაზეთი”-ს  ჟურნალისტი : “  პირადად მე,  კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება ნაკლებად მაქვს. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს. საკითხის გასარკვევად დიდი დროის მოთხოვნა  ჩვენს მუშაობას ოპერატიულობას უკარგავს.თუმცა, სულ ასე არ ხდება, ხანდახან ჰიპერაქტიურები არიან. იყო კონკრეტული უწყებები, რომლელთა პრესცენტრის  წარმომადგენლებისგან ვერასდროს პასუხს ვერ ვიღებდით. მთავარი დაბრკოლება მიუღებელი პასუხები იყო. კითხვას მოისმენდა,პასუხს არ გაგცემდა, ან საერთოდ არ პასუხობდა ტელეფონს. თუ პასუხობდა გეტყოდა მეილზე გამოუშვი კითხვაო და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გზავნილი უპასუხოდ რჩება. ამ მიმართულებით,  ახლა შედარებით გამოსწორდა ვითარება. ხელმისაწვდომი გახდა ესა თუ ის სტრუქტურა  და იმედია, ასე გაგრძელდება. რომელ სტრუქტურებთანაც მე მქონდა შეხება აქედან, ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ძალიან “ჩაკეტილი იყო”   თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამისნიტროები. პრობლემატური იყო განათლების სამინისტრო. ბოლო დროს შ.ს.ს. გახდა საკმაოდ “გახსნილი” . რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათგან  კომუნიკაციის ან ინფორმაციის მიღების პრობლემა არ  არის “.

ელზა წიკლაური  (გაზეთ “რეზონანასის” ჟურნალისტი) : კერძო კომპანიების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან ურთიერთობა არ არის რთული . მეტიც, მათი უმეტესობა ყოველთვის მზადაა  გაგცეს პასუხი.  არ ვგულისხმობ  სარეკლამო სტატიას.  რიგითი სტატიის მომზადების დროსაც პრობლემა არ შემქმნია. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურის პიარებს, აქ ცოტა პრობლემები არსებობდა მას შემდეგაც, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ახლა რაც შეეხება ჟურნალისტებსა და პიარ-სამსახურების წარმომადგენლებს  შორის წინა ხელისუფლების დროს მუდმივად არსებობდა, ვერ ვიღებდით არა თუ რეალურ ინფორმაციას, მეტიც ამა თუ იმ უწყების თანამდებობის პირებთან კომენტარის ჩაწერის საშუალებაც კი არ გვქონდა პასუხობდნენ, მაგრამ ინფორმაციას ვერ ვიღებდით. ახლა, ჯერჯერობით ეს პრობლემა ნაკლებად არსებობს და იმედია, რომ ასე შენარჩუნდება. როდესაც მედიასა და ორგანიზაციას შორის კონტაქტი წყდება,  ეს არც  ერთის  მუშაობაზე კარგად არ აისახება. როცა რომელიმე მხრიდან არ გაქვს კომენტარი, მასალა სრულყოფილილი არ არის, ცალმხირვია”

ჟურნალისტები თვლიან, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის ან უშუალოდ  პრესასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელებს გარკვეული უნარები და თვისებები უნდა ჰქონდეთ. მათი აზრით , მედიასთან ურთიერთობისას პიარ განყოფილების  წარმომადგენლები, პირველ რიგში, უნდა იყვნენ ოპერატიულები, მეტ-ნაკლებად უნდა ერკვეოდენენ  იმ სფეროში, რომელ ორგანიზაციას ან სტრუქტურასაც წარმოადგენენ. უნდა შეეძლოთ ჟურნალისტებთან  ურთიერთობა და რელიზების გამართული ქართულით წერა. მიაჩნიათ, რომ უნდა იყვნენ ყურადღებიანები და ზრდილობიანები , ჰქონდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა და

 

 

მატიანე

ქართული რეკლამის ისტორია 1994-1995

ნატახტარი

“მერე რა,რომ ზამთარია”- ნატახტარი