სამედიცინო სფერო მუდმივად პროგრესირებს – ვითარდება ტექნოლოგიები, ჩნდება ახალი მიდგომები და იზრდება მოთხოვნა იმ პროდუქტებზე, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს უფრო ეფექტური გარემოს შექმნაში ეხმარება.
ამ პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანიები წარმოადგენენ და მათი მუდმივი მხარდაჭერა დარგის განვითარებაზე უდიდეს გავლენას ახდენს.
სწორედ ამის ხაზგასასმელად, წამყვანი სამედიცინო სადისტრიბუციო კომპანია „თბილისი მედიკი” 10 ოქტომბერს გახდება პირველი, ვინც თავის მრავალფეროვან პროდუქციის სპექტრს სრულად წარადგენს ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ სამედიცინო გამოფენაზე.
Medic 360° – უპრეცედენტო შესაძლებლობაა ექიმებისთვისა და ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის, შეეხონ სამედიცინო ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს ერთ სივრცეში.
„ჩვენი სურვილია, რომ სექტორის წარმომადგენლებს ერთი დღით შევუქმნათ საუკეთესო პლატფორმა პროფესიული ხედვების გასაზიარებლად და მედიცინის სიახლეები აღმოსაჩენად“, – დავით ჯიშკარიანი, თბილისი მედიკის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
თანამედროვე აპრატურისა და მრავალფეროვანი სამედიცინო ინვენტარის გარდა, სტუმრებს უამრავი საინტერესო აქტივობა და მოულოდნელი სურპრიზი დახვდებათ.

„მედიცინა სწრაფად ვითარდება და მუდმივად ჩნდება ახალი მიდგომები, ტრენდები და შესაძლებლობები. ამიტომ ჩვენი სფეროს კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია სიახლეებისთვის ფეხის აწყობა, ცვლილებებზე დროულად ადაპტირება და ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება.
Medic 360°-ზე სტუმრები სწორედ ასეთ – განახლებულ, თანამედროვე და განვითარებისკენ მიმართულ „თბილისი მედიკს“ გაიცნობენ“, – დავით ჯიშკარიანი.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ღონისძიება 10 ოქტომბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ IV და V პავილიონებში გაიმართება და 6 საათის განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მთავარ ეპიცენტრად იქცევა.
[R]












