in

მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც კბილების ხელახლა გაზრდა შეეძლება

უკვე ევოლუციურად შევეგუეთ იმ აზრს, რომ ზრდასრულობაში კბილის ხელახლა ამოსვლის შანსი არ არსებობს — შესაბამისად, ნებისმიერ მცირე დაზიანებაზე სასწრაფოდ გავრბივართ სტომატოლოგთან, რათა არსებული მაინც შევინარჩუნოთ. თუმცა ამჯერად მეცნიერები ამ მოცემულობის შეცვლად ცდილობენ: 2024 წლის ივლისში კბილების ხელახალი ზრდისთვის განკუთვნილი პრეპარატის ტესტირებას დაიწყებენ. ინოვაცია ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კვლევას ეფუძნება და თუ პირველი ეტაპი წარმატებულად ჩაივლის, უკვე 2030 წლისთვის მედიკამენტი კომერციულადაც ჩაეშვება.

M2
M2

აღნიშნულ ექსპერიმენტს იაპონიის კიტანოს ჰოსპიტალის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის გუნდი ხელმძღვანელობს. ყველაფერი ანოდონტიის მქონე ადამიანების დახმარების სურვილით დაიწყო — ეს არის იშვიათი გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც სარძევე და შემდგომი კბილების ნორმალურ ზრდას აფერხებს. თავდაპირველად მკურნალობის მიზანი ამ დაავადების მქონე მცირეწლოვანი ბავშვების მკურნალობა იყო, თუმცა მიხვდნენ, რომ ნიმუშების გამოყენება უფრო ფართო მასშტაბითაც შეიძლება… „ახალი კბილების გაზრდის იდეა ყველა სტომატოლოგის ოცნებაა. ამას მას შემდეგ ვმუშაობ, რაც მაგისტრატურის სტუდენტი გავხდი და ყოველთვის მჯეროდა, რომ ამას შევძლებდი“, — აღნიშნავს კაცუ ტაკაჰაში, კიტანოს ჰოსპიტალის სტომატოლოგიისა და პირის ღრუს ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.

მეცნიერებმა კონკრეტულ გენ USAG-1-სა და თაგვებში კბილების ზრდის შეზღუდვებს შორის კავშირი აღმოაჩინეს. შემდეგ კი მკვლევრები ტესტირებაზე გადავიდნენ, რომლებიც USAG-1-ის გავლენის დაბლოკვას ემსახურებოდა. შედეგად, მიაგნეს ანტისხეულს, რომელსაც ამ გენის უსაფრთხოდ დაბლოკვა შეუძლია, რაც ავტომატურად კბილის ხელახალ ზრდას გამოიწვევს. ამჯერად მომდევნო ნაბიჯი იმის გარკვევაა, რამდენად შესაძლებელია ანალოგიური ქიმიური რეაქციების ადამიანებში კონტროლი.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ ბოლო სამეცნიერო მიმოხილვაში, მიდგომის სარგებელი ის არის, რომ კბილების ზრდა ბუნებრივად ხდება — პროცესის მეშვეობით, რომელიც ცნობილია როგორც ძვლის მორფოგენეტიკური ცილის (BMP) სიგნალიზაცია.

არ მისცეთ თქვენი კომპანიის კულტურას ლიდერობის განვითარების შეფერხების საშუალება

ფერუჩიო ლამბორგინი – ადამიანი, რომელმაც ოცნებების რეალიზება შეძლო