in

რატომ მედიტირებენ წარმატებული ხელმძღვანელები?

თქვენი აზრით, რა საერთო აქვთ ბილ გეიტსს, ბარაკ ობამასა და ოპრა უინფრის? ერთ მინიშნებასაც მოგცემთ: ხელმძღვანელ პოზიციებს არ ვგულისხმობთ… ბევრი რომ არ გავაგრძელოთ გეტყვით, რომ ყველა მათგანის ყოველდღიურობის ნაწილი მედიტაციაა. ეს როგორც პერსონალურ, ისე პროფესიულ ცხოვრებას აუმჯობესებს და თუ როგორ, მოდით, ეს ერთად გავიგოთ:

შინაგანი ფოკუსი

მედიტაცია შეგვიძლია, დარბაზში ვარჯიშს შევადაროთ, ოღონდ კუნთებს აქ ჩვენი შინაგანი ფოკუსი ანაცვლებს. ყოველ ჯერზე, როცა რაღაც ერთზე ვფოკუსირდებით ყურადღების გაფანტვის შემდეგ, ჩვენ ჩვენსავე კონცენტრაციის მენტალურ კუნთს ვავარჯიშებთ. ეს ჩვენი შინაგანი სამყაროს გაცნობიერებაშიც გვეხმარება. თან სხვებს კარგად რომ უხელმძღვანელოთ, ჯერ საჭიროა, თავადვე მოიპოვოთ სიმშვიდე და გაიცნოთ საკუთარი თავი. ამაში კი, უპირველესად, ტვინის მარტივი ქიმიის გაგება დაგეხმარებათ:

ამიგდალა ჩვენი ტვინის ყველაზე ძველ ქსელს წარმოადგენს, სწორედ ეს ნაწილია რეაგირების რეფლექსებზე პასუხისმგებელი, გაბრაზებებსა და შიშზე, რომლებიც ჩვენს რაციონალურ აზროვნებას ჯობნის. მტაცებელს თუ გაურბიხართ კი შეიძლება გამოგადგეთ, მაგრამ ასე არ ხდება პროფესიულ გარემოში. ხოლო მედიტაციას სწორედ ამ უძველესი ქსელის დამორჩილება შეუძლია, რის გამოც თანამედროვე ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარიც გახლავთ.

მედიტაციის მთავარი კომპონენტი ჩვენი აზრებისა და ემოციების შესწავლაა, სწორედ ასე შეუძლიათ ლიდერებს რთულ სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნება. თანაც სულ რაღაც 15-წუთიანმა მედიტაციამაც კი შეიძლება დრამატულად გააუმჯობესოს თქვენი კეთილდღეობა. ხომ გახსოვთ, ემოციები გადამდებია…

ისარგებლეთ შინაგანი სიმშვიდით

ემოციასა და რეაგირებას შორის დროის დაყოვნება დასწავლადი უნარია. უპირველესად, თქვენს შინაგან აზრებს დააკვირდით, თუმცა არ განსაჯოთ, შემდგომ კი ჩამოწერეთ. რთული აზრების აღნიშვნა ხშირად მათგან გათავისუფლებაში გვეხმარება. თუ სულ რაღაც 5 წუთით ცხვირით სუნთქვას მიმართავთ, შესაძლოა, შინაგანი სიმშვიდის მოპოვებაში ესეც დაგეხმაროთ. პირდაპირ რომ ვთქვათ, ღირებული ტექნიკაა ყველა მნიშვნელოვანი ბიზნეს შეხვედრის წინ. 

ინტერპერსონალური ფოკუსი

კვლევების თანახმად, მედიტაცია აუმჯობესებს ემპათიის დონეს, ეს კი ლიდერისთვის შესანიშნავი თვისებაა, რადგან უბრალოდ გუნდის ემოციების გააზრების მიღმაც მიდის. იმაში დარწმუნებას ეხება, რომ გუნდის მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებები დაკმაყოფილებულია, სამსახურში არსებული კონფლიქტი თუ სტრესი უარყოფითად არ ზემოქმედებს პროფესიულ ცხოვრებაზე და იმაშიც გვეხმარება, რომ დასაქმებულებისგან მათი მაქსიმუმი მივიღოთ.

გააუმჯობესეთ შინაგანი ფოკუსი

თუ არსებობს კონკრეტული ინდივიდი, რომელთანაც მუშაობა გერთულებათ, გონებაში წარმოიდგინეთ, რომ ისინი ბედნიერები არიან, რომ იმავე ენერგიას გაძლევთ, რასაც თქვენს გასცემთ. ფოკუსირდით, რაც შეიძლება კარგ ორმხივ განზრახვებზე — ეს სავარჯიშო Metta-loving Kindness Meditation-ის სახელითაა ცნობილი და მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ იგი საკუთარი თავისა და სხვების მიმართ დადებით ემოციებს აძლიერებს.

ფოკუსირების მოწყვლადობა

ხელმძღვანელები მხოლოდ შიდა და გარე ემოციურ ცხოვრებაზე კი არ უნდა ფოკუსირდნენ, არამედ მათი ფოკუსის გადატანაც უნდა შეეძლოთ სრულიად უცხო ობიექტებზე. ერთ წამს, შესაძლოა, კომპანიის განვითარების სტრატეგიაზე ფოკუსირდებოდეს და მეორე წამს კომპანიის კულტურაზე. ფოკუსის ეს ტიპები ტვინის სრულიად განსხვავებული სისტემებიდან მოდის, ხელმძღვანელებმა კი მათ შორის ოსტატურად უნდა გადართონ და ინტუიციურად ფიქრიც გააგრძელონ. 

ბევრი ლიდერი არსებობს, რომელიც მხოლოდ კომპანიის მოგებაზეა ორიენტირებული და არა, კომპანიის კულტურაზე, ამან კი რა შედეგები შეიძლება მოიტანოს, ბევრჯერ გვისაუბრია…

გაამახვილეთ ყურადღება

თუ მსგავსი ფოკუსირების უნარი გინდათ, გამოიმუშაოთ, დაჯექით ისე, როგორც მედიტაციისას სხდებიან, ზურგი სწორად დაიჭირეთ და თვალები დახუჭეთ. ჩამოაყალიბეთ ნელი და სტაბილური მედიტაციის რიტმი. შემდგომ თქვენი თავის ზემოთ არსებულ სივრცეზე ფოკუსირდით, გადაინაცვლეთ თავის ქალის, სახისა თუ კისრის შეგრძნებებზე, შემდგომ გულ-მკერდზე, მუხლებსა და ტერფებზე. ადექით და დაჯექით იმ დროით, რაც კომფორტული იქნება თქვენთვის — ეს მედიტაცია დაგეხმარებათ, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებზე ყურადღება უკეთ გაამახვილოთ.

ამგვარად, თუ კარგი ხელმძღვანელი გინდათ იყოთ, მედიტაცია თქვენი ცხოვრების ნაწილად აქციეთ. 

როგორ შეუძლიათ დირექტორებს საბჭოსთან ურთიერთობის მართვა

Missed Calls გარდაცვლილი ადამიანების ხმოვან შეტყობინებებს სამუდამოდ ინახავს