in

რა სარგებელი მოაქვს ყოველდღიურ მედიტაციას?

M2
M2

მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი მედიტაციის მიმართ, განვიხილავთ, როგორ ზემოქმედებს აღნიშნული ჩვენს ტვინსა და სხეულზე, კი უძველესი პრაქტიკაა, მაგრამ მეცნიერები ჯერ კიდევ ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებენ მისი სარგებლიანობის შესახებ, ამიტომ ახლა მათგან ნაწილს გაგაცნობთ:

ზრდის ნაცრისფერ მატერიას განსაკუთრებით ტვინის იმ სივრცეებს, რომლებიც სწავლას, მეხსიერებას, ემოციების რეგულირებასა და პერსპექტივებს უკავშირდება. ტვინის მოცულობასა და ზომასაც ზრდის, ნაცრისფერი მატერიის გაუმჯობესებული კონცენტრაციის გამო.

აძლიერებს პრეფრონტალურ ქერქს — უფრო ზუსტად, რეგულარული მედიტაცია მის სისქეს ზრდის, ეს კი უკვე ტვინის ისეთი მაღალი დონის ფუნქციებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა ცნობიერება, კონცენტრაცია, მეხსიერება და გადაწყვეტილების მიღების პროცესი. 

აუმჯობესებს ნეიროპლასტიკურობას — აღნიშნული ტვინს ცვლილებების უნარს აძლევს. ტვინის სხვადასხვა რეგიონს შორის კავშირის გაძლიერებით კი მედიტაციას კოგნიტიური ფუნქციების გაუმჯობესებაც შეუძლია, მათ შორის ინფორმაციის დამუშავებისა და ემოციების რეგულირების. 

ზრდის დოფამინისა და სეროტონინის დონეს — პოზიტიური ნეიროტრანსმიტერებია, რომლებიც ძილის, ზრდისა და მეტაბოლიზმის გარდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ემოციების მართვაში, განსაკუთრებით იმათში, რომლებიც თავს კარგად და ბედნიერად გვაგრძნობინებს. 

ცვლის ტვინის ტალღებს მედიტაცია მხოლოდ წნევას, სუნთქვასა და გულისცემას კი არ არეგულირებს, არამედ პირდაპირ ჩვენი ტვინის ტალღებს ცვლის. აღნიშნული უკვე რელაქსაციაში, კონცენტრირებასა და ინფორმაციების უკეთ დამუშავებაში გვეხმარება. სპეციალისტების თქმით, ისინი, ვინც რეგულარულ მედიტაციას ახორციელებენ, გამა-ტვინის ტალღების უფრო მაღალ დონეს ავლენენ, რაც აღქმის, პრობლემების გადაჭრის და ცნობიერების ამაღლების საკითხებს უკავშირდება. 

ამცირებს ამიგდალას ზომას — თუ ამიგდალა ბრძოლისა და გაქცევის რეჟიმში გვამყოფებს, მედიტაციის დროს მსგავსი ქმედებისკენ მიდრეკილება მცირდება, შესაბამისად, სტრესის დონეც მნიშვნელოვნად იკლებს.

გარდა ტვინის ცვლილებებისა, მედიტაცია მრავალ სარგებელს გვთავაზობს მენტალური, ემოციური და კოგნიტიური საკითხების მხრივ. კვლევების თანახმად, მედიტაცია აუმჯობესებს:

  • განწყობას
  • ემოციურ მდგომარეობას
  • ყურადღების კონცენტრირების უნარს
  • თვითგაცნობიერების პროცესს
  • მეხსიერებას
  • ფიქრის, დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს
  • კონფლიქტების გადაჭრის უნარებს
  • სტრესულ მდგომარეობას
  • ძილს
  • ტკივილს
  • შფოთვას
  • დეპრესიას
  • ინსომნიას
  • PTSD-ს

ამგვარად, საკმაოდ ბევრი მიზეზი დაგროვდა მედიტაციის დასაწყებად, ამიტომ ახლა გასწავლით, როგორ ჩამოიყალიბოთ ეს ჩვევად:

დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით — თუნდაც ეს დღეში 5 წუთი იყოს, ხოლო როგორც კი კომფორტს იგრძნობთ ამ პროცესში, ხანგრძლივობაც გაზარდეთ.

იპოვეთ თქვენთვის საუკეთესო დრო — დროის იმ მონაკვეთს უნდა მიაგნოთ, რომელიც თქვენთვის საუკეთესოდ მუშაობს, იქნება ეს დილა, შუადღის შესვენება თუ დაძინებამდე არსებული დრო. თანმიმდევრულობა კი ჩვევის ჩამოყალიბებაში ძალიან დაგეხმარებათ. 

აირჩიეთ მშვიდი ადგილი — ისეთი სივრცე, სადაც კომფორტულად დაჯდებით და არავინ შეგაწუხებთ, თუნდაც ეს საყვარელი ადგილი იყოს სახლში ან ოფისში. 

შექმენით ატმოსფერო — თუ მოგინდებათ, განათება ჩააქრეთ, დამამშვიდებელი მუსიკა ჩართეთ და სურნელოვანი სანთლები დაანთეთ. 

დაისახეთ მიზანი — სანამ მედიტაციას დაიწყებთ, მკაფიო მიზანი ჩამოაყალიბეთ, თუ რატომ აკეთებთ ამას, იქნება ეს სტრესის შემცირება, ფოკუსირების ზრდა თუ უბრალოდ განტვირთვა გადატვირთული დღის მანძილზე. 

მიმართეთ სპეციალურ მედიტაციის პროგრამას — ეს იმ შემთხვევაში დაგჭირდებათ, როცა ახალი ხართ და არ იცით, ზუსტად რა გააკეთოთ. მსგავსი პროგრამები ონლაინ უფასოდაც შეგიძლიათ იპოვოთ.

ფოკუსირდით თქვენს სუნთქვაზე — კონცენტრირებაში დაგეხმარებათ, თუ თქვენი გონება სხვა რაღაცებითაა დატვირთული, ფოკუსი სუნთქვისკენ გადმოიტანეთ.

ასახეთ თქვენი პრაქტიკა — მას შემდეგ, რაც დაასრულებთ, გაიაზრეთ, რა იგრძენით და რა ისწავლეთ, თუ თქვენთვის კომფორტული იქნება, შეგიძლიათ დღიურშიც ჩამოწეროთ.

იყავით მომთმენი — ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, ამიტომ იმედებს ნუ გაიცრუებთ, თუ ვერ კონცენტრირდებით ან ერთ დღეს გამოტოვებთ, ზოგიერთი დღე მარტივი, ზოგიც რთული შეიძლება იყოს, მთავარია, მოთმინება შეინარჩუნოთ. 

დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადაზე – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი

Cryptal x PLAN B – ბიტკოინის გლობალური ფორუმი შვეიცარიაში