26
Feb
2019

მანეკენ-ჩელენჯის სტილში მოთხრობილი ამბავი მარიხუანაზე

26 Feb 2019

Elit Electronics


კომპანიამ MedMen, რომელიც კალიფორნიაში სამედიცინო კანაფს აწარმოებს, მარიხუანის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად, რეკლამა გამოუშვა. ვიდეორგოლის სიუჟეტში მარიხუანის ისტორიაზეა საუბარი. ის ჯორჯ ვაშინგტონის ფერმიდან იწყება, შემდეგ ნარატორი 80-იანი წლების “ნარკოტიკულ ომზე” საუბრობს, ბოლოს კი მის საჭიროებასა და ყოველდღიურ ნორმაზე ამახვილებს ყურადღებას. ვიდეორგოლი სპაიკ ჯონზმა გადაიღო და ჯესი უილიამსმა გაახმოვანა. რეკლამა მანეკენ-ჩელენჯის სტილშია გადაღებული.

 

განხილვა