ქართულმა ინდი-თამაშმა “Medulla Game” საერთაშორისო კონკურსზე Indigo Awards 4 ჯილდო მოიპოვა. ნამუშევარმა 3 კატეგორიაში – Mobile Games 2020, Illustration for Games 2020, Character Design 2020 – ოქრო მოიგო. “Sound Design & Use of Music for Games 2020“-ში კი, სურათმა, ვერცხლი მიიღო.
„ჩვენმა თამაშმა „მედულა“ 3 ოქრო და 1 ვერცხლი მოიგო. არ არის ცუდი დასაწყისი. განსაკუთრებული მადლობა ნუცა ავალიანს (Our game medulla won three golds and one silver. Not a bad start. Special thanks to Nutsa Avaliani)“, – წერს გია ბოხუა.
“Medulla Game“-ის ტრეილერი, „მარკეტერის“ მკითხველმა, პირველად რამდენიმე თვის წინ ნახა. ინდი-თამაში გია ბოხუამ და Lemondo Gamese-მა შექმნეს.