2
Oct
2014

„შეიკრიბეთ კოზელი“-სთვის – გათამაშება ერთგული მომხმარებლებისთვის

2 Oct 2014

კოზელი საკუთარ მომხმარებლებს გუნდურ კონკურსს “შეიკრიბეთ კოზელისთვის“ სთავაზობს. გამარჯვებულები ჩეხეთში, „ველკოპოპოვეცკი კოზელი“-ს ქარხანას ნახავენ.

ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო სურმავა ამბობს, რომ კამპანიის მიზანი „კოზელის“ ერთგული მომხმარებლების წახალისება და ბრენდის ობიექტის პოპულარიზაციაა.ნინო სურმავა

 ნინო სურმავა: „კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ყველა მონაწილე იყოს სრულწლოვანი და ჰქონდეს facebook account-ი და smartphone-ი. მონაწილეობის მსურველმა თავისი facebook-ის ანგარიშიდან უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ გვერდზე meetforkozel.com . მას შეუძლია მოიწვიოს თავისი სამი მეგობარი. შემდეგ, მეგობრების ოთხკაციანი ჯგუფი უნდა ეწვიოს ლისის ტბაზე „კოზელის“ ახლად გახსნილ ობიექტს და და-Check-in-დეს. თითოეული მონაწილის Check-in-ი ერთი ქულაა (მარტო ერთი წევრის Check-in-ი არ ითვლება ქულად). გუნდი, რომელიც 22 ოქტომბრამდე ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გაემგზავრება ჩეხეთში, მოინახულებს „ველკოპოპოვეცკი კოზელის“ ქარხანას და რამდენიმე საინტერესო ადგილს.

Kozel Beer

 M: რა მიზანი აქვს კამპანიას?

 კამპანიის მიზანი „კოზელი“-ს ერთგული მომხმარებლების წახალისება და „კოზელი“-ს ობიექტის პოპულარიზაციაა. ვფიქრობთ, ეს ღონისძება კარგად აკავშირებს სოციალურ ქსელსა და რეალურ ცხოვრებას ერთმანეთთან. მეგობრები იკრიბებიან სოციალურ ქსელში და შემდეგ, რეალურად ხვდებიან ერთმანეთს ერთი კათხა „კოზელი“ გასაზიარებლად. ასეთ ხშირ შეკრებებს კი შესაძლოა, ჩეხეთში მოგზაურობა მოჰყვეს პრიზად.

kozel wed M: ვებ გვერდზე შესვლა მხოლოდ სრულწლოვანებს შეუძლიათ. ამ კონკურსის ფარგლებში   თუ არის დაცული ალკოჰოლის მოხმარების შესახებ კანონის სხვა დეტალები?  

 კანონი ალკოჰოლის მოხმარების შესახებ, რა თქმა უნდა, დაცულია. ჩვენ მომხმარებლებს ყოველთვის მოვუწოდებთ ალკოჰოლის პასუხისმგებლობით მოხმარებისკენ, მოვუწოდებთ არ მართონ ავტომობილი ნასვამ მდგომარეობაში, არ მოიხმარონ ალკოჰოლი არასრულწლოვან ასაკში და ა.შ.

განხილვა